მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმი ფაუჩი, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან - გაიცანით "აშშ-ს ამირან გამყრელიძე"
ექიმი ფაუჩი, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან - გაიცანით "აშშ-ს ამირან გამყრელიძე"

აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ექიმ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის ხმა აშშ-ში დღეს ყვე­ლა­ზე სან­დო ხმად მი­იჩ­ნე­ვა. მის რჩე­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს. კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის დროს, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნებს ფაქ­ტე­ბი­სა და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მი­ჯვნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

თუ ექი­მი ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი იტყვის, ეს ნიშ­ნავს, რომ სან­დოა, ნიშ­ნავს, რომ მას უნდა და­უ­ჯე­რო, მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვირუ­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შიში და დაბ­ნე­უ­ლო­ბა ფა­უ­ჩის­თვის ახა­ლი არ არის - 30 წელ­ზე მე­ტია იბ­რძვის HIV ინ­ფექ­ცი­ის, სარ­სის, მერ­სის, ებო­ლა­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ფა­უ­ჩი აშშ-ში და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე უწყე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რა­საც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში - და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს. თუმ­ცა, მისი პერ­სო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან მებ­რძოლ კი­დევ ერთ მე­დი­კოსს - თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე­საც მო­გა­გო­ნებთ.

ფა­უ­ჩი მო­ქა­ლა­ქე­ებს ესა­უბ­რე­ბა მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენით, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სა­მე­დი­ცი­ნო ლექ­სი­კით აც­ნობს.

აშშ-ის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი ექ­სპერ­ტი და ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ექი­მი 79 წლი­საა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში დღე და ღამე მუ­შა­ობს და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სძი­ნავს.

სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებს, აქვს ჩარ­თვე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბას COVID-19-ზე და­უ­ღა­ლა­ვად აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამას­თან ერ­თად, ახერ­ხებს იცხოვ­როს ჯან­სა­ღად, ყო­ველ­თვის ვარ­ჯი­შობს და დროს გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სირ­ბი­ლის­თვი­საც პო­უ­ლობს.

ფა­უ­ჩი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე პრე­ზი­დენ­ტი ბრი­ფინ­გებს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით იშ­ვი­ა­თად მარ­თავს. ასე იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ექი­მი ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს და რო­გორც "ალ ჯა­ზი­რა“ წერს, ამას ბოლო კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რებს.

ფა­უ­ჩი ბრუკ­ლინ­ში, ნიუ-იორკში შო­ბის ღა­მეს, 1940 წელს, იტა­ლი­ურ-ამე­რი­კულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

ის აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 1984 წლი­დან მუ­შა­ობს. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი ახლა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ჯგუფ­ში მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნია.

ფა­უ­ჩი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი. რო­ნალდ რე­ი­გა­ნის შემ­დეგ, ის აშშ-ის ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი იყო. დიდი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი HIV ინ­ფექ­ცი­ის კვლე­ვა­ში.

  • ექიმ ფა­უ­ჩის ად­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა

ფა­უ­ჩის მა­მას კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ფარ­მა­ცევ­ტი იყო. პა­ტა­რა ენ­ტო­ნი მუდ­მი­ვად რე­ცეპ­ტებ­სა და წამ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას ეც­ნო­ბო­და. ფა­უ­ჩის ბე­ბია და ბა­ბუა - ან­ტო­ნი­ნო ფა­უ­ჩი და კა­ლო­გე­რა გუ­არ­დი­ნო იტა­ლი­ი­დან, სი­ცი­ლი­ის რე­გი­ო­ნი­დან იყ­ვნენ. მისი წი­ნაპ­რე­ბი მე-19 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს იტა­ლი­ი­დან ამე­რი­კა­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი კა­თო­ლი­კეა.

მან მა­ნ­ჰე­ტენ­ზე „რე­ჯის ჰაი სქუ­ლი“ და­ამ­თავ­რა და სკო­ლა­ში კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის კა­პი­ტა­ნიც კი იყო. სკო­ლის შემ­დეგ სწავ­ლა Holly Cross-ის კო­ლე­ჯში გა­აგ­რძე­ლა, რო­მე­ლიც 1962 წელს და­ამ­თავ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბის ბა­კა­ლავ­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ ფა­უ­ჩი ამე­რი­კის კვლე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯში იწყებს სწავ­ლას, სა­დაც 1966 წელს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა, მუ­შა­ობ­და კორ­ნე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში.

1968 წელს ფა­უ­ჩი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუტს შე­უ­ერ­თდა და 1974 წელს კლი­ნი­კუ­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და, 1980 წელს იმუ­ნო­რე­გუ­ლა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, ხოლო 1984 წლი­დან ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ექიმ ფა­უჩს ამე­რი­კი­სა და მსოფ­ლი­ოს 30 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა აქვს.

  • ექი­მის ოჯა­ხი

ფა­უ­ჩი ბი­ო­ე­თი­კოს­სა და მედ­და­ზე, კრის­ტინ გრე­დი­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მათ ერ­თმა­ნე­თი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის დროს გა­იც­ნეს. კრის­ტი­ნი ჯან­დაც­ვის კლი­ნი­კუ­რი ცენ­ტრის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტში ბი­ო­ე­თი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია. წყვილს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - ჯე­ნი­ფე­რი, მე­გა­ნი და ელი­სო­ნი.

ფა­უ­ჩი ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად - ფოტო წლე­ბის წინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი
  • ურ­თი­ერ­თო­ბა პრე­ზი­დენტ ტრამ­პთან

ფა­უ­ჩი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია იდ­გეს ტრამ­პის გვერ­დით და პრე­ზი­დენ­ტის იდე­ებს სა­ჯა­როდ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს. მა­გა­ლი­თად, მას ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სთხო­ვეს, რომ ტრამ­პის იმ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ე­კე­თე­ბი­ნა კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრე­ზი­დენ­ტი მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მალს კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევ­და.

"არის თუ არა წა­მა­ლი იმე­დის­მომ­ცე­მი?“ - ჰკი­თხეს აშშ-ის მთა­ვარ ექიმს.

ფა­უჩ­მა, რო­მე­ლიც ამ დროს ტრამ­პის გვერ­დით იდგა, თქვა: "პა­სუ­ხი არის, არა... მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც თქვენ სა­უბ­რობთ, ანეკ­დო­ტუ­რია. მე ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი 6 პრე­ზი­დენტს და არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა და არ გა­მი­ცია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე".

ის ყო­ველ­თვის ღიად ამ­ბობს იმას, რაც არ მოს­წონს. მა­გა­ლი­თად, CNN-ის ეთერ­ში 12 აპ­რილს თქვა: "ადრე რომ დაგ­ვე­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­მო­ე­ცა ბრძა­ნე­ბა სახ­ლში დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ, შე­საძ­ლოა, მეტი სი­ცო­ცხლე გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა“.

ამის პა­სუ­ხად კი ტრამპმა ტვი­ტერ­ზე და­წე­რა: "უკაც­რა­ვად ყალბ ამ­ბებ­თან, მე ჩი­ნეთ­ში მი­მოს­ვლა დიდი ხნის წინ ავ­კრძა­ლე, ყვე­ლა­ფე­რი ფირ­ზეა".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ტრაპ­სა და ფა­უ­ჩის შო­რის უთან­ხმო­ე­ბა­ზე და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი წა­შა­ლა. თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჰო­გან გიდ­ლიმ კი გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა.

"ექი­მი ფა­უ­ჩი პრე­ზი­დენტ ტრამ­პის სან­დო მრჩე­ვე­ლია“, - ამ­ბობ­და გიდ­ლი. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ფა­უ­ჩი­მაც. მან თქვა, რომ ზო­გი­ერთ სა­კი­თხზე ისი­ნი ვერ თან­ხმდე­ბი­ან, მაგ­რამ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს.

"პრე­ზი­დენ­ტი ის­მენს იმას, რა­საც მე და სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ვე­უბ­ნე­ბით. რო­დე­საც მე ვაძ­ლევ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ის იღებს მათ. იდეა, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის მო­წი­ნა­აღ­მდგე­ე­ბი ვართ, არა­ვის წა­ად­გე­ბა. ჩვენ უფრო დიდი პრობ­ლე­მა გვაქვს, ვიდ­რე უთან­ხმო­ე­ბაა“, - ამ­ბობს ფა­უ­ჩი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
18

მაგარი კაცია, მაგარია პრეზიდენტი ტრამპიც. ტრამპი ცდილობს ქვეყანაში დააბრუნოს ღმერთის სიყვარული და ჭეშმარიტი ღირებულებები, მავნე, ნეოლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ. იმედია ტრამპი გაიმარჯვებს.

თემო
4

ჩვენი ჯობს ! :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ექიმი ფაუჩი, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან - გაიცანით "აშშ-ს ამირან გამყრელიძე"

ექიმი ფაუჩი, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან - გაიცანით "აშშ-ს ამირან გამყრელიძე"

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ექიმ ენტონი ფაუჩის ხმა აშშ-ში დღეს ყველაზე სანდო ხმად მიიჩნევა. მის რჩევებს საზოგადოების დიდი ნაწილი ითვალისწინებს. კორონავირუსთან ბრძოლის დროს, მისი განცხადებები ადამიანებს ფაქტებისა და ყალბი ინფორმაციის გამიჯვნაში ეხმარება.

თუ ექიმი ენტონი ფაუჩი იტყვის, ეს ნიშნავს, რომ სანდოა, ნიშნავს, რომ მას უნდა დაუჯერო, მისი რეკომენდაციები გაითვალისწინო.

საზოგადოებაში ვირუსებით გამოწვეული შიში და დაბნეულობა ფაუჩისთვის ახალი არ არის - 30 წელზე მეტია იბრძვის HIV ინფექციის, სარსის, მერსის, ებოლასა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

ფაუჩი აშშ-ში დაახლოებით იმავე უწყებას ხელმძღვანელობს, რასაც ამირან გამყრელიძე საქართველოში - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. თუმცა, მისი პერსონა საქართველოში კორონავირუსთან მებრძოლ კიდევ ერთ მედიკოსს - თენგიზ ცერცვაძესაც მოგაგონებთ.

ფაუჩი მოქალაქეებს ესაუბრება მარტივი და გასაგები ენით, სამედიცინო ინფორმაციას არასამედიცინო ლექსიკით აცნობს.

აშშ-ის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი და ქვეყნის მთავარი ექიმი 79 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19-ით ინფიცირების რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ასაკისა, ამ რთულ პერიოდში დღე და ღამე მუშაობს და მხოლოდ რამდენიმე საათი სძინავს.

საათების განმავლობაში ესაუბრება ტელევიზიებს, ახალი ამბების სააგენტოებს, აქვს ჩართვები ინტერნეტში და საზოგადოებას COVID-19-ზე დაუღალავად აწვდის ინფორმაციას. ამასთან ერთად, ახერხებს იცხოვროს ჯანსაღად, ყოველთვის ვარჯიშობს და დროს გამამხნევებელი სირბილისთვისაც პოულობს.

ფაუჩი კორონავირუსის პანდემიის დროს ტრამპის ადმინისტრაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. მისი მონაწილეობის გარეშე პრეზიდენტი ბრიფინგებს კორონავირუსთან დაკავშირებით იშვიათად მართავს. ასე იმიტომ ხდება, რომ ექიმი ამერიკაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს და როგორც "ალ ჯაზირა“ წერს, ამას ბოლო კვლევებიც ადასტურებს.

ფაუჩი ბრუკლინში, ნიუ-იორკში შობის ღამეს, 1940 წელს, იტალიურ-ამერიკულ ოჯახში დაიბადა.

ის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 1984 წლიდან მუშაობს. ენტონი ფაუჩი ახლა ტრამპის ადმინისტრაციის კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფში მთავარი ადამიანია.

ფაუჩი მსოფლიოში აღიარებულია როგორც ინფექციური დაავადებების ექსპერტი. რონალდ რეიგანის შემდეგ, ის აშშ-ის ყველა პრეზიდენტის მრჩეველი იყო. დიდი წვლილი აქვს შეტანილი HIV ინფექციის კვლევაში.

  • ექიმ ფაუჩის ადრეული ცხოვრება

ფაუჩის მამას კოლუმბიის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და ფარმაცევტი იყო. პატარა ენტონი მუდმივად რეცეპტებსა და წამლების შემადგენლობას ეცნობოდა. ფაუჩის ბებია და ბაბუა - ანტონინო ფაუჩი და კალოგერა გუარდინო იტალიიდან, სიცილიის რეგიონიდან იყვნენ. მისი წინაპრები მე-19 საუკუნის მიწურულს იტალიიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ენტონი ფაუჩი კათოლიკეა.

მან მანჰეტენზე „რეჯის ჰაი სქული“ დაამთავრა და სკოლაში კალათბურთის გუნდის კაპიტანიც კი იყო. სკოლის შემდეგ სწავლა Holly Cross-ის კოლეჯში გააგრძელა, რომელიც 1962 წელს დაამთავრა და ხელოვნების ბაკალავრის სტატუსი მიიღო. ამის შემდეგ ფაუჩი ამერიკის კვლევითი უნივერსიტეტის, კორნელის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში იწყებს სწავლას, სადაც 1966 წელს მედიცინის დოქტორის სტატუსი მიიღო. გაიარა სტაჟირება, მუშაობდა კორნელის სამედიცინო ცენტრში.

1968 წელს ფაუჩი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს შეუერთდა და 1974 წელს კლინიკური ფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, 1980 წელს იმუნორეგულაციის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში, ხოლო 1984 წლიდან ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელია.

ექიმ ფაუჩს ამერიკისა და მსოფლიოს 30 უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება აქვს.

  • ექიმის ოჯახი

ფაუჩი ბიოეთიკოსსა და მედდაზე, კრისტინ გრედიზეა დაქორწინებული. მათ ერთმანეთი პაციენტის მკურნალობის დროს გაიცნეს. კრისტინი ჯანდაცვის კლინიკური ცენტრის ეროვნულ ინსტიტუტში ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს - ჯენიფერი, მეგანი და ელისონი.

ფაუჩი ცოლთან და შვილებთან ერთად - ფოტო წლების წინ არის გადაღებული
  • ურთიერთობა პრეზიდენტ ტრამპთან

ფაუჩი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია იდგეს ტრამპის გვერდით და პრეზიდენტის იდეებს საჯაროდ შეეწინააღმდეგოს. მაგალითად, მას ჟურნალისტებმა სთხოვეს, რომ ტრამპის იმ განცხადებასთან დაკავშირებით გაეკეთებინა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი მალარიის საწინააღმდეგო წამალს კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდაციას უწევდა.

"არის თუ არა წამალი იმედისმომცემი?“ - ჰკითხეს აშშ-ის მთავარ ექიმს.

ფაუჩმა, რომელიც ამ დროს ტრამპის გვერდით იდგა, თქვა: "პასუხი არის, არა... მტკიცებულებები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ანეკდოტურია. მე ვემსახურებოდი 6 პრეზიდენტს და არასოდეს გამიკეთებია განცხადება და არ გამიცია რეკომენდაციები მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე".

ის ყოველთვის ღიად ამბობს იმას, რაც არ მოსწონს. მაგალითად, CNN-ის ეთერში 12 აპრილს თქვა: "ადრე რომ დაგვეწყო სოციალური დისტანცირება, ადმინისტრაციას გამოეცა ბრძანება სახლში დარჩენის შესახებ, შესაძლოა, მეტი სიცოცხლე გადაგვერჩინა“.

ამის პასუხად კი ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: "უკაცრავად ყალბ ამბებთან, მე ჩინეთში მიმოსვლა დიდი ხნის წინ ავკრძალე, ყველაფერი ფირზეა".

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ტრაპსა და ფაუჩის შორის უთანხმოებაზე დაიწყეს ლაპარაკი, პრეზიდენტმა აღნიშნული პოსტი წაშალა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჰოგან გიდლიმ კი განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი ხდება.

"ექიმი ფაუჩი პრეზიდენტ ტრამპის სანდო მრჩეველია“, - ამბობდა გიდლი. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ფაუჩიმაც. მან თქვა, რომ ზოგიერთ საკითხზე ისინი ვერ თანხმდებიან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

"პრეზიდენტი ისმენს იმას, რასაც მე და სამუშაო ჯგუფის წევრები ვეუბნებით. როდესაც მე ვაძლევ რეკომენდაციებს, ის იღებს მათ. იდეა, რომ ჩვენ ერთმანეთის მოწინააღმდგეები ვართ, არავის წაადგება. ჩვენ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს, ვიდრე უთანხმოებაა“, - ამბობს ფაუჩი.

ფოტოები კალიფორნიიდან, სადაც მასიურ ტყის ხანძარს ებრძვიან - 8 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია

"ზოგჯერ მინდოდა, რომ მკვდარი ვყოფილიყავი" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ყველაზე დიდხანს, 141 დღე ებრძოდა კორონავირუსს

2-თვიანი კოსმოსური ვოიაჟის შემდეგ, მასკის ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა - გაიცანით  ასტრონავტები, რომლებმაც ისტორიული მისია შეასრულეს