ავტორი:

თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“,  ჟურნალ „გზასთან“ ერთად, უკვე ხელმისაწვდომია

თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“,  ჟურნალ „გზასთან“ ერთად, უკვე ხელმისაწვდომია

თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად უკვე გამოვიდა.

„აღიარება ხელისგულზე“ არის ჩემეული პროტესტი 21-ე საუკუნის მიმართ და იმ მანკიერებათა მიუღებლობა, რომელიც საზოგადოებაში სენივით გავრცელდა. მორალისა და პროფესიის ჭიდილი... კითხვებზე პასუხი: სად გადის ზღვარი პროფესიონალიზმსა და ამორალურობას შორის, როდის ვემსახურებით ჩვენს საქმეს და როდის ვიყენებთ საქმიანობას პირადი ინტერესებისთვის“, - მწერალი, თათული ღვინიანიძე.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“ და ქართველი ავტორები გაერთიანდნენ, რათა პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული წიგნები მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. მათგან პირველია „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული რომანი „აღიარება ხელისგულზე“, რომლის შეძენაც, ჟურნალთან ერთად, დღეიდან უკვე შესაძლებელია.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ფასი, რათა მკითხველისთვის ეს წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო: „გვიხარია, რომ ავტორებთან შეთანხმებითა და მათი მხარდაჭერით, ეს გამოგვივიდა და მკითხველი წიგნების შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებს“, - ამბობს ანანო თავხელიძე, გამომცემლობის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი.

წიგნის სპეციალური ფასია - 8,50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი

ელვამარკეტების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ წიგნი

მარკეტების მისამართები, სადაც პრესასთან ერთად, წიგნის შეძენას შეძლებთ

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეერთე თავი)

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ ხმის მიცემა დაიწყო

გახსოვს, ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს  ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან...