პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია, საქართველოში დონორები ჭირს" - რატომ უწოდებენ IV ჯგუფს "ქრისტეს სისხლს" და რა მითები უკავშირდება მას
"ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია, საქართველოში დონორები ჭირს" - რატომ უწოდებენ IV ჯგუფს "ქრისტეს სისხლს" და რა მითები უკავშირდება მას

ადა­მი­ა­ნის სის­ხლის 4 ჯგუ­ფი არ­სე­ბობს - I, II, III, IV. სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ეს ჯგუ­ფი არ იც­ვლე­ბა. სის­ხლის და­კარ­გვი­სას მი­ღე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთი და იმა­ვე ჯგუ­ფის სის­ხლის გა­დას­ხმა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა, ოღონდ, მსგავ­სი რე­ზუს-ფაქ­ტო­რი­ა­ნი სის­ხლის გა­მო­ყე­ნე­ბაც.

რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ ოთხი ჯგუ­ფის სის­ხლი­დან ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი მე­ო­თხეა. ამ იშ­ვი­ა­თო­ბის გამო, თურ­მე, ხალ­ხში მას სა­მე­ფო სის­ხლსაც უწო­დე­ბენ...

თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც სწო­რედ მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლი აქვს. ლია გე­ლი­აშ­ვი­ლი ზო­დე­ლა­ვას ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლავთ. გვე­უბ­ნე­ბა, რომ მისი სის­ხლის ჯგუ­ფის მქო­ნე ადა­მი­ან­თა რი­ცხვი ცო­ტაა:

„ოჯახ­ში მხო­ლოდ მე მაქვს მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლი, ის არც დე­დას და არც მა­მას ჰქო­ნია. ჩემი სის­ხლი ჩემს შვი­ლებ­საც კი არ გა­მოჰ­ყვათ.

ბევ­რს ვე­რა­ფერს გე­ტყვით ამ ჯგუ­ფის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ასე ვიცი, რომ მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლს ქრის­ტეს სის­ხლს, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდას და იშ­ვი­ათს ეძა­ხი­ან...

სულ მინ­დო­და დო­ნო­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში „ბე ჰე­პა­ტი­ტი“ მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი და რამ­დენ­ჯე­რაც ამის სურ­ვი­ლი გა­მოვ­თქვი, სპე­ცი­ა­ლი­ტე­ბის­გან იმ­დენ­ჯერ უარი მი­ვი­ღე“.

ნა­ტა­ლია კვან­ტა­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სის­ხლის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა სრე­სე­ლიც მა­თი­ვე ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გვი­დას­ტუ­რებს, რომ სის­ხლის მე­ო­თხე ჯგუ­ფი მარ­თლაც იშ­ვი­ა­თია - „ჩვე­ნი ყვე­ლა დო­ნო­რის სის­ხლის ჯგუ­ფი, რე­ზუ­სი გან­სა­ზღვრუ­ლი და აღ­რი­ცხუ­ლია. გე­ტყვით, რომ ჩვენ­თან ამ ჯგუ­ფის დო­ნორ­თა დე­ნა­დო­ბა დიდი არ არის და არც სტა­ცი­ო­ნა­რე­ბი­და­ნაა ამ სის­ხლზე დი­დად მო­თხოვ­ნა. სტა­ცი­ო­ნა­რებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გვაქვს და­დე­ბუ­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბი­სას, გარ­კვე­უ­ლი სის­ხლის ჯგუ­ფის მი­ხედ­ვით, სის­ხლის მა­რა­გის შექ­მნა ხდე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვამ­ბობ, რომ მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლი მარ­თლაც იშ­ვი­ა­თო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა, ხოლო თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს მის იშ­ვი­ა­თო­ბას, ამა­ზე პა­სუ­ხი თით­ქმის არ არ­სე­ბობს - „ეს ჯგუ­ფი ნამ­დვი­ლად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია... სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი რა ჯგუ­ფის სის­ხლი­თაც იბა­დე­ბა, იმ ჯგუ­ფით კვდე­ბა... ჩემი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყუ­რა­დღე­ბა ხში­რად იმას მი­უქ­ცე­ვია, რომ - მეგ­რელ დო­ნო­რებს უმე­ტე­სად პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი აქვთ ხოლ­მე, მაგ­რამ ეს ცხა­დია, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა მეგ­რელს პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი აქვს. მათ­ში სხვა და­ნარ­ჩე­ნი ჯგუ­ფე­ბიც ფიქ­სირ­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნებს სის­ხლის ჯგუ­ფობ­რი­ო­ბა გე­ნე­ტი­კუ­რად, შთა­მო­მავ­ლო­ბით გად­მო­ე­ცე­მათ - დე­დის და მა­მის მხრი­დან... რაც შე­ე­ხე­ბა რე­ზუსს, უარ­ყო­ფითს და­დე­ბი­თი ჭარ­ბობს, ისე კი, მე­ო­რე და­დე­ბი­თი სის­ხლი ჩვენ­ში უფრო მეტს აქვს“, - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

- სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვევ­ში, მე­ო­თხე ჯგუფს მე­ო­თხეს გარ­და, კი­დევ რო­მე­ლი ჯგუ­ფი აწ­ვდის სის­ხლს?

- ადრე პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი ეს­ხმე­ბო­და სხვა და­ნარ­ჩენს, მაგ­რამ ახლა თუ სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბა არ არის, ჯო­ბია, ჯგუ­ფი ჯგუფ­ზე წა­ვი­დეს. დიდი პრო­ცენ­ტით სა­სურ­ვე­ლია, რომ მე­ო­თხეს მე­ო­თხე გა­და­ეს­ხას. ხოლო თუ გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა და იმ წუთ­ში არ არის სხვა ჯგუ­ფის სის­ხლი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა, პირ­ვე­ლი უარ­ყო­ფი­თი გა­და­ეს­ხას.

- მე­ო­თხე ჯგუ­ფის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ხომ არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან?

- არა, სის­ხლის ჯგუ­ფობ­რი­ო­ბა რა­ი­მე პა­თო­ლო­გი­ის გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის. ნე­ბის­მი­ე­რი ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. ისე არ არის, რომ რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის სის­ხლი იცავს, ან პი­რი­ქით, რა­ი­მე ტი­პის პა­თო­ლო­გი­ის წარ­მოქ­მნას უბიძ­გებს.

- არ­სე­ბობს, მო­საზ­რე­ბა - თით­ქოს პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი „ცის­ფერ სის­ხლად“ მი­იჩ­ნე­ვა. ამა­ში რას გუ­ლის­ხმო­ბენ?

- ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით... ისე, პირ­ველ ჯგუფს არი­ულს ეძა­ხი­ან და ამას უმე­ტე­სად მეგ­რე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რო­გორც ჩანს, ასე უნ­დათ, რომ იყოს. სა­ერ­თოდ კი, ნე­ბის­მი­ე­რი ჯგუ­ფის სის­ხლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი კუ­თხის და წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ანს.

- მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლს „სა­მე­ფო სის­ხლს“ უწო­დე­ბენ - ბაგ­რა­ტი­ო­ნებს ჰქონ­და­თო...

- ამა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტმა პა­სუ­ხი რომ გაგ­ცეთ და ეს სა­კი­თხი შე­ვა­ფა­სოთ, მა­შინ ხელთ უნდა გვქონ­დეს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ხა­ზის სის­ხლის ჯგუ­ფობ­რი­ო­ბა. ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი­დან ვინც ამ ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლია, მათ რა ვუ­ყოთ?! ისე კი, ახ­ლან­დე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ბაგ­რა­ტი­ო­ნო­ბა­ში ცოტა ეჭვი კი მე­პა­რე­ბა.

ჩემ­თვის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლად ის ით­ვლე­ბა, ვი­საც ნორ­მა­ლუ­რი, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი აქვს. სის­ხლის მი­ხედ­ვით გარ­კვე­უ­ლი რან­გე­ბის მი­წე­ბე­ბის არ მჯე­რა და არც მომ­წონს.

- მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­თის ნა­წი­ლია...

- ასე გა­მო­დის... თუ ვინ­მეს ხელი მი­უწ­ვდე­ბა და ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, უმ­ჯო­ბე­სია, გა­ვარ­კვი­ოთ, და­ვად­გი­ნოთ ჩვე­ნი წმინ­და­ნე­ბი, მე­ფე­ე­ბი, სა­ხე­ლო­ვა­ნი მოღ­ვა­წე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, ილია, ვაჟა, აკა­კი, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი რა ჯგუ­ფის სის­ხლი­სა­ნი იყ­ვნენ. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც მარ­თლა ღვაწ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე. მათი სის­ხლის ჯგუ­ფის შე­სა­ხებ თუ სად­მე რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ვი­პო­ვებთ, აი, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ანა­ლი­ზიც გა­ვა­კე­თოთ.

სა­უ­ბარს ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლოგ­თან, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­თან, ნინო შა­რა­შე­ნი­ძეს­თან ვაგ­რძე­ლებთ:

„ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი მე­ტა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მი­იჩ­ნე­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მე­ო­რე ჯგუ­ფის სის­ხლი გვხვდე­ბა, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია პირ­ვე­ლი და კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი - მე­სა­მე და მე­ო­თხე. მე­ო­თხე ჯგუ­ფი აერ­თი­ა­ნებს ანტი A-ს და ანტი B-ს, ანუ მე­ო­რე და მე­სა­მე ჯგუ­ფის ან­ტის­ხე­უ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლი იშ­ვი­ა­თია.

ამ ჯგუ­ფის სის­ხლის­თვის ადრე უნი­ვერ­სა­ლურ დო­ნო­რად პირ­ვე­ლი უარ­ყო­ფი­თი სის­ხლი ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ უკვე მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წე­ლია, აღ­მოჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ ჯგუ­ფი და რე­ზუ­სი არ არის ერ­თდერ­თი გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რი - უამ­რა­ვი ქვე­ტი­პია. ამ­დე­ნად, მი­იჩ­ნე­ვა, რომ ყვე­ლა კონ­კრე­ტულ ჯგუფს მისი შე­სა­ტყვი­სი სის­ხლი უნდა გა­და­ეს­ხას...

რო­დე­საც ჩვენ­თან მე­ო­თხე ჯგუ­ფის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი ხვდე­ბი­ან, რო­მელ­თაც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, მათ­თვის შე­და­რე­ბით გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლის მო­ძი­ე­ბა, რად­გა­ნაც დო­ნო­რე­ბი ჭირს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ჯგუ­ფის მქო­ნე­ნი ცო­ტა­ნი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად ამი­ტო­მაც არის ამ შემ­თხვე­ვა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტად გარ­თუ­ლე­ბუ­ლი. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლის­თვის მე­ო­რე ჯგუ­ფის სის­ხლი გა­და­უს­ხამთ (მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლი მე­ო­რე ჯგუ­ფის რა­ღაც გარ­კვე­ულ ნა­წილს შე­ი­ცავს), ოღონდ, ფა­ქი­ზი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბია შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ ისე არ გა­ი­გოთ, რომ რად­გან იშ­ვი­ა­თი სის­ხლის ჯგუ­ფია და დე­ფი­ცი­ტუ­რიც, პა­ცი­ენ­ტი სის­ხლის გა­დას­ხმის გა­რე­შე რჩე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი და კი­თხვა­ზე - ამ ჯგუ­ფის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში რა­ი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ასე გვპა­სუ­ხობს: „ქარ­თულ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლი ძა­ლი­ან ცოტა კი არის, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებ­ში რა­ი­მე გე­ნე­ტი­კუ­რი, ვთქვათ, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ პა­სუხ­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი დი­დად არ ვარ, რად­გა­ნაც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სრუ­ლად ხელი არ მი­მიწ­ვდე­ბა, მაგ­რამ ჩემი ექი­მო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი მე­ო­თხე ჯგუ­ფი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი მი­ნა­ხავს, რო­მელ­თა ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი და ინ­ტე­ლექ­ტი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი ყო­ფი­ლა სხვა პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე პა­ცი­ენტზე", - დას­ძენს ნინო შა­რა­შე­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლი გვჭირდება თუ ვინმეს შეგიხლიათ დაგვეხმატეთ

ნათია
0

მეოთხე ჯგუფის სისხლი გვჭირდება და თუ შეგიძლიად დახმარება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია, საქართველოში დონორები ჭირს" - რატომ უწოდებენ IV ჯგუფს "ქრისტეს სისხლს" და რა მითები უკავშირდება მას

"ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია, საქართველოში დონორები ჭირს" - რატომ უწოდებენ IV ჯგუფს "ქრისტეს სისხლს" და რა მითები უკავშირდება მას

ადამიანის სისხლის 4 ჯგუფი არსებობს - I, II, III, IV. სიცოცხლის მანძილზე ეს ჯგუფი არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთი და იმავე ჯგუფის სისხლის გადასხმა, თუმცა შესაძლებელია სხვა, ოღონდ, მსგავსი რეზუს-ფაქტორიანი სისხლის გამოყენებაც.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ოთხი ჯგუფის სისხლიდან ყველაზე იშვიათი მეოთხეა. ამ იშვიათობის გამო, თურმე, ხალხში მას სამეფო სისხლსაც უწოდებენ...

თემაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ ქალბატონი, რომელსაც სწორედ მეოთხე ჯგუფის სისხლი აქვს. ლია გელიაშვილი ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ. გვეუბნება, რომ მისი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანთა რიცხვი ცოტაა:

„ოჯახში მხოლოდ მე მაქვს მეოთხე ჯგუფის სისხლი, ის არც დედას და არც მამას ჰქონია. ჩემი სისხლი ჩემს შვილებსაც კი არ გამოჰყვათ.

ბევრს ვერაფერს გეტყვით ამ ჯგუფის შესახებ, მაგრამ ასე ვიცი, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლს ქრისტეს სისხლს, ყველაზე ახალგაზრდას და იშვიათს ეძახიან...

სულ მინდოდა დონორი ვყოფილიყავი, მაგრამ ბავშვობაში „ბე ჰეპატიტი“ მაქვს გადატანილი და რამდენჯერაც ამის სურვილი გამოვთქვი, სპეციალიტებისგან იმდენჯერ უარი მივიღე“.

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის დირექტორი მარინა სრესელიც მათივე ცენტრში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გვიდასტურებს, რომ სისხლის მეოთხე ჯგუფი მართლაც იშვიათია - „ჩვენი ყველა დონორის სისხლის ჯგუფი, რეზუსი განსაზღვრული და აღრიცხულია. გეტყვით, რომ ჩვენთან ამ ჯგუფის დონორთა დენადობა დიდი არ არის და არც სტაციონარებიდანაა ამ სისხლზე დიდად მოთხოვნა. სტაციონარებთან ხელშეკრულებები გვაქვს დადებული და საჭიროებისას, გარკვეული სისხლის ჯგუფის მიხედვით, სისხლის მარაგის შექმნა ხდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლი მართლაც იშვიათობაა“, - აღნიშნავს ქალბატონი მარინა, ხოლო თუ რა განაპირობებს მის იშვიათობას, ამაზე პასუხი თითქმის არ არსებობს - „ეს ჯგუფი ნამდვილად ინდივიდუალურია... საერთოდ, ადამიანი რა ჯგუფის სისხლითაც იბადება, იმ ჯგუფით კვდება... ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყურადღება ხშირად იმას მიუქცევია, რომ - მეგრელ დონორებს უმეტესად პირველი დადებითი აქვთ ხოლმე, მაგრამ ეს ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მეგრელს პირველი დადებითი აქვს. მათში სხვა დანარჩენი ჯგუფებიც ფიქსირდება.

ადამიანებს სისხლის ჯგუფობრიობა გენეტიკურად, შთამომავლობით გადმოეცემათ - დედის და მამის მხრიდან... რაც შეეხება რეზუსს, უარყოფითს დადებითი ჭარბობს, ისე კი, მეორე დადებითი სისხლი ჩვენში უფრო მეტს აქვს“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

- საჭიროების შემთხვევში, მეოთხე ჯგუფს მეოთხეს გარდა, კიდევ რომელი ჯგუფი აწვდის სისხლს?

- ადრე პირველი ჯგუფის სისხლი ესხმებოდა სხვა დანარჩენს, მაგრამ ახლა თუ სასიცოცხლო ჩვენება არ არის, ჯობია, ჯგუფი ჯგუფზე წავიდეს. დიდი პროცენტით სასურველია, რომ მეოთხეს მეოთხე გადაესხას. ხოლო თუ გამოუვალი მდგომარეობაა და იმ წუთში არ არის სხვა ჯგუფის სისხლი, მაშინ შეიძლება, პირველი უარყოფითი გადაესხას.

- მეოთხე ჯგუფის მქონე ადამიანები რაიმე ქრონიკული დაავადებებით ხომ არ გამოირჩევიან?

- არა, სისხლის ჯგუფობრიობა რაიმე პათოლოგიის განმსაზღვრელი არ არის. ნებისმიერი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ამა თუ იმ დაავადების მატარებელი. ისე არ არის, რომ რომელიმე ჯგუფის სისხლი იცავს, ან პირიქით, რაიმე ტიპის პათოლოგიის წარმოქმნას უბიძგებს.

- არსებობს, მოსაზრება - თითქოს პირველი ჯგუფის სისხლი „ცისფერ სისხლად“ მიიჩნევა. ამაში რას გულისხმობენ?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით... ისე, პირველ ჯგუფს არიულს ეძახიან და ამას უმეტესად მეგრელები ამბობენ ხოლმე, როგორც ჩანს, ასე უნდათ, რომ იყოს. საერთოდ კი, ნებისმიერი ჯგუფის სისხლი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი კუთხის და წარმომავლობის ადამიანს.

- მეოთხე ჯგუფის სისხლს „სამეფო სისხლს“ უწოდებენ - ბაგრატიონებს ჰქონდათო...

- ამაზე სპეციალისტმა პასუხი რომ გაგცეთ და ეს საკითხი შევაფასოთ, მაშინ ხელთ უნდა გვქონდეს ბაგრატიონების ხაზის სისხლის ჯგუფობრიობა. ბაგრატიონებიდან ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, მათ რა ვუყოთ?! ისე კი, ახლანდელი ბაგრატიონების ბაგრატიონობაში ცოტა ეჭვი კი მეპარება.

ჩემთვის მაღალი რანგის წარმომადგენლად ის ითვლება, ვისაც ნორმალური, ლოგიკური აზროვნების უნარი აქვს. სისხლის მიხედვით გარკვეული რანგების მიწებების არ მჯერა და არც მომწონს.

- მოკლედ, ეს ყველაფერი მითის ნაწილია...

- ასე გამოდის... თუ ვინმეს ხელი მიუწვდება და ეს შესაძლებელია, უმჯობესია, გავარკვიოთ, დავადგინოთ ჩვენი წმინდანები, მეფეები, სახელოვანი მოღვაწეები, მაგალითად, ილია, ვაჟა, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი რა ჯგუფის სისხლისანი იყვნენ. ის ადამიანები, ვისაც მართლა ღვაწლი აქვს საქართველოს წინაშე. მათი სისხლის ჯგუფის შესახებ თუ სადმე რაიმე ინფორმაციას მოვიპოვებთ, აი, შემდეგ შეიძლება, გარკვეული ანალიზიც გავაკეთოთ.

საუბარს ონკოჰემატოლოგთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, ნინო შარაშენიძესთან ვაგრძელებთ:

„ამა თუ იმ ქვეყანაში რაღაც კონკრეტული ჯგუფის სისხლი მეტადაა გავრცელებული. მიიჩნევა, რომ საქართველოში პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობით მეორე ჯგუფის სისხლი გვხვდება, შედარებით ნაკლებია პირველი და კიდევ უფრო ნაკლები - მესამე და მეოთხე. მეოთხე ჯგუფი აერთიანებს ანტი A-ს და ანტი B-ს, ანუ მეორე და მესამე ჯგუფის ანტისხეულებს. შესაბამისად, მეოთხე ჯგუფის სისხლი იშვიათია.

ამ ჯგუფის სისხლისთვის ადრე უნივერსალურ დონორად პირველი უარყოფითი სისხლი ითვლებოდა, მაგრამ უკვე მრავალი ათეული წელია, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჯგუფი და რეზუსი არ არის ერთდერთი განმსაზღვრელი ფაქტორი - უამრავი ქვეტიპია. ამდენად, მიიჩნევა, რომ ყველა კონკრეტულ ჯგუფს მისი შესატყვისი სისხლი უნდა გადაესხას...

როდესაც ჩვენთან მეოთხე ჯგუფის მქონე პაციენტები ხვდებიან, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მათთვის შედარებით გაძნელებულია მეოთხე ჯგუფის სისხლის მოძიება, რადგანაც დონორები ჭირს. საქართველოში ამ ჯგუფის მქონენი ცოტანი არიან. შესაბამისად ამიტომაც არის ამ შემთხვევაში მდგომარეობა მეტად გართულებული. ყოფილა შემთხვევები, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლისთვის მეორე ჯგუფის სისხლი გადაუსხამთ (მეოთხე ჯგუფის სისხლი მეორე ჯგუფის რაღაც გარკვეულ ნაწილს შეიცავს), ოღონდ, ფაქიზი ლაბორატორიული კვლევებია შესასრულებელი. მაგრამ ისე არ გაიგოთ, რომ რადგან იშვიათი სისხლის ჯგუფია და დეფიციტურიც, პაციენტი სისხლის გადასხმის გარეშე რჩება,“ - აღნიშნავს ონკოჰემატოლოგი და კითხვაზე - ამ ჯგუფის მქონე ადამიანებში რაიმე ნევროლოგიური პრობლემები ხომ არ შეინიშნება, ასე გვპასუხობს: „ქართულ პოპულაციაში მეოთხე ჯგუფის სისხლი ძალიან ცოტა კი არის, მაგრამ ამ ადამიანებში რაიმე გენეტიკური, ვთქვათ, ნევროლოგიური პრობლემები არ შეინიშნება. მაინცდამაინც ამ პასუხში უფლებამოსილი დიდად არ ვარ, რადგანაც ამ ინფორმაციაზე სრულად ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ ჩემი ექიმობის განმავლობაში უამრავი მეოთხე ჯგუფიანი პაციენტი მინახავს, რომელთა ნევროლოგიური სტატუსი და ინტელექტი გაცილებით მაღალი ყოფილა სხვა პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტზე", - დასძენს ნინო შარაშენიძე.