კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებო და­ვი­ნა­ხე, ხურ­დებს ით­ვლი­და, რომ პური და კა­რა­ქი ეყი­და..." - პანდემიის გამო ულუკმაპუროდ დარჩენილები და მოხალისეები მათ დასახმარებლად
"ბებო და­ვი­ნა­ხე, ხურ­დებს ით­ვლი­და, რომ პური და კა­რა­ქი ეყი­და..." - პანდემიის გამო ულუკმაპუროდ დარჩენილები და მოხალისეები მათ დასახმარებლად

"პრო­დუქ­ტის სა­ყიდ­ლად წა­ვე­დი, მინ­დო­და, მა­რა­გი მქო­ნო­და, მერე ფული აღარ მექ­ნე­ბო­და. კა­ლა­თით სა­ლა­როს­თან ვი­დე­ქი და ნაც­ნო­ბი ბებო და­ვი­ნა­ხე, ხურ­დებს ით­ვლი­და, ერთი პური და კა­რა­ქი რომ ეყი­და...

მე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან ვარ და ეს ბებო ერთ დროს დე­და­ჩემს ეხ­მა­რე­ბო­და - ყო­ველ­დღე რძე მოჰ­ქონ­და ჩემი პა­ტა­რა ძმის­თვის. სინ­დის­მა შე­მა­წუ­ხა, მა­ღა­ზი­ი­დან გა­ვე­დი, ბე­ბოს და­ვე­წიე და პარ­კე­ბი მი­ვე­ცი. მიც­ნო, უარს ამ­ბობ­და, ბავ­შვებს წა­უ­ღეო, მე მა­ინც და­ვუ­ტო­ვე.

სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, ბავ­შვე­ბი ხე­ლებ­ში მი­ყუ­რებ­დნენ... მო­ვა­ტყუე, ფული დავ­კარ­გე-მეთ­ქი. ერთი კვი­რის სამ­ყო­ფი მქონ­და რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი... და დღეს როცა ვფიქ­რობ­დი, სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბამ­დე რო­გორ­მე გაგ­ვეძ­ლო, და­მი­რე­კა კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა - ქალ­ბა­ტო­ნო, თქვენ­თან პრო­დუქ­ტი მოგ­ვაქ­ვსო. და­ვი­ბე­ნი, ხმა ჩა­მი­წყდა, არ ვი­ცო­დი რა მეთ­ქვა, ძლივს მო­ვა­ბი თავი, მი­სა­მარ­თი მეთ­ქვა...

დღეს დავ­რწმუნ­დი, რომ ღმერ­თი არ გაგ­ვწი­რავს! ის არას­დროს მტო­ვებს, ყო­ველ­თვის, როცა მი­ჭირს, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხით მევ­ლი­ნე­ბა და მეხ­მა­რე­ბა. დღეს მე ამ ადა­მი­ან­ში ღმერ­თი და­ვი­ნა­ხე" - ეს წე­რი­ლი 3 შვი­ლის დე­დამ გა­უგ­ზავ­ნა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ერ­თი­ა­ნო­ბას", რო­მე­ლიც COVID-19-ის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ზი­სით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად შე­იქ­მნა.

პლატ­ფორ­მა 1anoba.geნინო ზამ­ბა­ხი­ძემ, ვა­ლე­რი ჩე­ხე­რი­ამ და სან­დრო კან­დე­ლაკ­მა შექ­მნეს. პლატ­ფორ­მა­ზე რო­გორც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ისე შემ­წე­ო­ბის მთხოვ­ნე­ლე­ბი გა­დი­ან რე­გის­ტრა­ცი­ას, რის შემ­დე­გაც ფონ­დი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით დახ­მა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ჰყოფს. "1ანო­ბა" ერთ თვე­ში უკვე 2 750 ოჯახს და­ეხ­მა­რა.

მო­ხა­ლი­სე­ე­ბი დღის გეგ­მას ათან­ხმე­ბენ

AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტმა ერთი დღე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდთან ერ­თად გა­ა­ტა­რა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში სან­დრო კან­დე­ლაკ­თან ერ­თად ჩა­ერ­თო.

  • ზეთი, ხორ­ცი, კა­რა­ქი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი...

ყო­ველ დი­ლით, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სიის შე­მოწ­მე­ბა და დღის და­გეგ­მვაა, თუ რამ­დენ ოჯახს და სად მი­ე­წო­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, თბი­ლის­სა თუ რე­გი­ონ­ში. „ერ­თი­ა­ნო­ბა“ ცდი­ლობს, დახ­მა­რე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი რე­გი­ო­ნი მო­იც­ვას. დღეს პრო­დუქ­ტი კა­ხეთ­ში იგ­ზავ­ნე­ბა, ხვალ - დუ­შეთ­ში... როცა სა­უ­ბა­რი კონ­კრე­ტულ რა­ი­ონ­ზეა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ოჯა­ხებ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა დახ­მა­რე­ბა, გუ­ბერ­ნია იღებს. დახ­მა­რე­ბა უკვე მი­ე­წო­დათ ოჯა­ხებს კა­ხეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, სა­ჩხე­რე­ში, ხა­შურ­სა და ზეს­ტა­ფონ­ში...

"გვაქვს სია, რო­მელ­საც რი­გი­თო­ბის და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით მივ­ყვე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცებ­ზე, მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დებ­ზე, შშმ პი­რებ­სა და რისკ-ჯგუ­ფებ­ში შე­სულ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეა, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირთ გა­რეთ გა­მოს­ვლა", - მი­ამ­ბობს სან­დრო.

ამის შემ­დეგ სა­წყო­ბი­დან პრო­დუქ­ტის ჩატ­ვირ­თვა იწყე­ბა: ხილი, კარ­ტო­ფი­ლი, ზეთი, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, ქათ­მის ხორ­ცი, ჩაი, კა­რა­ქი, კვერ­ცხი და ა.შ. ასე­ვე, კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სა­წყობ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე მო­დი­ან. მათ უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ დამ­ცავ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას გა­დას­ცე­მენ - პირ­ბა­დე­ებს, ხელ­თათ­მა­ნებს, დამ­ცავ ფა­რებს. ხე­ლებს ყვე­ლა სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით იმუ­შა­ვებს. შემ­დეგ პრო­დუქტსა და პრე­პა­რა­ტებს ოჯა­ხებ­ში არი­გე­ბენ. სან­დრო კან­დე­ლა­კის თქმით, თი­თო­ე­უ­ლი მო­ხა­ლი­სე პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის კუ­თხი­თაა გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

  • ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ხა­ლი­სე

16 წლის ლაშა ფხო­ვე­ლიშ­ვილ­მა პლატ­ფორ­მის შე­სა­ხებ მე­გობ­რის­გან გა­ი­გო და ჩარ­თვის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა:

"ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ხა­ლი­სეა. პირ­ვე­ლად მე­გო­ბარს გა­მოვ­ყე­ვი და ასე ჩა­ვერ­თე. უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებ­თან მი­დი­ხარ, ეხ­მა­რე­ბი, ამით დიდ ემო­ცი­ას იღებ... მახ­სენ­დე­ბა, ერთ ქალს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­ხარ­და, იქაც მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­და და შემ­დე­გად დაგ­ვი­რე­კა, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­დაო... არც ისე­თი ბევ­რია, მაგ­რამ ეს დახ­მა­რე­ბა ისე­თი ხალ­ხის­თვი­საა ძა­ლი­ან სა­ჭი­რო, ვინც უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, მო­ხუ­ცია...“ - ამ­ბობს ლაშა.

სან­დრო კან­დე­ლა­კის თქმით, ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, დახ­მა­რე­ბა კი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით მი­ი­ღე­ბა.

"მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ამ პრო­ცეს­ში უდი­დეს როლს თა­მა­შო­ბენ, ისე­ვე, რო­გორც კომ­პა­ნი­ე­ბი - მათი დო­ნა­ცი­ის გა­რე­შე ამ საქ­მეს ძალა არ ექ­ნე­ბო­და, რად­გან ამის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა პრო­დუქ­ტე­ბით მო­მა­რა­გე­ბა. კომ­პა­ნი­ებ­მა მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სურ­ვი­ლი გა­მო­ი­ჩი­ნეს, დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ქვე­ყა­ნა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ან ფულს რი­ცხა­ვენ, ან პრო­დუქ­ტებს და მე­დი­კა­მენ­ტებს გზავ­ნი­ან, ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია, ისე­თი ფორ­მით ერ­თვე­ბა. მათ შო­რის ფერ­მე­რე­ბი, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში, გზავ­ნი­ან პრო­დუქ­ტებს, რათა ნო­ბათ­ში ჩავ­დოთ მო­ხუ­ცე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ადა­მი­ანს ლა­რიც კი გად­მო­უ­რი­ცხავს, მაგ­რამ ვი­ცით, რომ ზო­გის­თვის ეს ლა­რიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პლატ­ფორ­მა ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­მელ­თაც კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დის გამო სა­რე­ა­ლი­ზა­ციო არ­ხე­ბი შე­უ­ვიწ­როვ­დათ“, - ამ­ბობს „ერ­თი­ა­ნო­ბის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

ეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი კა­ხეთ­ში წა­ი­ღებს დახ­მა­რე­ბას

დღეს დახ­მა­რე­ბა სულ 49 ოჯახს მი­ე­წო­დე­ბა - კა­ხეთ­ში 30-ს, თბი­ლის­ში - 19-ს. მო­ხა­ლი­სე­ებ­მა, მათ შო­რის 16 წლის ლა­შამ, პრო­დუქ­ტე­ბი 17 ოჯახს უნდა და­უ­რი­გონ, სან­დრომ კი - ორს.

  • "კარ­გი ცხოვ­რე­ბა მქონ­და, შვი­ლო, მაგ­რამ დღეს აღა­რა­ფე­რი მაქვს"

გზა­ში სან­დრო კან­დე­ლა­კი მიყ­ვე­ბა, რომ საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყის­ში იმის და­ნახ­ვა, თუ რამ­დე­ნად ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო.

"მერე, როცა ხვდე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნებს ახა­რებ და ვი­ღა­ცის­თვის იმე­დი ხარ, გი­რე­კა­ვენ, ხვდე­ბი, რომ შენი საქ­მი­ა­ნო­ბით მათ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას ქმნი, ეს ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცია და­დე­ბით­ში გა­და­დის და მეტი მო­ტი­ვა­ცია გიჩ­ნდე­ბა. თა­ვი­დან დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ 5-10 ლო­კა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით, ახლა მათი რა­ო­დე­ნო­ბა 50-მდეა.

ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი გვაძ­ლევს იმის ძა­ლას, რომ ერ­თი­ა­ნო­ბის ვირ­წმუ­ნოთ. საკ­ვე­ბი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით დახ­მა­რე­ბის გარ­და, ადა­მი­ა­ნებს იმის იმედს ვაძ­ლევთ, რომ ძა­ლი­ან მალე ამ ყვე­ლა­ფერს და­ვა­მარ­ცხებთ, და და­ვა­მარ­ცხებთ ერ­თი­ა­ნო­ბით" - ამ­ბობს სან­დრო.

პირ­ვე­ლი, სა­დაც მივ­დი­ვართ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, 8-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხია. შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტებს გვარ­თმევს, სახ­ლში გვპა­ტი­ჟებს, სა­დაც ორი ხან­ში­შე­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნიც გვხვდე­ბა.

"ოღონდ არ ჩამ­წე­რო, და თუ გინ­და, ხელს მო­გი­წერ", - ამ­ბობს ერთ-ერთი. რთუ­ლია მიხ­ვედ­რა, რაზე აპი­რებს ხე­ლის მო­წე­რას. კა­მე­რის გა­მორ­თვის შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბარ­ზე თა­ნახ­მაა: "რა­ტომ დაგ­ვჭირ­და დახ­მა­რე­ბა? აი, ხომ ხე­დავ, შვი­ლო, თქმა გინ­და?" - მი­მი­თი­თებს ვიწ­რო ოთახ­ზე.

მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში ყვე­ლა უსამ­სა­ხუ­როდ და შე­სა­ბა­მი­სად, უშე­მო­სავ­ლოდ დარ­ჩა:

"მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბა არ შე­მე­ხე­ბა. მე და ჩემი შვი­ლი ბაზ­რო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დით, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. სა­ი­დან უნდა მო­ვი­ტა­ნო ის სა­ბუ­თე­ბი, ვის გა­მო­ვარ­თვა? არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს, არა­ფე­რი შე­მე­ხე­ბა“. რამ­დენ­ჯერ­მე იმე­ო­რებს - "ერთი სული მაქვს, გახ­სნან ყვე­ლა­ფე­რი... რომ და­მი­ძა­ხონ, ხვალ­ვე გა­ვალ სამ­სა­ხურ­ში".

გას­ვლი­სას მე­ო­რე ქალ­ბა­ტო­ნი მა­ჩე­რებს და მთხოვს, ჩა­ვი­წე­რო: „სახლ-კარი არ მაქვს, ბინა და ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გე, აქ შე­მოვ­სახ­ლდი. თუ რამე შე­იძ­ლე­ბა იყოს და­უც­ვე­ლე­ბის­თვის და მო­მეხ­მა­რე­ბა მთავ­რო­ბა, დიდი მად­ლო­ბა, თუ არა და... ძა­ლი­ან ვიწ­როდ არი­ან და არ ვიცი, სად წა­ვი­დე. კარ­გი ცხოვ­რე­ბა მქონ­და, შვი­ლო, მაგ­რამ დღეს აღა­რა­ფე­რი მაქვს“.

„ერ­თი­ა­ნო­ბა“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ღიაა. COVID-19-ის ეპი­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და „წი­თე­ლი ჯვრის“ საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ფონ­დი მათ მო­ხა­ლი­სე­ე­ბით ამა­რა­გებ­და. ის 112-თან და 144-თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობს. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წილს, სწო­რედ აქ აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას ფონ­დის შე­სა­ხებ. თუ უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე ამ ნომ­რებ­ზე რე­კავს, "ერ­თი­ა­ნო­ბა" მის­თვის გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას გა­მო­ყოფს.

შეგ­რო­ვი­ლი პრო­დუქ­ტი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ამ სა­წყობ­ში იყ­რის თავს და აქე­დან­ვე ნა­წილ­დე­ბა

არი­ან სხვე­ბიც, მა­გა­ლი­თად, მო­ხუ­ცე­ბი ან ვი­საც ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მა შე­ზღუ­დუ­ლი აქვს, რო­მელ­თაც „ერ­თი­ა­ნო­ბის“ პლატ­ფორ­მა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა არ შე­უძ­ლი­ათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ ფონ­დის ქოლ­ცენ­ტრი არე­გის­ტრი­რებს. სან­დრო კან­დე­ლა­კის თქმით, სა­ნამ ქოლ­ცენ­ტრი და­ი­წყებ­და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, მის პი­რად ტე­ლე­ფონ­ზე ერთ დღე­ში 380-მა ადა­მი­ან­მა და­რე­კა.

"თა­ვი­დან, მო­ხა­ლი­სე­ებს როცა ვაგ­რო­ვებ­დით, 75 წლის ლა­მა­რა ბე­ბომ დაგ­ვი­რე­კა. და­ახ­ლო­ე­ბით 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მეხ­ვე­წე­ბო­და, წა­მო­ვალ, „ჯან­ზე ვარ“, მე არა­ფე­რი მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ სურ­ვი­ლი მაქვს, ახალ­გაზ­რდებს და­გეხ­მა­რო­თო. ავუხ­სე­ნით, რა­ტო­მაც გა­ვერ­თი­ან­დით: რომ თქვენ სახ­ლში დარ­ჩეთ და ჩვენ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­გეხ­მა­როთ-მეთ­ქი. ეს ქალ­ბა­ტო­ნი პე­რი­ო­დუ­ლად ისევ გვი­რე­კავ­და, სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბით: მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თვის შე­მიძ­ლია სა­დი­ლი მო­ვამ­ზა­დო და გა­მო­გიგ­ზავ­ნო­თო და ა.შ" - ყვე­ბა სან­დრო.

მე­ო­რე, ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხიც, რო­მე­ლიც დღეს დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია. ოჯახ­ში მარ­ტო­ხე­ლა დედა და შშმ პირი ცხოვ­რობს. სა­დარ­ბა­ზოს­თან ახალ­გაზ­რდა ქალი გვხვდე­ბა. მისი თქმით, დახ­მა­რე­ბა ძი­რი­თა­დად, შშმ პი­რის გამო სჭირ­დე­ბათ.

უკა­ნა გზა­ზე „ერ­თი­ა­ნო­ბის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე ზარს იღებს.

"ალ­ბათ ამ დღე­ებ­ში ქუ­თა­ის­ში მო­მი­წევს წას­ვლა. მომ­წე­რე, რამ­დე­ნი ოჯა­ხია ხა­შურ­ში და­სახ­მა­რე­ბე­ლი და პრო­დუქ­ტებს წა­მო­ვი­ღებ“, - ეუბ­ნე­ბა თა­ნა­მო­სა­უბ­რეს და ჩვენ­თან აგ­რძე­ლებს სა­უ­ბარს: "ჩემი მე­გობ­რე­ბი თა­ვი­ან­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით ეხ­მა­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს. ზოგ­მა პატ­რო­ნა­ჟის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ რო­მე­ლი­მე ოჯახს მა­გა­ლი­თად, 1-2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა".

დღის გეგ­მა თით­ქოს, შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა ამ დროს იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ძეგ­ვში, ერთ-ერთ ოჯახ­ში ბავ­შვი შე­ე­ძი­ნათ და სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა. ასე­თი შემ­თხვე­ვა ბევ­რია, როცა მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გაგ­ზავ­ნა სა­ხელ­და­ხე­ლოდ არ ხერ­ხდე­ბა და "ერ­თი­ა­ნო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს თა­ვად უწევთ თბი­ლი­სის გა­რეთ დახ­მა­რე­ბის წა­ღე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სათავისოდ გაიგებს
0

ეს ი მ ა ს. არ წააკითხოთ

Qeti
0

სული გამითბა ამ ახალგაზრდების შემხედვარე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ბებო და­ვი­ნა­ხე, ხურ­დებს ით­ვლი­და, რომ პური და კა­რა­ქი ეყი­და..." - პანდემიის გამო ულუკმაპუროდ დარჩენილები და მოხალისეები მათ დასახმარებლად

"ბებო და­ვი­ნა­ხე, ხურ­დებს ით­ვლი­და, რომ პური და კა­რა­ქი ეყი­და..." - პანდემიის გამო ულუკმაპუროდ დარჩენილები და მოხალისეები მათ დასახმარებლად

"პროდუქტის საყიდლად წავედი, მინდოდა, მარაგი მქონოდა, მერე ფული აღარ მექნებოდა. კალათით სალაროსთან ვიდექი და ნაცნობი ბებო დავინახე, ხურდებს ითვლიდა, ერთი პური და კარაქი რომ ეყიდა...

მე მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ეს ბებო ერთ დროს დედაჩემს ეხმარებოდა - ყოველდღე რძე მოჰქონდა ჩემი პატარა ძმისთვის. სინდისმა შემაწუხა, მაღაზიიდან გავედი, ბებოს დავეწიე და პარკები მივეცი. მიცნო, უარს ამბობდა, ბავშვებს წაუღეო, მე მაინც დავუტოვე.

სახლში რომ დავბრუნდი, ბავშვები ხელებში მიყურებდნენ... მოვატყუე, ფული დავკარგე-მეთქი. ერთი კვირის სამყოფი მქონდა რაღაც-რაღაცები... და დღეს როცა ვფიქრობდი, სოციალურ დახმარებამდე როგორმე გაგვეძლო, დამირეკა კეთილმა ადამიანმა - ქალბატონო, თქვენთან პროდუქტი მოგვაქვსო. დავიბენი, ხმა ჩამიწყდა, არ ვიცოდი რა მეთქვა, ძლივს მოვაბი თავი, მისამართი მეთქვა...

დღეს დავრწმუნდი, რომ ღმერთი არ გაგვწირავს! ის არასდროს მტოვებს, ყოველთვის, როცა მიჭირს, კეთილი ადამიანების სახით მევლინება და მეხმარება. დღეს მე ამ ადამიანში ღმერთი დავინახე" - ეს წერილი 3 შვილის დედამ გაუგზავნა საქველმოქმედო ფონდ "ერთიანობას", რომელიც COVID-19-ისგან გამოწვეული კრიზისით დაზარალებულების დასახმარებლად შეიქმნა.

პლატფორმა 1anoba.ge ნინო ზამბახიძემ, ვალერი ჩეხერიამ და სანდრო კანდელაკმა შექმნეს. პლატფორმაზე როგორც მოხალისეები, ისე შემწეობის მთხოვნელები გადიან რეგისტრაციას, რის შემდეგაც ფონდი გაჭირვებული მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით დახმარებას უზრუნველჰყოფს. "1ანობა" ერთ თვეში უკვე 2 750 ოჯახს დაეხმარა.

მოხალისეები დღის გეგმას ათანხმებენ

AMBEBI.GE-ს ჟურნალისტმა ერთი დღე საქველმოქმედო ფონდთან ერთად გაატარა და მოქალაქეების დახმარების პროცესში სანდრო კანდელაკთან ერთად ჩაერთო.

  • ზეთი, ხორცი, კარაქი და მედიკამენტები...

ყოველ დილით, პირველი ნაბიჯი სიის შემოწმება და დღის დაგეგმვაა, თუ რამდენ ოჯახს და სად მიეწოდება დახმარება, თბილისსა თუ რეგიონში. „ერთიანობა“ ცდილობს, დახმარებამ საქართველოს ბევრი რეგიონი მოიცვას. დღეს პროდუქტი კახეთში იგზავნება, ხვალ - დუშეთში... როცა საუბარი კონკრეტულ რაიონზეა, გადაწყვეტილებას, თუ კონკრეტულად რომელ ოჯახებში გაიგზავნება დახმარება, გუბერნია იღებს. დახმარება უკვე მიეწოდათ ოჯახებს კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, საჩხერეში, ხაშურსა და ზესტაფონში...

"გვაქვს სია, რომელსაც რიგითობის და საჭიროებების მიხედვით მივყვებით. განსაკუთრებული აქცენტი მარტოხელა მოხუცებზე, მრავალშვილიან დედებზე, შშმ პირებსა და რისკ-ჯგუფებში შესულ იმ ადამიანებზეა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ გარეთ გამოსვლა", - მიამბობს სანდრო.

ამის შემდეგ საწყობიდან პროდუქტის ჩატვირთვა იწყება: ხილი, კარტოფილი, ზეთი, ბურღულეული, ქათმის ხორცი, ჩაი, კარაქი, კვერცხი და ა.შ. ასევე, კონკრეტული ოჯახებისთვის საჭირო მედიკამენტები.

მოხალისეები საწყობში დაახლოებით 14:00 საათზე მოდიან. მათ უსაფრთხოებისთვის აუცილებელ დამცავ აღჭურვილობას გადასცემენ - პირბადეებს, ხელთათმანებს, დამცავ ფარებს. ხელებს ყველა სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებს. შემდეგ პროდუქტსა და პრეპარატებს ოჯახებში არიგებენ. სანდრო კანდელაკის თქმით, თითოეული მოხალისე პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხითაა გადამზადებული.

  • ყველაზე პატარა მოხალისე

16 წლის ლაშა ფხოველიშვილმა პლატფორმის შესახებ მეგობრისგან გაიგო და ჩართვის სურვილი გაუჩნდა:

"ძალიან ბევრი მოხალისეა. პირველად მეგობარს გამოვყევი და ასე ჩავერთე. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანებთან მიდიხარ, ეხმარები, ამით დიდ ემოციას იღებ... მახსენდება, ერთ ქალს განსაკუთრებით გაუხარდა, იქაც მადლობა გადაგვიხადა და შემდეგად დაგვირეკა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდაო... არც ისეთი ბევრია, მაგრამ ეს დახმარება ისეთი ხალხისთვისაა ძალიან საჭირო, ვინც უსამსახუროდ დარჩა, სოციალურად დაუცველია, მოხუცია...“ - ამბობს ლაშა.

სანდრო კანდელაკის თქმით, ქველმოქმედებაში მოხალისეებისა და კომპანიების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, დახმარება კი ნებისმიერი სახით მიიღება.

"მოხალისეები ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობენ, ისევე, როგორც კომპანიები - მათი დონაციის გარეშე ამ საქმეს ძალა არ ექნებოდა, რადგან ამის მეშვეობით ხდება პროდუქტებით მომარაგება. კომპანიებმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სურვილი გამოიჩინეს, დახმარებოდნენ ქვეყანასა და საზოგადოებას.

ან ფულს რიცხავენ, ან პროდუქტებს და მედიკამენტებს გზავნიან, ვისაც როგორ შეუძლია, ისეთი ფორმით ერთვება. მათ შორის ფერმერები, მცირე და საშუალო ბიზნესები რეგიონებში, გზავნიან პროდუქტებს, რათა ნობათში ჩავდოთ მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის. ყოფილა შემთხვევა, ადამიანს ლარიც კი გადმოურიცხავს, მაგრამ ვიცით, რომ ზოგისთვის ეს ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია. პლატფორმა ქართველი ფერმერების ხელშეწყობასაც უზრუნველყოფს, რომელთაც კრიზისული პერიოდის გამო სარეალიზაციო არხები შეუვიწროვდათ“, - ამბობს „ერთიანობის“ თანადამფუძნებელი.

ეს მიკროავტობუსი კახეთში წაიღებს დახმარებას

დღეს დახმარება სულ 49 ოჯახს მიეწოდება - კახეთში 30-ს, თბილისში - 19-ს. მოხალისეებმა, მათ შორის 16 წლის ლაშამ, პროდუქტები 17 ოჯახს უნდა დაურიგონ, სანდრომ კი - ორს.

  • "კარგი ცხოვრება მქონდა, შვილო, მაგრამ დღეს აღარაფერი მაქვს"

გზაში სანდრო კანდელაკი მიყვება, რომ საქმიანობის დასაწყისში იმის დანახვა, თუ რამდენად ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაში, ძალიან ემოციური იყო.

"მერე, როცა ხვდები, რომ ადამიანებს ახარებ და ვიღაცისთვის იმედი ხარ, გირეკავენ, ხვდები, რომ შენი საქმიანობით მათ ყოველდღიურობას ქმნი, ეს ნეგატიური ემოცია დადებითში გადადის და მეტი მოტივაცია გიჩნდება. თავიდან დღის განმავლობაში თუ 5-10 ლოკაციაზე მივდიოდით, ახლა მათი რაოდენობა 50-მდეა.

ძლიერი ემოციები გვაძლევს იმის ძალას, რომ ერთიანობის ვირწმუნოთ. საკვებითა და მედიკამენტებით დახმარების გარდა, ადამიანებს იმის იმედს ვაძლევთ, რომ ძალიან მალე ამ ყველაფერს დავამარცხებთ, და დავამარცხებთ ერთიანობით" - ამბობს სანდრო.

პირველი, სადაც მივდივართ, სოციალურად დაუცველი, 8-სულიანი ოჯახია. შუახნის მამაკაცი, რომელიც პროდუქტებს გვართმევს, სახლში გვპატიჟებს, სადაც ორი ხანშიშესული ქალბატონიც გვხვდება.

"ოღონდ არ ჩამწერო, და თუ გინდა, ხელს მოგიწერ", - ამბობს ერთ-ერთი. რთულია მიხვედრა, რაზე აპირებს ხელის მოწერას. კამერის გამორთვის შემთხვევაში საუბარზე თანახმაა: "რატომ დაგვჭირდა დახმარება? აი, ხომ ხედავ, შვილო, თქმა გინდა?" - მიმითითებს ვიწრო ოთახზე.

მამაკაცი ამბობს, რომ ოჯახში ყველა უსამსახუროდ და შესაბამისად, უშემოსავლოდ დარჩა:

"მთავრობის დახმარება არ შემეხება. მე და ჩემი შვილი ბაზრობაზე ვმუშაობდით, თვითდასაქმებულები ვიყავით. საიდან უნდა მოვიტანო ის საბუთები, ვის გამოვართვა? არანაირი აზრი არ აქვს, არაფერი შემეხება“. რამდენჯერმე იმეორებს - "ერთი სული მაქვს, გახსნან ყველაფერი... რომ დამიძახონ, ხვალვე გავალ სამსახურში".

გასვლისას მეორე ქალბატონი მაჩერებს და მთხოვს, ჩავიწერო: „სახლ-კარი არ მაქვს, ბინა და ყველაფერი დავკარგე, აქ შემოვსახლდი. თუ რამე შეიძლება იყოს დაუცველებისთვის და მომეხმარება მთავრობა, დიდი მადლობა, თუ არა და... ძალიან ვიწროდ არიან და არ ვიცი, სად წავიდე. კარგი ცხოვრება მქონდა, შვილო, მაგრამ დღეს აღარაფერი მაქვს“.

„ერთიანობა“ თანამშრომლობისთვის ღიაა. COVID-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით თბილისის მერიის სამსახურებისა და „წითელი ჯვრის“ საქველმოქმედო საქმიანობის დაწყებისთანავე, ფონდი მათ მოხალისეებით ამარაგებდა. ის 112-თან და 144-თანაც თანამშრომლობს. გაჭირვებული მოქალაქეების ნაწილს, სწორედ აქ აწვდიან ინფორმაციას ფონდის შესახებ. თუ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე ამ ნომრებზე რეკავს, "ერთიანობა" მისთვის გადაუდებელ დახმარებას გამოყოფს.

შეგროვილი პროდუქტი და მედიკამენტები ამ საწყობში იყრის თავს და აქედანვე ნაწილდება

არიან სხვებიც, მაგალითად, მოხუცები ან ვისაც ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული აქვს, რომელთაც „ერთიანობის“ პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლა არ შეუძლიათ. ამ შემთხვევაში მათ ფონდის ქოლცენტრი არეგისტრირებს. სანდრო კანდელაკის თქმით, სანამ ქოლცენტრი დაიწყებდა ფუნქციონირებას, მის პირად ტელეფონზე ერთ დღეში 380-მა ადამიანმა დარეკა.

"თავიდან, მოხალისეებს როცა ვაგროვებდით, 75 წლის ლამარა ბებომ დაგვირეკა. დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მეხვეწებოდა, წამოვალ, „ჯანზე ვარ“, მე არაფერი მჭირდება, მაგრამ სურვილი მაქვს, ახალგაზრდებს დაგეხმაროთო. ავუხსენით, რატომაც გავერთიანდით: რომ თქვენ სახლში დარჩეთ და ჩვენ ნებისმიერი საჭიროების ქონის შემთხვევაში დაგეხმაროთ-მეთქი. ეს ქალბატონი პერიოდულად ისევ გვირეკავდა, სხვადასხვა შემოთავაზებით: მოხალისეებისთვის შემიძლია სადილი მოვამზადო და გამოგიგზავნოთო და ა.შ" - ყვება სანდრო.

მეორე, ხუთსულიანი ოჯახიც, რომელიც დღეს დახმარებას მიიღებს, სოციალურად დაუცველია. ოჯახში მარტოხელა დედა და შშმ პირი ცხოვრობს. სადარბაზოსთან ახალგაზრდა ქალი გვხვდება. მისი თქმით, დახმარება ძირითადად, შშმ პირის გამო სჭირდებათ.

უკანა გზაზე „ერთიანობის“ თანადამფუძნებელი რამდენიმე ზარს იღებს.

"ალბათ ამ დღეებში ქუთაისში მომიწევს წასვლა. მომწერე, რამდენი ოჯახია ხაშურში დასახმარებელი და პროდუქტებს წამოვიღებ“, - ეუბნება თანამოსაუბრეს და ჩვენთან აგრძელებს საუბარს: "ჩემი მეგობრები თავიანთი ინიციატივით ეხმარებიან ადამიანებს. ზოგმა პატრონაჟის სურვილი გამოთქვა, რომ რომელიმე ოჯახს მაგალითად, 1-2 თვის განმავლობაში დაეხმარება".

დღის გეგმა თითქოს, შესრულებულია, თუმცა ამ დროს იღებს ინფორმაციას, რომ ძეგვში, ერთ-ერთ ოჯახში ბავშვი შეეძინათ და სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. ასეთი შემთხვევა ბევრია, როცა მოხალისეების გაგზავნა სახელდახელოდ არ ხერხდება და "ერთიანობის" წარმომადგენლებს თავად უწევთ თბილისის გარეთ დახმარების წაღება...

"31 ოქტომბერს სასწრაფოს გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო..." - ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ 27 წლის პაციენტზე ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა

"ვრეკავდით ყველგან, მაგრამ გვეუბნებოდნენ, - ადგილები არ გვაქვსო" - რას აცხადებს კოვიდინფექციით გარდაცვლილი 27 წლის ქალის დედა