ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფექციონისტის სპეციალობა "ფილმებით და წიგნებით შეარჩია".
როგორც მან აღნიშნა, წლების წინ კარდიოლოგი იყო, მაგრამ უფრო მეტი ადრენალინი სურდა და ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული სპეციალობა სწორედ ამიტომ შეარჩია.
"პატრა საიდუმლოს გაგიმხელთ, მე ყოველთვის არ ვიყავი ინფექციონისტი. მე კარდიოლოგი ვიყავი და მოსაწყენი მომეჩვენა ეს დარგი... უფრო ისეთი დარგი მინდოდა, სადაც მეტი ადრენალინი იქნებოდა და ასეთი დარგია ინფექციური დაავადებები.
ჩემი დაინტერესება ინფექციური დაავადებებით, ამ სპეციალობის არჩევა იმ ფილმებით და ლიტერატურით მოხდა, რომელსაც ვეცნობოდი და ვკითხულობდი.
ბევრჯერ წარმომიდგენია თავი იმ გარემოში, როგორშიც, მაგალითად ფილმის გმირები და ლიტერატურული პერსონაჟები იყვნენ. რეალურად მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ, ისეთში, რომ თავი უმწეოდ მეგრძნო.
საქართველოში არ ვართ "განებივრებული" მძიმე ეპიდემიებით. ყველაზე სერიოზული ეპიდემიაც კი "ისპანკა" ჩვენს ახალ თაობას არ ახსოს.
ჩვენ გვახსოვს სეზონური გრიპის ეპიდემიები და ყველაზე დასამახსოვრებელი რაც გვაქვს, ეს არის ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემია, რომელიც არ იყო ისეთი დრამატული და საშიში. მე პირადად 70 წელს გადაცილებული ვარ, სულ ამ სფეროში ვმუშაობ და ყველაზე დრამატული კოვიდის ეპიდემია გამოდგა" - აღნიშნა ცერცვაძემ "ტვ პირველში" სტუმრობისას.