კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვრალმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ესროლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა
"მთვრალმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ესროლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­რო­სის, და­ვით ცი­ნა­რი­ძის­თვის და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავცრე­ცელს.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ნა­რი­ძეს ბრალ­დე­ბა მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ნა­რი­ძე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე დ.ც.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით და 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2020 წლის 27 აპ­რილს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა დ.ც.-მ მე­უღ­ლეს მ.ბ.-ს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა, რა დრო­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ერთჯე­რა­დად გა­ის­რო­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დ.ც. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის გა­მო­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, ამო­ღე­ბულ იქნა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­ი­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ 29 აპ­რილს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, ბრალ­დე­ბულ დ.ც.-სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე 2020 წლის 30 აპ­რილს იმ­სჯე­ლებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პოლკო-ვნიკი!
1

დაიწყეთ ფსიქო-ტესტზე ყველა თანამშრომლის შემოწმება! ეს უბრალო მოქალაქეს დაინდობდა? ჯერ ისინი უნდა შემოწმდნენ ვისაც ამათი შემოწმება ევალებათ!

თემური
0

ბუახაააახააააააააააააააააააააა. ესაააააააააააააა პიკასოს ბიჭიიიიი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მთვრალმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ესროლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

"მთვრალმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ესროლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსის, დავით ცინარიძისთვის დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავცრეცელს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ცინარიძეს ბრალდება მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, ცინარიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები.

ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დ.ც.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთი ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი