საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბალდებული დავით ცინარიძე აცხადებს, რომ მისთვის ოჯახი წმინდაა და მისი ბრალის გარშემო საუბარი, მისი ზედმეტი დრამატიზირება არ სურს, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ბრალდებულის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განუცხადა.
როგორც ხვისტანი განმარტავს, დავით ცინარიძეს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახური ძალადობისთვის წაუყენეს. ადვოკატის თქმით, კითხვაზე - აღიარებს თუ არა ყოფილი მთავარი პოლიციელი ბრალს, უფრო მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, აღნიშნული დანაშაული მან ჩაიდინა თუ არა.
"ბრალებულის დაკითხვა არ მომხდარა, შესაბამისად, ბრალდების მხარე არ დაინტერესებულა ის თავს ცდობდა თუ არა დამნაშავედ. ბატონი დავითის განცხადებით, მისთვის ოჯახი არის წმინდა და მისი პირადი სივრცე, შესაბამისად, მისი სურვულია, ოჯახის თაობაზე ინფორმაცია არ გაავრცელოს არც თავად და არც მისმა ადვოკატმა. მოკლებული ვარ უფლებას, მისი ოჯახის წევრებთან მის ურთიერთობაზე მასმედიას რაიმე სახის ინფორმაცია მივაწოდო.
ბატონი დავითის სურვილია, ყველა და თვით საზოგადოებაც გამოძიების საბოლოო შედეგს დაელოდოს. დარწმუნებული ვართ, ბატონი დავითის მიმართ ბრალდების დადასტურება არ მოხდება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან შეწყდება, ან გამამართლებელი განაჩენი იქნება გამოტანილი", - აცხადებს ხვისტანი.
მისივე განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანის საფუძველს არ იძლევა.
"წარმოდგენილი მასალა, რომელსაც მე გავეცანი, იმის სტანდარტს არ იძლევა რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანონ. ყველა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ბატონი დავითი ყველას სთხოვს, ვისაც ეს თემა აინტერესებს, გამოძიების საბოლოო შედეგს დაელოდოს, რომელიც ამ კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის ბრალს, უფრო მნიშვნელოვან კითხვაზე გასცემს პასუხს - ჩაიდინა თუ არა მან ეს დანაშაული.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომლის რეპუტაციაც ყოველთის შეუბღალავი იყო, ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ბატონი დავითი საზოგადოებას, ყველას ბოდიშს უხდის, რომ ამ ყველაფერზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ვიმეორებ, მეუღლე და მისი ოჯახი მისთვის ყველაზე წმინდანდები, ყველაზე საყვარელი ხალხია და არ სურს ამ თემის ზედმეტი დრამატიზირება“, - განაცხადა ხვისტანმა.
მან კითხვაზე, თუ ვისი მხრიდან მოხდა სამართალდამცავებისთვის შესაძლო დანაშაულის ჩადენის შეტყობინება, პასუხი არ გასცა.
დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ცინარიძემ სახლში გაისროოლა, რის შედეგადაც არავინ დააშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძლადობას გულისხმობს.