ავტორი:

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს ბრალი წარუდგინეს

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს ბრალი წარუდგინეს

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დაკავებულ დავით ცინარიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბრალის წარდგენის პროცედურა დროებითი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

სამართალდამცავებმა დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

მკვლელობა ლანჩხუთში - მამაკაცმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

გუდაურში მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

მკვლელობა თბილისში - მამაკაცის ცხედარი ყაზბეგის გამზირზე იპოვეს