პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის
როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის

ნაკ­რას ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა ის­ტო­რი­უ­ლად, წყალ­დი­დო­ბის სე­ზონს სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი ხვდე­ბო­და. სტი­ქი­ის შე­დე­გად სოფ­ლებ­ში სახ­ლე­ბი, ეზო­ე­ბი და სა­სოფ­ლო სა­ვარ­გუ­ლე­ბი ზი­ან­დე­ბო­და. პირ­ვე­ლი გა­ზა­ფხუ­ლია, წყალ­მო­ვარ­დნის საფრ­თხე აქ მნიშ­ვნლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. გა­სულ წელს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თხოვ­ნით, “ნენ­სკრა ჰიდ­რომ” მდი­ნა­რე ნაკ­რას ორ მო­ნაკ­ვეთ­ზე კა­ლა­პო­ტი ქვა­ღორ­ღის­გან გაწ­მინ­და და ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

რა მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და ნაკ­რას კა­ლა­პოტ­ში და რამ­დე­ნად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა მო­მა­ვალ­ში? - ამ თე­მებ­ზე მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, ნაკ­რას თე­მის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი რო­დამ გვარ­მი­ა­ნი მოგ­ვით­რობს.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა ით­ქვას, რომ ეს პრო­ექ­ტი ინ­ვეს­ტორ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­გა­ლი­თია. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ად­გილ­ზე სწო­რედ მო­სახ­ლე­ო­ბის თხოვ­ნით ჩა­ტარ­და.

ხე­ო­ბა­ში მრა­ვა­ლი წე­ლია, არ­სე­ბობს წყალ­დი­დო­ბე­ბი­სას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და მი­წე­ბის დატ­ბორ­ვის პრობ­ლე­მა. მდი­ნა­რის ორი­ვე ნა­პი­რი წყალ­დი­დო­ბე­ბის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე, სა­დაც ფერ­დო­ბია და წყალ­მო­ვარ­დნე­ბის შე­დე­გად ერო­ზი­აა და­წყე­ბუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბა საფრ­თხე­ში ცხოვ­რობს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის კედ­ლე­ბი დაბ­ზა­რუ­ლია, რის გა­მოც პრობ­ლე­მა დრო­უ­ლად სა­ჭი­რო­ებ­და გა­და­წყვე­ტას.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ჯვე­ნა ნა­პირს, სა­დაც ასე­ვე სახ­ლო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, აქ ძი­რი­თა­დად სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტე­რი­ტო­რი­ე­ბია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სახ­ნავ-სა­თი­ბი მი­წე­ბი, სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი. ამი­ტომ ნა­პირ­სა­მაგ­რი და კა­ლა­პო­ტის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო თე­მის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის.

- რო­დის და­ი­წყო „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ მდი­ნა­რე ნაკ­რა­ზე ნა­პირ­სა­მაგ­რი და კა­ლა­პო­ტის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი?

- აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, ნაკ­რას თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის კო­მი­ტე­ტის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და “ნენ­სკრა ჰიდ­როს” და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა 2018 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და ხე­ო­ბის გე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა, პრო­ექ­ტი­რე­ბა, 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ზე კი ჩა­ტარ­და ტენ­დე­რი და შეს­რულ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

- რა მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და მდი­ნა­რე­ზე და რამ­დე­ნი მო­ნაკ­ვე­თი გა­მაგრდა?

– პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე ნაკ­რას ორ - 300 და 400-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე შეს­რულ­და. 300-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­იწ­მინ­და და გა­ფარ­თოვ­და მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი, ხოლო შემ­დეგ მდი­ნა­რის ორი­ვე მხა­რეს შე­მო­ზი­დუ­ლი მსხვი­ლი ქვით ნა­პირ­სა­მაგ­რი ჯე­ბი­რე­ბი მო­ე­წყო. რაც შე­ე­ხე­ბა 400-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთს, იქ ჩა­ტარ­და კა­ლა­პო­ტის გაწ­მენ­და-ჩაღ­რმა­ვე­ბა, ად­გილ­ზე მო­ზი­დუ­ლი მა­სა­ლით ნა­პი­რი გა­მაგრდა.

ორი­ვე პრო­ექ­ტი, პრობ­ლე­მის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის: წყალ­დი­დო­ბე­ბის შე­დე­გად და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ექ­მნე­ბო­და, დღეს კი შეგ­ვიძ­ლია, ვთქვათ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უსაფრ­თხო­დაა.

- რამ­დე­ნი სო­ფე­ლია ნაკ­რას ხე­ო­ბა­ში და თუ მო­ხერ­ხდა პრო­ექ­ტში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­საქ­მე­ბა?

- ნაკ­რას თემ­ში შე­დის 11 სო­ფე­ლი, რო­მელ­თა მო­სახ­ლე­ო­ბა 120 კომლს, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 450-მდე მა­ცხოვ­რე­ბელს შე­ად­გენს. სა­მუ­შა­ო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძი­რი­თად საქ­მეს ტექ­ნი­კა აკე­თებ­და, თუმ­ცა პრო­ექ­ტში 10-მდე ად­გი­ლობ­რი­ვის და­საქ­მე­ბა მა­ინც მო­ხერ­ხდა.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა იმის თქმა, რომ ნაკ­რას ხე­ო­ბა ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით წყალ­დი­დო­ბე­ბის სე­ზონს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბა?

- ნაკ­რას ხე­ო­ბა­ში წყალ­მო­ვარ­დნე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ წელს ხდე­ბა. ეს მოვ­ლე­ნე­ბი 10-15 წლის წინ და­ი­წყო, ბოლო წლებ­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და და უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად იყო ქცე­უ­ლი. ბოლო წლებ­ში სტი­ქი­ის შე­და­რე­ბით მცი­რე მას­შტა­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჭუ­ბე­რის მო­სახ­ლე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზა­რალ­და. ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა უკვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია: უბ­ნებ­ზე, სა­დაც გაწ­მენ­დი­თი და ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი წყალ­დი­დო­ბის საფრ­თხი­სა­გან.

უნდა აღი­ნიშ­ნოს ასე­ვე, რომ ეს პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი არ არის, “ნენ­სკრა ჰიდ­როს” მსგავ­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რო­გორც ნაკ­რა­ზე, ისე სხვა ღვარ­ცო­ფულ მდი­ნა­რე­ებ­ზე გა­სულ წლებ­შიც აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

- ამ პრო­ექ­ტის გარ­და, კი­დევ რით ეხ­მა­რე­ბა „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას?

- გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის გარ­და, კომ­პა­ნია “ნენ­სკრა ჰიდ­როს” ნაკ­რას თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის კო­მი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ესე­ნია: სა­ბავ­შვო ბა­ღი­სა და სკო­ლის აღ­ჭურ­ვა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით, ასე­ვე ნაკ­რას თე­მის თერ­თმე­ტი­ვე სო­ფელ­ში სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სის­ტე­მის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში პრო­ექ­ტი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ამ წა­მო­ი­წყო, შემ­დეგ წელს კი მისი და­ფი­ნან­სე­ბა და­ი­წყო “ნენ­სკრა ჰიდ­რომ”. წელს უნდა დას­რულ­დეს სა­მუ­შა­ო­ე­ბის მე­ო­რე ეტა­პი, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის სას­მე­ლი წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ისა­ხავს მიზ­ნად. გა­სულ წელს სა­მუ­შა­ო­ე­ბი 7 სო­ფელ­ში შეს­რულ­და, წელს კი ნაკ­რას ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში სა­თა­ვო ნა­გე­ბო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­რულ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ამ მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მძი­მე ტექ­ნი­კით დახ­მა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო. ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ სამ­შე­ნებ­ლო და სა­მე­ურ­ნეო მიზ­ნე­ბის­თვის “ნენ­სკრა ჰიდ­როს” ტექ­ნი­კით უსას­ყიდ­ლოდ ესარ­გებ­ლათ. პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა კომ­პა­ნი­ის­გან 3000 ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღეს.

სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცია K-water-ისა და სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად 2015 წელს შე­იქ­მნა. კომ­პა­ნია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე­ე­ბის ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში მა­ღალ­კაშხლი­ა­ნი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი, რომ­ლის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 280 მე­გა­ვა­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­წლი­უ­რად 1’200.00 გვტ.სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მი­აწ­ვდის. გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია მთლი­ა­ნად ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს მოხ­მარ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის

როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის

ნაკრას ხეობის მოსახლეობა ისტორიულად, წყალდიდობის სეზონს სრულიად დაუცველი ხვდებოდა. სტიქიის შედეგად სოფლებში სახლები, ეზოები და სასოფლო სავარგულები ზიანდებოდა. პირველი გაზაფხულია, წყალმოვარდნის საფრთხე აქ მნიშვნლოვნადაა შემცირებული. გასულ წელს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, “ნენსკრა ჰიდრომ” მდინარე ნაკრას ორ მონაკვეთზე კალაპოტი ქვაღორღისგან გაწმინდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა.

რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა ნაკრას კალაპოტში და რამდენად დაცული იქნება მოსახლეობა მომავალში? - ამ თემებზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაკრას თემის მაცხოვრებელი როდამ გვარმიანი მოგვითრობს.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხეობის მოსახლეობისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება?

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი ინვესტორსა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითია. სამუშაოები ადგილზე სწორედ მოსახლეობის თხოვნით ჩატარდა.

ხეობაში მრავალი წელია, არსებობს წყალდიდობებისას საცხოვრებელი სახლებისა და მიწების დატბორვის პრობლემა. მდინარის ორივე ნაპირი წყალდიდობების შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. მარცხენა ნაპირზე, სადაც ფერდობია და წყალმოვარდნების შედეგად ეროზიაა დაწყებული, მოსახლეობა საფრთხეში ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლების კედლები დაბზარულია, რის გამოც პრობლემა დროულად საჭიროებდა გადაწყვეტას.

რაც შეეხება მარჯვენა ნაპირს, სადაც ასევე სახლობენ ადგილობრივები, აქ ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებია დაზიანებული. მთლიანად განადგურებულია სახნავ-სათიბი მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები. ამიტომ ნაპირსამაგრი და კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თემის მაცხოვრებლებისთვის.

- როდის დაიწყო „ნენსკრა ჰიდრომ“ მდინარე ნაკრაზე ნაპირსამაგრი და კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები?

- აღნიშნული პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, ნაკრას თემის განვითარების კომიტეტის აქტიური ჩართულობითა და “ნენსკრა ჰიდროს” დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტზე მუშაობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავდაპირველად განხორციელდა ხეობის გეოლოგიური შესწავლა, პროექტირება, 2019 წლის გაზაფხულზე კი ჩატარდა ტენდერი და შესრულდა სამუშაოები.

- რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა მდინარეზე და რამდენი მონაკვეთი გამაგრდა?

– პროექტის ფარგლებში სამუშაოები მდინარე ნაკრას ორ - 300 და 400-მეტრიან მონაკვეთზე შესრულდა. 300-მეტრიან მონაკვეთზე გაიწმინდა და გაფართოვდა მდინარის კალაპოტი, ხოლო შემდეგ მდინარის ორივე მხარეს შემოზიდული მსხვილი ქვით ნაპირსამაგრი ჯებირები მოეწყო. რაც შეეხება 400-მეტრიან მონაკვეთს, იქ ჩატარდა კალაპოტის გაწმენდა-ჩაღრმავება, ადგილზე მოზიდული მასალით ნაპირი გამაგრდა.

ორივე პროექტი, პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის: წყალდიდობების შედეგად დასახლებულ უბნებს რეალური საფრთხე ექმნებოდა, დღეს კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა.

- რამდენი სოფელია ნაკრას ხეობაში და თუ მოხერხდა პროექტში ადგილობრივების დასაქმება?

- ნაკრას თემში შედის 11 სოფელი, რომელთა მოსახლეობა 120 კომლს, ანუ დაახლოებით 450-მდე მაცხოვრებელს შეადგენს. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითად საქმეს ტექნიკა აკეთებდა, თუმცა პროექტში 10-მდე ადგილობრივის დასაქმება მაინც მოხერხდა.

- შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ნაკრას ხეობა ამ პროექტის წყალობით წყალდიდობების სეზონს მომზადებული ხვდება?

- ნაკრას ხეობაში წყალმოვარდნები ფაქტობრივად, ყოველ წელს ხდება. ეს მოვლენები 10-15 წლის წინ დაიწყო, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით გააქტიურდა და უკვე მნიშვნელოვან პრობლემად იყო ქცეული. ბოლო წლებში სტიქიის შედარებით მცირე მასშტაბების მიუხედავად, ჭუბერის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ პროექტის წყალობით კონკრეტული ოჯახების უსაფრთხოება უკვე უზრუნველყოფილია: უბნებზე, სადაც გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა, მოსახლეობა ფაქტობრივად, გარანტირებულად იქნება დაცული წყალდიდობის საფრთხისაგან.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ეს პირველი პროექტი არ არის, “ნენსკრა ჰიდროს” მსგავსი სამუშაოები როგორც ნაკრაზე, ისე სხვა ღვარცოფულ მდინარეებზე გასულ წლებშიც აქვს ჩატარებული.

- ამ პროექტის გარდა, კიდევ რით ეხმარება „ნენსკრა ჰიდრო“ ადგილობრივ მოსახლეობას?

- გარემოსდაცვითი პროექტების გარდა, კომპანია “ნენსკრა ჰიდროს” ნაკრას თემის განვითარების კომიტეტთან თანამშრომლობით სხვადასხვა სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული. ესენია: საბავშვო ბაღისა და სკოლის აღჭურვა საჭირო ინვენტარით, ასევე ნაკრას თემის თერთმეტივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო და ახალი პროექტების შესრულება. წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ წამოიწყო, შემდეგ წელს კი მისი დაფინანსება დაიწყო “ნენსკრა ჰიდრომ”. წელს უნდა დასრულდეს სამუშაოების მეორე ეტაპი, რაც მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. გასულ წელს სამუშაოები 7 სოფელში შესრულდა, წელს კი ნაკრას ცენტრალურ ნაწილში სათავო ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდება.

გარდა ამისა, კომპანიამ მექანიზაციის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ტექნიკით დახმარება უზრუნველყო. ადგილობრივ მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ სამშენებლო და სამეურნეო მიზნებისთვის “ნენსკრა ჰიდროს” ტექნიკით უსასყიდლოდ ესარგებლათ. პროექტის ბენეფიციარებმა კომპანიისგან 3000 ლარამდე ღირებულების მომსახურება სრულიად უფასოდ მიიღეს.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

იხილეთ ვიდეო

იღუმენი დავით კობაიძე არასოდეს ყოფილა ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი - რა განცხადებას ავრცელებს რუის-ურბნისის ეპარქია

ვინ გაივლის კორონავირუსზე შემოწმებას ტესტირების გაფართოებული გეგმით - ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის განმარტება

"უნდა გამოჩნდეს მძიმე პაციენტი, ვისაც მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი და გადავუსხამთ პლაზმას" - ცერცვაძის თქმით, საქართველო პლაზმით მკურნალობის დაწყებისთვის მზადაა