მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიიღებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარიან დახმარებას - "მათ და­მა­ტე­ბი­თი სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნა არ დას­ჭირ­დე­ბათ"
ვინ მიიღებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარიან დახმარებას - "მათ და­მა­ტე­ბი­თი სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნა არ დას­ჭირ­დე­ბათ"

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მი­ლა ბარ­კა­ლა­ია გან­მარ­ტავს, თუ რა კა­ტე­გო­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­ყო­ფილ დახ­მა­რე­ბას.

რო­გორც ბარ­კა­ლა­ი­ამ COVID-19-ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­შუ­ა­ლოდ ერთ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახ­ზე 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 600 ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი.

ბარ­კა­ლა­ი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნულ პი­რებს დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად და­მა­ტე­ბი­თი სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნა არ დას­ჭირ­დე­ბათ.

"დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ქულა აქვთ 65 ათა­სი­დან 100 ათა­სის ჩათ­ვლით. ასე­თი ოჯა­ხე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით იღე­ბენ მხო­ლოდ 50 ლა­რი­ან და­ნა­მატს. თუმ­ცა ამ მოკ­ლე­ვა­დი­ან ჭრილ­ში 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ი­ღე­ბენ დახ­მა­რე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ოჯა­ხე­ბიც. ასე­ვე, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბავ­შვე­ბიც მი­ი­ღე­ბენ დახ­მა­რე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თაც ჰყავთ სამი ან მეტი შვი­ლი და მათი ქულა არის 100 ათა­სი, ან ნაკ­ლე­ბი, ისი­ნიც მი­ი­ღე­ბენ დახ­მა­რე­ბას.

და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უ­წყდათ ხელ­ფა­სი და არი­ან უხელ­ფა­სო შე­ვე­ბუ­ლე­ბა­ში ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან სამ­სა­ხუ­რი­დან ასე­ვე, არი­ან ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი. ასე­ვე, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბიც მი­ი­ღე­ბენ დახ­მა­რე­ბას.

ამ ეტაპ­ზე 70 ათა­სი ოჯა­ხი ანუ 190 ათა­სი პი­რია, რო­მელ­თაც ქულა აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი 65 ათა­სი­დან 100 ათა­სის ჩათ­ვლით და ისი­ნი არ არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მიმ­ღე­ბე­ბი, რად­გან ასე­თი პი­რე­ბი არი­ან მხო­ლოდ 65 ათა­სამ­დე ქუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი მი­ი­ღე­ბენ შემ­დე­გი სა­ხის დახ­მა­რე­ბებს. 1 სუ­ლი­ან ოჯახ­ზე 70 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ორ­სუ­ლი­ან­ზე - 90 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სამ­სუ­ლი­ან­ზე - 105 და მი­დის ზრდა და 6 თვის გან­მა­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ 600 ლარი თი­თო­ე­ულ ოჯახ­ზე იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი. ამ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს და­მა­ტე­ბი­თი სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­მა­ტი და­ე­რი­ცხე­ბათ იმ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად, რო­მელ­საც იღე­ბენ",- გა­ნა­ცხა­და ბარ­კა­ლა­ი­ამ.

მისი თქმით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თაც 3 შვილ­ზე მეტი ჰყავთ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თვე­ში 100 ლარს მი­ი­ღე­ბენ.

"ასე­ვე, დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი, ვი­საც 100 ათა­სი ქულა და ნაკ­ლე­ბი აქვს, რო­მელ­თაც ჰყავთ 3 და მეტი ბავ­შვი. ასე­თი ოჯა­ხი იდენ­ტფი­ცი­რე­ბუ­ლია 21 ათა­სი და აღ­ნიშ­ნულ ოჯა­ხებ­საც არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნა არ დას­ჭირ­დე­ბათ და ავ­ტო­მა­ტუ­რად მი­ი­ღე­ბენ დახ­მა­რე­ბებს 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თვე­ში 100 ლარს.

ასე­ვე, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი და ბავ­შვე­ბი, სულ და­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 40 ათა­სი პირი. მა­თაც არ დას­ჭი­რე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი სა­ბუ­თი, მათ და­ე­მა­ტე­ბათ 100 ლარი, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში",- გა­ნა­ცხა­და ბარ­კა­ლა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უუუ
5

კორონამ დატოვა მარტო ხალხი უმუშევარი? თქვენმა მინისტრმა არ გაანთავისუფლა ასობით თანამშრომელი? დამსახურებული თანაც, მაშინ რატომ არ გაიღე ხმა ,დადგება დრო და დაგაკლდებთ ხმები მაგ მინისტრის ხუშტურების გამო თანაც ბევრი, პროფესიონალები სახლში გაუშვა და არც არაფერი , ვითომ არაფერი მომხდარა ისე გაატარეთ

ალექსანდრე
24

ძალიან კარგი ინიციატივაა. იმას ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება. ბამდვილად წაადგება ეგ თანხა. ასე გააგრძელეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ მიიღებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარიან დახმარებას - "მათ და­მა­ტე­ბი­თი სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნა არ დას­ჭირ­დე­ბათ"

ვინ მიიღებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარიან დახმარებას - "მათ და­მა­ტე­ბი­თი სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნა არ დას­ჭირ­დე­ბათ"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია განმარტავს, თუ რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას.

როგორც ბარკალაიამ COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, საშუალოდ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახზე 6 თვის განმავლობაში 600 ლარია გამოყოფილი.

ბარკალაიას თქმით, აღნიშნულ პირებს დახმარების მისაღებად დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.

"დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ადამიანები და ის ადამიანები, რომელთაც ქულა აქვთ 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით. ასეთი ოჯახები ჯერჯერობით იღებენ მხოლოდ 50 ლარიან დანამატს. თუმცა ამ მოკლევადიან ჭრილში 6 თვის განმავლობაში, მიიღებენ დახმარებას აღნიშნული ოჯახებიც. ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებიც მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან.

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და მათი ქულა არის 100 ათასი, ან ნაკლები, ისინიც მიიღებენ დახმარებას.

დაქირავებული პირები, რომლებსაც შეუწყდათ ხელფასი და არიან უხელფასო შევებულებაში ან გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან ასევე, არიან ჩვენი პოტენციური ბენეფიციარები. ასევე, თვითდასაქმებულებიც მიიღებენ დახმარებას.

ამ ეტაპზე 70 ათასი ოჯახი ანუ 190 ათასი პირია, რომელთაც ქულა აქვთ მინიჭებული 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით და ისინი არ არიან სოციალური დახმარების მიმღებები, რადგან ასეთი პირები არიან მხოლოდ 65 ათასამდე ქულის მქონე ადამიანები. შესაბამისად, 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებებს. 1 სულიან ოჯახზე 70 ლარის ოდენობით, ორსულიანზე - 90 ლარის ოდენობით, სამსულიანზე - 105 და მიდის ზრდა და 6 თვის განმალობაში საშუალოდ 600 ლარი თითოეულ ოჯახზე იქნება გამოყოფილი. ამ ბენეფიციარებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ სჭირდებათ. აღნიშნული დანამატი დაერიცხებათ იმ სოციალურ დახმარებასთან ერთად, რომელსაც იღებენ",- განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 3 შვილზე მეტი ჰყავთ 6 თვის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებენ.

"ასევე, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვისაც 100 ათასი ქულა და ნაკლები აქვს, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი ბავშვი. ასეთი ოჯახი იდენტფიცირებულია 21 ათასი და აღნიშნულ ოჯახებსაც არანაირი დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ და ავტომატურად მიიღებენ დახმარებებს 6 თვის განმავლობაში, თვეში 100 ლარს.

ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვები, სულ დაიდენტიფიცირებულია დაახლოებით 40 ათასი პირი. მათაც არ დასჭირებათ დამატებითი საბუთი, მათ დაემატებათ 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში",- განაცხადა ბარკალაიამ.

"9 პაციენტს ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობის ისტორია აქვს" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"უგონო მდგომარეობაში იყო" - კარანტინში მყოფი ბიჭი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტა, ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს

როდემდე გაგრძელდება რეგისტრაცია 200 ლარიანი დახმარების მისაღებად და რა კრიტერიუმებია საჭირო დასარეგისტრირებლად?