მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება, სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები გამოვიყენოთ..." - რა ცვლილებები იგეგმება კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლში?
"შეიძლება, სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები გამოვიყენოთ..." - რა ცვლილებები იგეგმება კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლში?

კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ-ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. იკ­ვე­თე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ცალ­კე­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი და ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი.

28 აპ­რილს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თულ კლი­ნი­კებს COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლი­ლე­ბა და­უგ­როვ­დათ, რის გა­მოც გა­იდ­ლა­ინ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შევა.

რო­დის და რა ცვლი­ლე­ბე­ბი შევა კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის ქარ­თულ პრო­ტო­კოლ­ში? - ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

- ჯერ­ჯე­რო­ბით, უმოკ­ლეს ვა­და­ში, პრო­ტო­კოლ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ შევა. თუმ­ცა ჩვენ უკვე დაგ­ვიგ­როვ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა­ში და ცვლი­ლე­ბე­ბი, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა. მე ახლა კონ­კრე­ტულ ვა­დას ვერ გე­ტყვით, რო­დის შე­იძ­ლე­ბა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლი შე­იც­ვა­ლოს. რაც მთა­ვა­რია, პლან­ქვე­ლი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა, რად­გან მას ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში.

ამ ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა ამ მე­დი­კა­მენ­ტის ირ­გვლი­ვაა. სი­ახ­ლე ისაა, რომ მა­გა­ლი­თად, შვე­ი­ცა­რი­ამ და­ი­წყო კვლე­ვა იმა­ზე, რომ შე­საძ­ლოა პლან­ქვე­ლი­ნი ვირუ­სის არამ­ხო­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, არა­მედ პრე­ვენ­ცი­ის­თვი­საც აღ­მოჩ­ნდეს ეფექ­ტუ­რი. თუმ­ცა ჩვენ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის იგი არ მოგ­ვიხ­მა­რია. ვუ­ნიშ­ნავ­დით სა­შუ­ა­ლო და მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს, ისიც ყვე­ლას - არა, მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. პა­ცი­ენ­ტებს მას ვაძ­ლევთ მი­ნი­მა­ლუ­რი ვა­დე­ბით და არა დიდი დრო­ით. პრო­ტო­კოლ­ში ცვლი­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც შევა, თუ შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი და დამ­ტკიც­და.

ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს სის­ხლის შე­დე­დე­ბა­ზე მოქ­მე­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი... ვირუ­სი, ზო­გა­დად, აზი­ა­ნებს სის­ხლის შემ­დე­დე­ბელ სის­ტე­მას

ამი­ტომ ასე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი შე­საძ­ლოა იქ­ნეს ჩარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა­ში. სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ჩა­ტარ­დეს პლაზ­მა­ფე­რე­ზი - სის­ხლის გაწ­მენ­დით მკურ­ნა­ლო­ბა. ანუ ვირუ­სის მოქ­მე­დე­ბის დროს გა­მო­ყო­ფი­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან სის­ხლის გაწ­მენ­და. ჩვენ ასე­ვე ვმუ­შა­ობთ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა პლაზ­მის გა­დას­ხმის მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა­ზეც და ა.შ. მაგ­რამ დღეს და ხვალ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი პრო­ტო­კოლ­ში ვერ შევა.

- რო­მე­ლია ქარ­თუ­ლი პრო­ტო­კო­ლით ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა­ში წამ­ყვა­ნი მე­დი­კა­მენ­ტი? პლან­ქვე­ლი­ნი?

- არა! რა თქმა უნდა, არა! და ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რომ ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით ასე შე­ზღუ­დუ­ლად და არას­წო­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. გვყო­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც პლან­ქვე­ლი­ნი სა­ერ­თოდ არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია და მიგ­ვი­ცია სხვა ძლი­ე­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. გა­მო­ვი­ყე­ნეთ ძა­ლი­ან რთუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ან­ტის­ხე­უ­ლებს და ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თეთ იმა­ზე, რომ გვერ­დი­თი ეფექ­ტი არ ჰქო­ნო­და.

ამ მე­დი­კა­მენ­ტით, რომ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა არ მგო­ნია მკი­თხვე­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ჩვენ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ 41 წლის პა­ცი­ენ­ტი. მას უმ­ძი­მე­სი პნევ­მო­ნია ჰქონ­და. ასე რომ მხო­ლოდ პლან­ქვე­ლი­ნით არ ვმუ­შა­ობთ და რა­ტომ კეთ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი პლან­ქვე­ლინ­ზე და თა­ნაც ნე­გა­ტი­ურ ჭრილ­ში ზო­გი­ერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­ის მიერ, გა­სა­გე­ბია. ეს აშ­კა­რად პო­ლი­ტი­კურ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობთ? რა­ტომ და­ი­წყო პო­ლე­მი­კა პლან­ქვე­ლინ­ზე?

- პლან­ქვე­ლინს აქვს თა­ვი­სი ბევ­რი გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით ჯერ არ­ცერთ პა­ცი­ენტზე არ მო­უ­ტა­ნია ზი­ა­ნი. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მას სწო­რად ვუ­ნიშ­ნავთ, ხოლო წამ­ლის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში კი ინ­ტენ­სი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი. შე­იძ­ლე­ბა იმის თქმაც, რომ ეს წა­მა­ლი რომ არ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ისე­დაც გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბოდ­ნენ ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი, თუმ­ცა ჩვენ გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი ვერ ვის­ხდე­ბო­დით და ფაქ­ტია, ამ წა­მალ­მა გა­ა­მარ­თლა, რად­გან გვყავს უამ­რა­ვი გან­კურ­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი.

რაც შე­ხე­ბა პო­ლე­მი­კას, იგი ახლა არ­სე­ბულ ყვე­ლა წა­მალ­ზე არ­სე­ბობს. ჩვენ ვის­მენთ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ მო­საზ­რე­ბებს სხვა­დას­ხვა მე­დი­კამნტებ­ზე. კლი­ნი­კე­ბი სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენტს იყე­ნე­ბენ და ამის საქ­მის კურ­სში ყო­ველ­თვის უნდა იყოს პა­ცი­ენ­ტი. "რემ­დი­სი­ვირ­საც" ძა­ლი­ან იმე­დის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ ამ წა­მალ­ზეც წა­მო­ვი­და ნე­გა­ტი­უ­რი და უი­მე­დო მო­საზ­რე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ მე­დი­კა­მენ­ტით კვლავ მკურ­ნა­ლო­ბენ პა­ცი­ენ­ტებს. მას­ზე კვლე­ვე­ბი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, რე­ა­ლუ­რად არის თუ არა შე­დე­გი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ პო­ლე­მი­კას პლან­ქვე­ლინ­ზე, ერთ ექიმს, ზურა გუ­რულს, რო­გორც ჩანს, უნ­დო­და, პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა. ექი­მებს შო­რის პო­ლე­მი­კა მო­სუ­ლა და კარ­გი­ცაა, მაგ­რამ ეს არ არის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გან­ხილ­ვის თემა.

ძა­ლი­ან არა­ე­თი­კუ­რი იყო პლან­ქვე­ლინ­ზე ასე სა­უ­ბა­რი, რად­გან ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ი­ღეს ეს მე­დი­კა­მენ­ტი და მათ ფსი­ქი­კა­ზე ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბო­და ასე­თი სა­უ­ბა­რი. გარ­და ამი­სა, ეს ექი­მი ამ­ბობ­და, რომ იზო­ლა­ტო­რებ­ში აძ­ლე­ვენ პლან­ქვე­ლინს ადა­მი­ა­ნებ­სო, რაც არას­წო­რია. ეს იყო აბო­ლუ­ტუ­რად ცრუ და არა­ე­თი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. აშ­კა­რად პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით გა­კე­თე­ბუ­ლი. ჩვენ ძა­ლი­ან ნა­წყე­ნე­ბი ვართ ექი­მე­ბი ამ პრო­ცე­სე­ბით, ეს არ იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო გან­ხილ­ვის სა­კი­თხი და აშ­კა­რად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

- კი­დევ ერთხელ რომ გან­ვუ­მარ­ტოთ მკი­თხველს, რა წამ­ლე­ბით მკურ­ნა­ლობთ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ მსუ­ბუქ, სა­შუ­ა­ლო, მძი­მე და კრი­ტი­კულ პა­ცი­ენ­ტებს?

- მსუ­ბუქ პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბათ. მათ­თან ჩვენ ძი­რი­თა­დად დაკ­ვირ­ვე­ბებს ვა­წარ­მო­ებთ. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­თუ­ლე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­დე­საც უკვე პნევ­მო­ნია გვაქვს სა­ხე­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი. მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­ში ჩვენ ვი­ყე­ნებთ პლან­ქვე­ლინს და ასე­ვე სხვა ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენ­ტებს. რო­გორც იცით, ამ ეტაპ­ზე, მხო­ლოდ სიმპტო­მუ­რად ვმურ­ნა­ლობთ, რად­გან არ არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტი პა­თო­გე­ნე­ზუ­რად სამ­კურ­ნა­ლოდ. რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტი­კულ პა­ცი­ენ­ტებს, იქ უკვე ერ­თვე­ბა ჟანგბა­დით მკურ­ნა­ლო­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დით მი­დის, შემ­დეგ კი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ვა ჟანგბა­დის მხარ­და­ჭე­რის მე­თო­დე­ბი. ეს ცოტა რთუ­ლი სა­კი­თხია და ძნე­ლია ფარ­თე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახ­სნა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნას წინ უძღვის სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბი და აზ­რთა შე­ჯე­რე­ბა. დღის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ ტარ­დე­ბა კონ­სი­ლი­უ­მი და თი­თო­ე­უ­ლი ავად­მყო­ფის რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა და ანა­ლი­ზე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ წყდე­ბა, ვის­თან რა მკურ­ნა­ლო­ბის გზა იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი.

beso
0

 

რა არის ისეთი კომენტარში, რის გამოც ის საქართველომ არ უნდა გაიცნოს, ცალკეული და საყოველთაო ესმოდეს ყველას! თუ საყოველთაოს პრინციპები არ იქნა გაზიარებული და შექმნილი ძალიან ცუდი სურათი იქმნება ქვეყანაში და რაც გავიარეთ საკმარისია

ექიმ ფენომენს, მკურნალობა ფენომენს, დავადებათა არა კონტროლის, არამედ დავადებათა შექმნისა და გამრავლების ფენომენს (საქართველო აქ ალბათ ჩემპიონია). ყველაფერი, რასაც ადგილი ჰქონდა იმნაიშვილის რეპორტაჟში (ეს ფაქტი შედგა) თითოეული რეამინაციის პაციენტის მკურნალობის ისტორია სტაციონარში, მოვითხოვ გასაჯაროვდეს დღეების მიხედვთ, რათა გავიგოთ რა პრინციპების დარღვევით(სხეულის გაგებით) მიდიოდა მკურნალიობა. საქართველოში წარსულს უნდა ჩაბარდეს ექიმ რატიანის, ენდელკაძის და დავადებათა კონტროლის დღეისათვის არსებული პრაქტიკა. რაც უფრო გაიწელება სხეულის იმუნიტეტსა და გაგებაზე ფართო ჩართულობის დისკუსია მით უარესია საქრთველოსათვის და მასთან ერთად ახალი მკურნალობის პროტოკოლის დაწერა, სადაც ცალსახად იქნება გაწერილი მოსახლეობისათვის რჩევები იმუნიტეტის გასწორებასა და დავადებების პროფილაქტიკაზე. უნდა შეიცვალოს საქართველოს სამედიცინო პრაქტიკა და ოჯახის ექიმების არსებული პრაქტიკა და მის მაგივრად სასაწრაფო დახმარების ინსტიტუტთან უნდა შეიქმნას ელექტრონული სახის, მრავალფროფილური ექიმ მრჩეველთა ინსტიტუტი, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციის ფორმატით და ასეთი სახის რჩევებმა უნდა შექმნას ჯამრთელი ადამიანის ფენომენი. მე არ მინდა კორონას პანდემიას შეეჯახოს საქართველოს სამედიცინო პრაქტიკა, რომელმაც გაუშვა დრო დავადებათა პროფილაქტიკის ქვეყანაში, ანუ იმუნიტეტის გასწორების, სადაც ამ ექიმების გაგებით იმუნიტეტი შედგება იმუნო პასუხში მონაწილე სხვადასხვა სახისა და კლასიფიკაციის, ქვეითი, სატანკო და საავიაციო არმებისა თუ მებრძოლებისაგან. ამიტომ არ წერენ და არ აძლევენ იმუნიტეტზე გაგებას და შეიძლება მიგვითითონ დაკმაყოფილდით ვიკიბედიითო..... ასეთი გაგება ნურასუკაცრავად, მაშინ შეიცვლება ფორმატი და ის არავისათვის არ იქნება კარგი. დღეს ამაში საქართველოს მთავრობა არაფერშუაშია, სააქრთველოში დღეისათვის არსებული სამედიცინო პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. ამიტომაც ველოდები კომენტარის გამოტანას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შეიძლება, სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები გამოვიყენოთ..." - რა ცვლილებები იგეგმება კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლში?

"შეიძლება, სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები გამოვიყენოთ..." - რა ცვლილებები იგეგმება კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლში?

კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების ეფექტურობის შესახებ ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. იკვეთება მკურნალობის ცალკეული ტენდენციები და ინოვაციური მეთოდები.

28 აპრილს თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქართულ კლინიკებს COVID-19-ის მკურნალობაში მნიშვნელოვანი გამოცდილილება დაუგროვდათ, რის გამოც გაიდლაინში ცვლილებები შევა.

როდის და რა ცვლილებები შევა კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლში? - ამ საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს, ინფექციონისტ მარინა ენდელაძეს ესაუბრა:

- ჯერჯერობით, უმოკლეს ვადაში, პროტოკოლში ცვლილებები არ შევა. თუმცა ჩვენ უკვე დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კორონავირუსის მკურნალობაში და ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება. მე ახლა კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით, როდის შეიძლება, რომ მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალოს. რაც მთავარია, პლანქველინი აუცილებლად დარჩება, რადგან მას ძალიან კარგი შედეგები აქვს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიური მსჯელობა ამ მედიკამენტის ირგვლივაა. სიახლე ისაა, რომ მაგალითად, შვეიცარიამ დაიწყო კვლევა იმაზე, რომ შესაძლოა პლანქველინი ვირუსის არამხოლოდ მკურნალობისთვის, არამედ პრევენციისთვისაც აღმოჩნდეს ეფექტური. თუმცა ჩვენ პროფილაქტიკისთვის იგი არ მოგვიხმარია. ვუნიშნავდით საშუალო და მძიმე პაციენტებს, ისიც ყველას - არა, მხოლოდ შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. პაციენტებს მას ვაძლევთ მინიმალური ვადებით და არა დიდი დროით. პროტოკოლში ცვლილება იმ შემთხვევაშიც შევა, თუ შეიქმნება ახალი ანტივირუსული მედიკამენტი და დამტკიცდა.

ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ შეიძლება, გამოყენებული იქნეს სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები... ვირუსი, ზოგადად, აზიანებს სისხლის შემდედებელ სისტემას

ამიტომ ასეთი მედიკამენტები შესაძლოა იქნეს ჩართული მკურნალობაში. საუბარია იმაზეც, რომ ჩატარდეს პლაზმაფერეზი - სისხლის გაწმენდით მკურნალობა. ანუ ვირუსის მოქმედების დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებებისგან სისხლის გაწმენდა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გადასხმის მეთოდით მკურნალობაზეც და ა.შ. მაგრამ დღეს და ხვალ ეს ცვლილებები პროტოკოლში ვერ შევა.

- რომელია ქართული პროტოკოლით ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობაში წამყვანი მედიკამენტი? პლანქველინი?

- არა! რა თქმა უნდა, არა! და ძალიან დასანანია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით ასე შეზღუდულად და არასწორად ვრცელდება ინფორმაციები. გვყოლია პაციენტები, რომლებთანაც პლანქველინი საერთოდ არ გამოგვიყენებია და მიგვიცია სხვა ძლიერი ანტივირუსული მედიკამენტები. გამოვიყენეთ ძალიან რთული მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს და ძალიან დიდი ძალისხმევა მივმართეთ იმაზე, რომ გვერდითი ეფექტი არ ჰქონოდა.

ამ მედიკამენტით, რომლის დასახელება არ მგონია მკითხველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენ გადავარჩინეთ 41 წლის პაციენტი. მას უმძიმესი პნევმონია ჰქონდა. ასე რომ მხოლოდ პლანქველინით არ ვმუშაობთ და რატომ კეთდება განსაკუთრებული აქცენტი პლანქველინზე და თანაც ნეგატიურ ჭრილში ზოგიერთი ტელევიზიის მიერ, გასაგებია. ეს აშკარად პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

- რას გულისხმობთ? რატომ დაიწყო პოლემიკა პლანქველინზე?

- პლანქველინს აქვს თავისი ბევრი გვერდითი მოქმედება, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით ჯერ არცერთ პაციენტზე არ მოუტანია ზიანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მას სწორად ვუნიშნავთ, ხოლო წამლის მიღების პროცესში კი ინტენსიურად ვაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს პროცესი. შეიძლება იმის თქმაც, რომ ეს წამალი რომ არ გამოგვეყენებინა ისედაც გამოჯანმრთელდებოდნენ ეს პაციენტები, თუმცა ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ ვისხდებოდით და ფაქტია, ამ წამალმა გაამართლა, რადგან გვყავს უამრავი განკურნებული პაციენტი.

რაც შეხება პოლემიკას, იგი ახლა არსებულ ყველა წამალზე არსებობს. ჩვენ ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს სხვადასხვა მედიკამნტებზე. კლინიკები სხვადასხვა მედიკამენტს იყენებენ და ამის საქმის კურსში ყოველთვის უნდა იყოს პაციენტი. "რემდისივირსაც" ძალიან იმედის თვალით უყურებდნენ, მაგრამ ამ წამალზეც წამოვიდა ნეგატიური და უიმედო მოსაზრებები. მიუხედავად ამისა, ამ მედიკამენტით კვლავ მკურნალობენ პაციენტებს. მასზე კვლევები ჯერ არ დასრულებულა, რეალურად არის თუ არა შედეგიანი რამდენიმე თვეში გვეცოდინება. რაც შეეხება ქართულ პოლემიკას პლანქველინზე, ერთ ექიმს, ზურა გურულს, როგორც ჩანს, უნდოდა, პოლიტიკურ ჭრილში ამ საკითხის განხილვა. ექიმებს შორის პოლემიკა მოსულა და კარგიცაა, მაგრამ ეს არ არის სატელევიზიო განხილვის თემა.

ძალიან არაეთიკური იყო პლანქველინზე ასე საუბარი, რადგან ადამიანებმა მიიღეს ეს მედიკამენტი და მათ ფსიქიკაზე ძალიან ნეგატიურად აისახებოდა ასეთი საუბარი. გარდა ამისა, ეს ექიმი ამბობდა, რომ იზოლატორებში აძლევენ პლანქველინს ადამიანებსო, რაც არასწორია. ეს იყო აბოლუტურად ცრუ და არაეთიკური ინფორმაცია. აშკარად პოლიტიკური მიზნით გაკეთებული. ჩვენ ძალიან ნაწყენები ვართ ექიმები ამ პროცესებით, ეს არ იყო სატელევიზიო განხილვის საკითხი და აშკარად ემსახურებოდა დისკრედიტაციას.

- კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ მკითხველს, რა წამლებით მკურნალობთ კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ, საშუალო, მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს?

- მსუბუქ პაციენტებს მკურნალობა საერთოდ არ სჭირდებათ. მათთან ჩვენ ძირითადად დაკვირვებებს ვაწარმოებთ. რაც შეეხება გართულებულ მდგომარეობას, როდესაც უკვე პნევმონია გვაქვს სახეზე, ამ შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები. მძიმე პაციენტებში ჩვენ ვიყენებთ პლანქველინს და ასევე სხვა ანტივირუსულ მედიკამენტებს. როგორც იცით, ამ ეტაპზე, მხოლოდ სიმპტომურად ვმურნალობთ, რადგან არ არსებობს მედიკამენტი პათოგენეზურად სამკურნალოდ. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, იქ უკვე ერთვება ჟანგბადით მკურნალობა. თავდაპირველად ჩვეულებრივი მეთოდით მიდის, შემდეგ კი მდგომარეობის მიხედვით ირჩევა ჟანგბადის მხარდაჭერის მეთოდები. ეს ცოტა რთული საკითხია და ძნელია ფართე საზოგადოებისთვის ახსნა.

საერთო ჯამში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ მკურნალობის დანიშვნას წინ უძღვის სერიოზული კვლევები და აზრთა შეჯერება. დღის მანძილზე ორჯერ ტარდება კონსილიუმი და თითოეული ავადმყოფის რადიოლოგიური კვლევა და ანალიზები განიხილება. მხოლოდ ამის შემდეგ წყდება, ვისთან რა მკურნალობის გზა იქნება გამართლებული.

"რამდენჯერ ქუჩაში დაგვიძინია მშივრებს..." - საფრანგეთში ლეიკემიით გარდაცვლილი ქალის უმძიმესი ისტორია, რომლის შვილიც დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო

"ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია, საქართველოში დონორები ჭირს" - რატომ უწოდებენ IV ჯგუფს "ქრისტეს სისხლს" და რა მითები უკავშირდება მას

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 539-მდე გაიზარდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"