ავტორი:

როგორ მიიღებენ ფულად კომპენსაციას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს

როგორ მიიღებენ ფულად კომპენსაციას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს

როგორ შეძლებენ ფულადი კომპენსაციის მიღებას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ხელისუფლება ერთის მხრივ დაეხმარება ბიზნესს, რომელმაც სამუშაო ადგილები შეინარჩუნა და მეორეს მხრივ, დასაქმებულებს, რომლებმა კრიზისი გამო სამსახური დაკარგეს.

გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია თვითდასაქმებულების ერთჯერადი ფინანსური დახმარებაც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაცია გამართა. გეგმაში გაწერილია თუ როგორ შეძლებენ კომპენსაციის მიღებას სხვადასხვა სფეროში დასაქმებული თვითდასაქმებულები.

მათ შორის, არარეგისტრირებულმა პირმა, რომელიც დღიურად აქირავებდა საცხოვრებელ ფართებს, ელექტრონული პორტალების მეშვეობით (airbnb.com; booking.com და სხვა), კომპენსაციის მისაღებად შესაძლებელია, წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი.

BPN.GE

"ყოფილი ქარხნის მუშა, დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-თან ბრძოლაში" - რას წერს ივანიშვილზე The Telegraph

რა გავლენას მოახდენს COVID-19 საქართველოს ეკონომიკაზე - 3 სავარაუდო სცენარი

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ