მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - წყვილმა ცოტა ხნის წინ COVID-19 გადაიტანა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - წყვილმა ცოტა ხნის წინ COVID-19 გადაიტანა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და მის სა­ცო­ლეს, კერი სა­ი­მონდს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. პრე­მი­ე­რი­სა და მისი სა­ცო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ დედა და შვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ბავ­შვი დღეს დი­ლით ლონ­დო­ნის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გაჩ­ნდა და ის ჯან­მრთე­ლი ბი­ჭია.

"პრე­მი­ერ მი­ნის­ტრსა და ქალ­ბა­ტონ სა­ი­მონდს სურთ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დონ ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სერ­ვი­სის ექიმ­თა გუნდს“ - ამ­ბობს ჯონ­სო­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

BBC-ის ცნო­ბით, 55 წლის ბო­რის ჯონ­სონ­მა და 32 წლის სა­ი­მონდსმა მარ­ტის და­სა­წყის­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბავ­შვს ელო­დე­ბოდ­ნენ. წყვი­ლი გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში და­ი­ნიშ­ნა. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ჯონ­სო­ნი და სა­ი­მონდსი პირ­ვე­ლი და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი წყვი­ლია, რო­მე­ლიც და­უ­ნინგ სტრიტ­ზე სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და. (ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი ქუჩა ლონ­დონ­ში, სა­დაც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ).

ბო­რის ჯონ­სო­ნის­თვის ეს პირ­ვე­ლი შვი­ლი არ არის. ის აქამ­დე ოთხი შვი­ლის მამა იყო. მისი შვი­ლე­ბი არი­ან ლარა, კა­სია, მილო არ­ტუ­რი და თე­ო­დორ აპო­ლო ჯონ­სო­ნე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბო­რის ჯონ­სონს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. ჯონ­სო­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა და სამ­სა­ხურს გა­სულ ორ­შა­ბათს და­უბ­რუნ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და მის სა­ცო­ლე­საც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერძი ბესო
4

კაი იმუნიტეტიანი ბოვში კი ეყოლათ ჯონსონებს )))

mmm
1

რაღა საცოლეს კაცოოო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - წყვილმა ცოტა ხნის წინ COVID-19 გადაიტანა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - წყვილმა ცოტა ხნის წინ COVID-19 გადაიტანა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს, კერი საიმონდს ვაჟი შეეძინათ. ამის შესახებ BBC წერს. პრემიერისა და მისი საცოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

მისივე ცნობით, ბავშვი დღეს დილით ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გაჩნდა და ის ჯანმრთელი ბიჭია.

"პრემიერ მინისტრსა და ქალბატონ საიმონდს სურთ მადლობა გადაუხადონ ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ექიმთა გუნდს“ - ამბობს ჯონსონის წარმომადგენელი.

BBC-ის ცნობით, 55 წლის ბორის ჯონსონმა და 32 წლის საიმონდსმა მარტის დასაწყისში განაცხადეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ. წყვილი გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. როგორც გამოცემა წერს, ჯონსონი და საიმონდსი პირველი დაუქორწინებელი წყვილია, რომელიც დაუნინგ სტრიტზე საცხოვრებლად გადავიდა. (ეს არის ისტორიული ქუჩა ლონდონში, სადაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ცხოვრობენ).

ბორის ჯონსონისთვის ეს პირველი შვილი არ არის. ის აქამდე ოთხი შვილის მამა იყო. მისი შვილები არიან ლარა, კასია, მილო არტური და თეოდორ აპოლო ჯონსონები.

აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონს რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდგინდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ვირუსი დაამარცხა და სამსახურს გასულ ორშაბათს დაუბრუნდა. კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა მის საცოლესაც. მოგვიანებით მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ კორონავირუსი გადაიტანა.