სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ მა­ი­სის ნო­მე­რი #5 (113), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

  • 50-კა­ცი­ა­ნი რაზ­მის თავ­გან­წირ­ვა ანა­რი­ის ფორ­ტში

ბა­თუ­მის აღ­მო­სავ­ლე­თით დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ანა­რი­ის ფორ­ტის ნან­გრე­ვე­ბი, რომ­ლის ის­ტო­რია ერთ ღა­მე­ში 50 და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს. ბა­თუმ­ში ფორ­ტე­ბის აშე­ნე­ბა ჯერ კი­დევ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო, შემ­დეგ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის­თვი­საც ქა­ლა­ქი ოს­მა­ლეთ­თან ომის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პლაც­დარმს წარ­მო­ად­გენ­და.

ანა­რი­ის ფორ­ტი აგე­ბუ­ლი იყო ბა­თუ­მის აღ­მო­სავ­ლე­თით არ­სე­ბულ სტრა­ტე­გი­ულ სი­მაღ­ლე­ზე 361,6. ფორ­ტის ის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო, რომ­ლის პი­რად­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია ოს­მა­ლურ არ­მი­ას, რო­დე­საც მათ 1918 წლის 1(14) აპ­რილს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი ჯა­რის არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბის გამო, ბა­თუ­მი თით­ქმის უბ­რძოლ­ვე­ლად აი­ღეს. ფორ­ტის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას მე­თა­უ­რობ­და 24 წლის მა­მა­ცი კა­პი­ტა­ნი სი­მონ შავ­გუ­ლი­ძე. მას­თან ერ­თად იყ­ვნენ კა­პი­ტა­ნი ზა­ქა­რია დო­ლი­ძე; პო­რუ­ჩი­კი აბე­სა­ლომ ხა­რა­ი­ძე, პრა­პორშჩი­კი და­ვით ვა­ნი­ძე და 50-მდე ჯა­რის­კა­ცი.

მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს დიდი ზა­რა­ლის ფა­სად და­უჯ­და ფორ­ტის აღე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი „სა­ხალ­ხო საქ­მე“ წერ­და: „გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა თით­ქმის უკა­ნას­კნე­ლი დამ­ცვე­ლი ანა­რი­ი­სა, კა­პი­ტა­ნი შავ­გუ­ლი­ძე და უკა­ნას­კნე­ლი ტყვი­ისმფრქვე­ვე­ლიც ჩა­ჩუმ­და. ოს­მა­ლო­ე­ბი ფორ­ტში შე­იჭრ­ნენ. შიგ არც ერთი ცო­ცხა­ლი ქარ­თვე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. სა­მა­გი­ე­როდ, ანა­რი­ის მწვერ­ვა­ლის კალ­თე­ბი სულ და­ფე­ნი­ლი იყო ოს­მალ­თა გვა­მე­ბით“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­პი­ტა­ნი შავ­გუ­ლი­ძე ქუ­თა­ის­ში გა­და­ას­ვე­ნეს და დაკ­რძა­ლეს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იქ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი აშენ­და და საფ­ლა­ვიც და­ი­კარ­გა, მაგ­რამ ნა­თე­სა­ვებს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის წინ მდე­ბა­რე ცა­ცხვთან მი­აქვთ ხოლ­მე აღ­დგო­მას ბზა და წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბი. ფორ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1920 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას და­უბ­რუნ­და ბა­თუმ­თან ერ­თად.

  • შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

სა­ქარ­თვე­ლო­ში შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იც­ნობ­დნენ. წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა მო­ცე­მუ­ლია XI სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო ძეგლ­ში – „უს­წო­რო კა­რა­ბა­დინ­ში“. ძველ ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შავი ჭი­რის მკურ­ნა­ლო­ბის ის მე­თო­დე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ ცნო­ბი­ლი იყო შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მკურ­ნალ­თათ­ვის. ერთი რამ სა­ერ­თო იყო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა თუ და­სავ­ლე­თის სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კი­სათ­ვის – ემ­პი­რი­უ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ეპი­დე­მი­ე­ბის დროს დაგ­როვ­და და რო­მელ­მაც უჩ­ვე­ნა, რომ ჰი­გი­ე­ნის პი­რო­ბე­ბის დაც­ვით სე­ნის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­დად­რო თავს იჩენ­და შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ის ლო­კა­ლუ­რი კე­რე­ბი, ამას­თან, ცნო­ბი­ლია პან­დე­მი­ის შემ­თხვე­ვე­ბიც. 1346 წელს ბა­ი­ბურთში გა­და­წე­რი­ლი სომ­ხუ­რი სა­ხა­რე­ბის მი­ნა­წე­რი ადას­ტუ­რებს, რომ ამ დროს „ქარ­თველ­თა ქვე­ყა­ნა­ში“ რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა მძვინ­ვა­რებს... ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის, რა ზო­მე­ბი მი­ი­ღო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში გა­მოთ­ქმუ­ლია მო­საზ­რე­ბა, 1346 წელს გი­ორ­გი V ბრწყინ­ვა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ხომ არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ას­თან.

1366 წლის­თვის ჟა­მი­ა­ნო­ბა კვლავ მო­ე­დო სა­ქარ­თვე­ლოს. სენ­მა სა­მე­ფო კარ­ზეც შე­აღ­წია. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის თქმით, შავ ჭირს ემსხვერ­პლა ბაგ­რატ V-ის მე­უღ­ლე ელე­ნე. შე­იძ­ლე­ბა ვა­რა­უ­დის სა­ხით და­ვუშ­ვათ, რომ XIV სა­უ­კუ­ნე­ში შავი ჭი­რის პან­დე­მი­ის სხვა­დას­ხვა ეტაპს ემსხვერ­პლა, სულ მცი­რე, მო­სახ­ლე­ო­ბის 10-20%-მდე და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თი კარ­დი­ნა­ლუ­რად უნდა შეც­ვლი­ლი­ყო. იქ­ნებ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ თე­მურ-ლენ­გის შე­მო­სე­ვე­ბის ჟამს ქვე­ყა­ნას არ გა­აჩ­ნდა სა­თა­ნა­დო ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რათა მტრის­თვის უფრო ქმე­დი­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ე­წია...

  • რუ­ა­ნის ტა­ძა­რი

რუ­ა­ნი­სა და ნორ­მან­დი­ის არ­ქი­ე­პის­კო­პო­სის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უდი­დე­სი გო­ტი­კუ­რი ნა­გე­ბო­ბაა. ის იყო მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა 1876-1880 წლებ­ში (კი­ოლ­ნის ტაძ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე) და დღე­საც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტა­ძა­რია საფ­რან­გეთ­ში. რუ­ა­ნის გრან­დი­ო­ზუ­ლი კა­თედ­რა­ლი ფრან­გთა სი­ა­მა­ყის სა­გა­ნი და ხე­ლო­ვან­თა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­ლავთ.

რუ­ან­ში სა­ხა­რე­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ იქა­და­გეს, როცა ის რო­მის პრო­ვინ­ცი­ის დე­და­ქა­ლაქს წარ­მო­ად­გენ­და. ეპის­კო­პო­სი პირ­ვე­ლად IV სა­უ­კუ­ნი­დან იხ­სე­ნი­ე­ბა, VII სა­უ­კუ­ნი­დან კი რუ­ა­ნი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სის რე­ზი­დენ­ცია გახ­და. პირ­ვე­ლად ბა­ზი­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია რუ­ან­ში IV სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აიგო... ვი­კინგთა შე­მო­სე­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში, 841 წელს, სა­ტაძ­რო კომ­პლექ­სი ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. 911 წელს რუ­ა­ნი ახალ­შექ­მნი­ლი ნორ­მან­დი­ის სა­ჰერ­ცო­გოს დე­და­ქა­ლა­ქი გახ­და. საფ­რან­გე­თის მე­ფემ თა­ვი­სი ასუ­ლი მი­ა­თხო­ვა ვი­კინგთა მთა­ვარ­სარ­დალს, რო­მე­ლიც პირ­ველ ჰერ­ცო­გად ეკურ­თხა და ნორ­მან­დი­ულ დი­ნას­ტი­ას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი (მისი მემ­კვიდ­რეა უი­ლი­ამ I დამ­პყრო­ბე­ლიც, ინ­გლი­სის მეფე).

ახა­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა რუ­ან­ში 1020 წელს და­ი­წყო რო­მა­ნულ სტილ­ში, 1035 წლი­დან მშე­ნებ­ლო­ბა ად­რე­უ­ლი გო­ტი­კის სტილ­ში გაგ­რძელ­და, 1200 წლის ხან­ძრის შემ­დეგ – მა­ღა­ლი გო­ტი­კის, ხოლო XV სა­უ­კუ­ნი­დან – გვი­ა­ნი გო­ტი­კის სტილ­ში... 1822 წელს მე­ხის მე­ხუ­თედ და­ცე­მამ აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქის დრო­ინ­დე­ლი შპი­ლი შე­ი­წი­რა. ახა­ლი შპი­ლი ნე­ო­გო­ტი­კურ სტილ­ში აა­გეს და 1876 წელს რუ­ა­ნის ტა­ძა­რი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნა­გე­ბო­ბად იქცა, თუმ­ცა, მხო­ლოდ ოთხი წლით.

  • რო­გორ გა­ა­ცუ­რეს ლუვ­რი მა­რი­ფა­თი­ან­მა ოდე­სელ­მა ებ­რა­ე­ლებ­მა

სა­ი­ტო­ფერ­ნი – ასე ერ­ქვა სკვი­თე­ბის ლე­გენ­და­რულ მე­ფეს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სი­სას­ტი­კით იყო ცნო­ბი­ლი. თქმუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ი­ტო­ფერნს ან­ტი­კუ­რი ქა­ლა­ქის, ოლ­ვი­ის აწი­ო­კე­ბა სურ­და. ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებ­მაც მას ოქ­როს გვირ­გვი­ნი მი­არ­თვეს, აქა­ო­და, ეს გა­მო­სას­ყი­დი იკ­მა­რე და ნუ აგ­ვა­წი­ო­კე­ბო. მე­ფეს გვირ­გვი­ნი იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ ქა­ლა­ქი აღარ და­ურ­ბე­ვია. ასე­თია ძვე­ლი ლე­გენ­და.

1896 წელს ვე­ნის ერთ-ერ­თმა გა­ზეთ­მა სენ­სა­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მას­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ყი­რიმ­ში მცხოვ­რებ­მა გლე­ხებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ნივ­თი იპო­ვეს. შე­საძ­ლოა მათ რუ­სე­თი­დან გაქ­ცე­ვა მო­უხ­დეთ, რად­გა­ნაც მთავ­რო­ბას ამ ნივ­თის კონ­ფის­კა­ცია სურ­სო... გვირ­გვი­ნი ლუვ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს აჩ­ვე­ნეს. „სკვი­თე­ბის მე­ფის გვირ­გვი­ნი“ ცნო­ბილ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­ის­წავ­ლეს, – ნა­ყალ­ბე­ვი იმ­დე­ნად მა­ღალ დო­ნე­ზე იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რომ ამას ვერც ერთი ვერ მიხ­ვდა.

მალე სკვი­თე­ბის მე­ფის გვირ­გვი­ნი ლუვრში გა­მო­ფი­ნეს. მუ­ზე­უ­მის შე­სას­ვლელ­თან უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი დად­გა. ყვე­ლას სურ­და ენა­ხა შე­დევ­რი, რო­მე­ლიც თურ­მე უბ­რა­ლო გლე­ხებ­მა იპო­ვეს და სა­ზღვარ­ზე სი­ცო­ცხლის რის­კით გა­და­ი­ტა­ნეს, რათა პა­რიზ­ში ჩა­ე­ტა­ნათ...

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. „ცო­ცხა­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი“ მე­ომ­რე­ბის­თვის
  • არ­მია და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დლე­ბი
  • გერბთმცოდ­ნე­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის ის­ტო­რია. ერეკ­ლე II-ის მე­ფო­ბი­სას შექ­მნი­ლი ქარ­თლ-კა­ხე­თის გერ­ბის ნი­მუ­შე­ბი
  • სა­მო­სე­ლი ქარ­თუ­ლი / ქარ­თველ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი (და­სას­რუ­ლი). ქუდი და გვირ­გვი­ნი XIX სა­უ­კუ­ნე­ში
  • პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა. არის­ტოკ­რატ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში – და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი ჟუ­რუ­ლის ოჯა­ხი და სო­ფე­ლი არბო
  • პერ­სო­ნა. „ერეკ­ლე მე­ფის მე­ცი­ხოვ­ნე“
  • ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­დან. თა­მა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მხატ­ვრუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის ზღვარ­ზე – „არის თუ არა ეშე­რის მხატ­ვრო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა?!“
  • ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბი. რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ნა­პო­ლე­ო­ნი

P.S. მკი­თხველ­თა სა­ყუ­რა­დღე­ბოდ - ის­ტო­რი­ა­ნის“ მომ­დევ­ნო ნო­მე­რი გა­მო­ვა სექ­ტემ­ბერ­ში. აქ­ცია 1+1: გა­მო­ცე­მის დრო­ე­ბი­თი შე­წყვე­ტის პე­რი­ოდ­ში, თქვენ ყო­ველ­თვი­უ­რად შეძ­ლებთ „ის­ტო­რი­ა­ნის“ ადრე გა­მო­სუ­ლი ორი ნომ­რის შე­ძე­ნას ერ­თის ფა­სად

აქ­ცია 1+1: ფასი წიგ­ნის გა­რე­შე - 3 ლარი, ფასი წიგნ­თან ერ­თად - 9 ლარი

თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი წიგ­ნე­ბი:

  • ივ­ნის­ში - „სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია“, ტომი 2, „თბი­ლი­სი“
  • ივ­ლის­ში - „სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია“, ტომი 3, „ომი და მე­ომ­რე­ბი“
  • აგ­ვის­ტო­ში - „სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია“, ტომი 4, „სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა“
  • სექ­ტემ­ბერ­ში - „სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია“, ტომი 5, „ვახ­ტანგ VI“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომერი #5 (113), რომელშიც წაიკითხავთ:

  • 50-კაციანი რაზმის თავგანწირვა ანარიის ფორტში

ბათუმის აღმოსავლეთით დღემდეა შემორჩენილი ანარიის ფორტის ნანგრევები, რომლის ისტორია ერთ ღამეში 50 დაღუპული ქართველი მეომრის ისტორიას ინახავს. ბათუმში ფორტების აშენება ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის პერიოდში დაიწყო, შემდეგ რუსეთის იმპერიისთვისაც ქალაქი ოსმალეთთან ომისთვის მნიშვნელოვან პლაცდარმს წარმოადგენდა.

ანარიის ფორტი აგებული იყო ბათუმის აღმოსავლეთით არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეზე 361,6. ფორტის ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომლის პირადმა შემადგენლობამ წინააღმდეგობა გაუწია ოსმალურ არმიას, როდესაც მათ 1918 წლის 1(14) აპრილს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქართული ჯარის არაორგანიზებულობის გამო, ბათუმი თითქმის უბრძოლველად აიღეს. ფორტის პირად შემადგენლობას მეთაურობდა 24 წლის მამაცი კაპიტანი სიმონ შავგულიძე. მასთან ერთად იყვნენ კაპიტანი ზაქარია დოლიძე; პორუჩიკი აბესალომ ხარაიძე, პრაპორშჩიკი დავით ვანიძე და 50-მდე ჯარისკაცი.

მოწინააღმდეგეს დიდი ზარალის ფასად დაუჯდა ფორტის აღება. როგორც გაზეთი „სახალხო საქმე“ წერდა: „გმირულად დაიღუპა თითქმის უკანასკნელი დამცველი ანარიისა, კაპიტანი შავგულიძე და უკანასკნელი ტყვიისმფრქვეველიც ჩაჩუმდა. ოსმალოები ფორტში შეიჭრნენ. შიგ არც ერთი ცოცხალი ქართველი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ანარიის მწვერვალის კალთები სულ დაფენილი იყო ოსმალთა გვამებით“. მოგვიანებით კაპიტანი შავგულიძე ქუთაისში გადაასვენეს და დაკრძალეს მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში. საბჭოთა პერიოდში იქ ადმინისტრაციული შენობები აშენდა და საფლავიც დაიკარგა, მაგრამ ნათესავებს ქუთაისის მერიის წინ მდებარე ცაცხვთან მიაქვთ ხოლმე აღდგომას ბზა და წითელი კვერცხები. ფორტი მოგვიანებით, 1920 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუბრუნდა ბათუმთან ერთად.

  • შავი ჭირის ეპიდემიები საქართველოში

საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიას უძველესი დროიდან იცნობდნენ. წერილობით წყაროებში დაავადების პირველი აღწერილობა მოცემულია XI საუკუნის ქართულ სამედიცინო ძეგლში – „უსწორო კარაბადინში“. ძველ ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში შავი ჭირის მკურნალობის ის მეთოდებია გადმოცემული, რომელიც საერთოდ ცნობილი იყო შუა საუკუნეების მკურნალთათვის. ერთი რამ საერთო იყო აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის საექიმო პრაქტიკისათვის – ემპირიული ცოდნა, რომელიც ეპიდემიების დროს დაგროვდა და რომელმაც უჩვენა, რომ ჰიგიენის პირობების დაცვით სენის გავრცელების შეჩერება შესაძლებელი იყო.

შუა საუკუნეების საქართველოში დროდადრო თავს იჩენდა შავი ჭირის ეპიდემიის ლოკალური კერები, ამასთან, ცნობილია პანდემიის შემთხვევებიც. 1346 წელს ბაიბურთში გადაწერილი სომხური სახარების მინაწერი ადასტურებს, რომ ამ დროს „ქართველთა ქვეყანაში“ რაღაც საშინელება მძვინვარებს... ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა ზომები მიიღო ხელისუფლებამ. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, 1346 წელს გიორგი V ბრწყინვალის გარდაცვალება ხომ არ იყო დაკავშირებული შავი ჭირის ეპიდემიასთან.

1366 წლისთვის ჟამიანობა კვლავ მოედო საქართველოს. სენმა სამეფო კარზეც შეაღწია. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, შავ ჭირს ემსხვერპლა ბაგრატ V-ის მეუღლე ელენე. შეიძლება ვარაუდის სახით დავუშვათ, რომ XIV საუკუნეში შავი ჭირის პანდემიის სხვადასხვა ეტაპს ემსხვერპლა, სულ მცირე, მოსახლეობის 10-20%-მდე და საქართველოს დემოგრაფიული სურათი კარდინალურად უნდა შეცვლილიყო. იქნებ ამანაც განაპირობა, რომ თემურ-ლენგის შემოსევების ჟამს ქვეყანას არ გააჩნდა სათანადო ადამიანური რესურსი, რათა მტრისთვის უფრო ქმედითი წინააღმდეგობა გაეწია...

  • რუანის ტაძარი

რუანისა და ნორმანდიის არქიეპისკოპოსის საკათედრო ტაძარი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გოტიკური ნაგებობაა. ის იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1876-1880 წლებში (კიოლნის ტაძრის დასრულებამდე) და დღესაც ყველაზე მაღალი ტაძარია საფრანგეთში. რუანის გრანდიოზული კათედრალი ფრანგთა სიამაყის საგანი და ხელოვანთა შთაგონების წყარო გახლავთ.

რუანში სახარება ჯერ კიდევ მაშინ იქადაგეს, როცა ის რომის პროვინციის დედაქალაქს წარმოადგენდა. ეპისკოპოსი პირველად IV საუკუნიდან იხსენიება, VII საუკუნიდან კი რუანი არქიეპისკოპოსის რეზიდენცია გახდა. პირველად ბაზილიკური ეკლესია რუანში IV საუკუნის ბოლოს აიგო... ვიკინგთა შემოსევების პერიოდში, 841 წელს, სატაძრო კომპლექსი ხანძარმა გაანადგურა. 911 წელს რუანი ახალშექმნილი ნორმანდიის საჰერცოგოს დედაქალაქი გახდა. საფრანგეთის მეფემ თავისი ასული მიათხოვა ვიკინგთა მთავარსარდალს, რომელიც პირველ ჰერცოგად ეკურთხა და ნორმანდიულ დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (მისი მემკვიდრეა უილიამ I დამპყრობელიც, ინგლისის მეფე).

ახალი ტაძრის მშენებლობა რუანში 1020 წელს დაიწყო რომანულ სტილში, 1035 წლიდან მშენებლობა ადრეული გოტიკის სტილში გაგრძელდა, 1200 წლის ხანძრის შემდეგ – მაღალი გოტიკის, ხოლო XV საუკუნიდან – გვიანი გოტიკის სტილში... 1822 წელს მეხის მეხუთედ დაცემამ აღორძინების ეპოქის დროინდელი შპილი შეიწირა. ახალი შპილი ნეოგოტიკურ სტილში ააგეს და 1876 წელს რუანის ტაძარი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად იქცა, თუმცა, მხოლოდ ოთხი წლით.

  • როგორ გააცურეს ლუვრი მარიფათიანმა ოდესელმა ებრაელებმა

საიტოფერნი – ასე ერქვა სკვითების ლეგენდარულ მეფეს, რომელიც თავისი სისასტიკით იყო ცნობილი. თქმულების თანახმად, საიტოფერნს ანტიკური ქალაქის, ოლვიის აწიოკება სურდა. ქალაქის მცხოვრებლებმაც მას ოქროს გვირგვინი მიართვეს, აქაოდა, ეს გამოსასყიდი იკმარე და ნუ აგვაწიოკებო. მეფეს გვირგვინი იმდენად მოეწონა, რომ ქალაქი აღარ დაურბევია. ასეთია ძველი ლეგენდა.

1896 წელს ვენის ერთ-ერთმა გაზეთმა სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ ყირიმში მცხოვრებმა გლეხებმა მნიშვნელოვანი ისტორიული ნივთი იპოვეს. შესაძლოა მათ რუსეთიდან გაქცევა მოუხდეთ, რადგანაც მთავრობას ამ ნივთის კონფისკაცია სურსო... გვირგვინი ლუვრის წარმომადგენლებს აჩვენეს. „სკვითების მეფის გვირგვინი“ ცნობილმა სპეციალისტებმა შეისწავლეს, – ნაყალბევი იმდენად მაღალ დონეზე იყო შესრულებული, რომ ამას ვერც ერთი ვერ მიხვდა.

მალე სკვითების მეფის გვირგვინი ლუვრში გამოფინეს. მუზეუმის შესასვლელთან უზარმაზარი რიგები დადგა. ყველას სურდა ენახა შედევრი, რომელიც თურმე უბრალო გლეხებმა იპოვეს და საზღვარზე სიცოცხლის რისკით გადაიტანეს, რათა პარიზში ჩაეტანათ...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. „ცოცხალი ფოტოსურათები“ მეომრებისთვის
  • არმია და დამოუკიდებლობა. პირველი რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლები
  • გერბთმცოდნეობა. საქართველოს სახელმწიფო გერბის ისტორია. ერეკლე II-ის მეფობისას შექმნილი ქართლ-კახეთის გერბის ნიმუშები
  • სამოსელი ქართული / ქართველთა თავსაბურავი (დასასრული). ქუდი და გვირგვინი XIX საუკუნეში
  • პირველი რესპუბლიკა. არისტოკრატთა შთამომავლები დამოუკიდებლობის სამსახურში – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ფინანსთა მინისტრის, გიორგი ჟურულის ოჯახი და სოფელი არბო
  • პერსონა. „ერეკლე მეფის მეციხოვნე“
  • ხელოვნების ისტორიიდან. თამაში მეცნიერებისა და მხატვრული შემოქმედების ზღვარზე – „არის თუ არა ეშერის მხატვრობა ხელოვნება?!“
  • ისტორიული ფიგურები. როგორ გამოიყურებოდა ნაპოლეონი

P.S. მკითხველთა საყურადღებოდ - ისტორიანის“ მომდევნო ნომერი გამოვა სექტემბერში. აქცია 1+1: გამოცემის დროებითი შეწყვეტის პერიოდში, თქვენ ყოველთვიურად შეძლებთ „ისტორიანის“ ადრე გამოსული ორი ნომრის შეძენას ერთის ფასად

აქცია 1+1: ფასი წიგნის გარეშე - 3 ლარი, ფასი წიგნთან ერთად - 9 ლარი

თვეების მიხედვით შემოთავაზებული იქნება შემდეგი წიგნები:

  • ივნისში - „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, ტომი 2, „თბილისი“
  • ივლისში - „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, ტომი 3, „ომი და მეომრები“
  • აგვისტოში - „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, ტომი 4, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“
  • სექტემბერში - „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, ტომი 5, „ვახტანგ VI“

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეთხუთმეტე თავი)

27 აპრილიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ქართველი მეფეების“ ახალი ტომი - „ლეონ II” უკვე ხელმისაწვდომია

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღებისათვის 3 დღე დარჩა