ავტორი:

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ინდოელი მსახიობი, რომელსაც წარმატებული კარიერა ჰქონდა როგორც ბოლივუდში, ასევე დასავლურ კინოინდუსტრიაში, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც "გარდიანი" წერს, ის გასულ სამშაბათს მუმბაის კლინიკაში ნაწლავის ინფექციით მიიყვანეს. მსახიობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

2018 წელს ირფან ხანს ნეიროენდოკრინული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობის შემდეგ ის გამოჯანმრთელდა და მონაწილეობა მიიღო ფილმში Angrezi Medium, რომელიც მსახიობისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

მისი ფილმებიდან მსოფლიოსთვის ყველაზე მეტად ცნობილია ოსკაროსანი სურათი - "მილიონერი ღარიბთა უბნიდან“ (Slumdog Millionaire), რომელსაც ქართველი მაყურებელიც კარგად იცნობს. ფილმში ირფან ხანი პოლიციის ინსპექტორის როლს ასრულებს.

ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა "იურული პარკი", "პის ცხოვრება" , "ძლიერი გული", "წარმოუდგენელი ადამიანი ობობა" და სხვ.

ირფან ხანი ცოლთან ერთად.

მსახიობი 1966 წელს ინდოეთში საბურავების გამყიდველის ოჯახში დაიბადა. მან დაამთავრა დრამის სკოლა და ბოლივუდის კინოინდუსტრიაში წარმატების მოსაპოვებლად იბრძოდა. თავდაპირველად ინდურ საპნის ოპერებში თამაშობდა, თუმცა მოგვიანებით უფრო სერიოზული შემოთავაზებებიც მიიღო.

"მე ამ ინდუსტრიაში იმიტომ ვარ, რომ ისტორიები მოგიყვეთ და შევქმნა ისეთი ფილმები, რომლებიც ისტორიაში დარჩება“, - თქვა მსახიობმა 2013 წელს.

მსახიობს დარჩა ცოლი - სუტაპა შიქტარი და ვაჟები - ბაბილი და აიანი.

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა მსახიობი ჯონი ლი მილერის ბინაში "გამოიჭირეს"