დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც - ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში.
მისი თქმით, საზოგადოებამ ახალი ტიპის რესპირატორულ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.
"ბევრმა ქვეყანამ დაწესებული შეზღუდვები მოუშვეს, რადგან ახალი შემთხვევების კლება აქვთ. ასევე კლება აქვთ სიკვდილიანობის... რატომ? იმიტომ რომ ძირითადი თეზა აქ რჩება, რომ ახალი კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც - ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში. ჩვენ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ახალი ტიპის რესპირატორულ ვირუსთან.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ შეზღუდვების პირველი მოხსნა მიიღეს ისე, თითქოს კორონავირუსი დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ. არა ბატონო, ეს არის პირველი ნაბიჯი შემსუბუქების.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიდი ხნით მოგვიწევს დახურულ შენობებში პირბადით სიარული, ასევე დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა. ასევე დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს შეკრებებისგან თავის არიდება" - აღნიშნა გამყრელიძემ ტელეკომპანია "პირველში" საუბრისას.
1959 წელს ალეკსეი კოკორეკინი რითი დაავადდა და როგორ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა როგორ იმუშავა ექიმებმა და კკბმ ეს ჩემზე კარგად იცით თქვენ ბატონო ამირან ( სრულიად პანიკის გარეშე). ეხა მხოლოდ პანიკაა იმიტომ რომ იმას რასაც ხალხისგან ითხოვთ თქვენ და არა მარტო თქვენ, პირველ რიგში ამ წესების დაცვა თქვენგან უნდა ვისწავლოთ უბრალო ხალხმა სამწუხაროდ ესე არაა. რაც შეეხება კორონას , იმდენი ინფორმავიაა რომ ადამიანმა აღარ იცის რას და ვის დაუჯეროს აი ამიტომ მე მგონი ცოტა ხალხსაც ჭირდება გამხნევება (ალბათ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ)...მე ბოდიშს გიხდით თქვენ რათქმაუნდა პროფესიონალი ბრძანდებით როგორც გინდათ ისე მოიქეცით მაგრამ 5 გამოსვლიდან ერთი გამხნევება რო იყოს უფრო დაგიჯერებს უბრალო ხალხი
ცოტა კონკრეტულები რომ ვიყოთ არ შეიძლება? სულ ჩვენთან იქნება რას ნიშნავს? სულ ჩვენთან აქამდეც ბევრი ვირუსი იყო და იქნება, მაგრამ თვეობით სახლში არ გამოვკეტილვართ. გასაგებია რომ დეპორტირებას ვერ გავუკეთებთ, მაგრამ სულ ჩვენთან რა ფორმით იქნება? ვერც ჩვენ გამოვიმუშავებთ იმუნიტეტს და ვერც ვაქცინას შექმნიან? ან ეს დიდხანს პირბადეებით ცხოვრება რას ნიშნავს? დიდხანს ერთისათვის შეიძლება 2 თვე იყოს და ვიღაცისთვის 2 წელი., თანაცხოვრება რა, საშვილიშვილოდ ასე ვიქნებით? ამდენი ხნის წინ ეს ვივარაუდეთ და ასე მოხდაო, იმდენი ხნის წინ ის ვივარაუდეთ და გამართლდაო და იმის მიახლოებული ვადები კი არა, თუნდაც ცოტა გაწელილი რომ ითქვას. არა, სულ ჩვენთან იქნება და თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთო. და ისე თვითონ ვირუსი სწავლობსო თანაცხოვრებას? ხოდა, ყველა ქვეყანაში რომ ისწავლის თანაცხოვრებას, მოიხსნიან პირბადეებს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მსოფლიო მუშაობას და ცხოვრებას, ჩვენ მაშინ კვირაში ერთხელ რომ ვიცხოვროთ და ვიმუშავოთ თავისუფლად შეიძლება? თუ კორონას ჩვენ ნამეტანი მოვეწონეთ და ასე დავრჩებით?