მთავრობის მიერ გაწერილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 300 ლარის ოდენობით დახმარებას თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებიც მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.
"დახმარებების პაკეტში მიკროავტობუსების მძღოლებიც მოხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი მოხვდებიან თვითდასაქმებულთა პაკეტში და მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებაში. ისინი ემსახურებოდნენ ექიმებს, მერიის თანამშრომლებს, ჩვენს კონტრაქტორებს.
დაახლოებით 500-600 მანქანა ემსახურებოდა ყველა ამ მიმართულებით ქალაქს, ასევე, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანაში.იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც კარანტინი უმთავრდება მიგვყავს საკუთარ საცხოვრებელ სახლამდე ამ ყველაფერში ჩართული იყო ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები. თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ
შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.
მიკროავტობუსების მძღოლები თურმე თვითდასაქმებულები ყოფილან!!! არადა მათ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და აქამდე დაქირავებულებად ითვლებოდნენ, ახლა კი, როცა ხელისუფლებას ასე აწყობს, უცბად გადაბარგდნენ თვითდასაქმებულთა კატეგორიაში და სახელმწიფო 1200 ლარის მაგიერ 300 ლარს გადაუხდის!!! წარმოიდგინეთ, ამ ერთი აფიორით რამხელა შემოსავალს იტოვებს სახელმწიფო!!! კატეგორიულად მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, მოეშვას ამ ინტრიგანობას და გადაუხადოს ხალხს ის თანხა, რაც ეკუთვნის, ჯერ ისედაც რას უხდით და ახლა იმის გადახდაც არ გნებავთ!!! არ დამბლოკოთ!!!