საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითდასაქმებულთა ორი კატეგორია, რომელიც მაისიდან მიიღებს 300-ლარიან, ერთჯერად კომპენსაციას
თვითდასაქმებულთა ორი კატეგორია, რომელიც მაისიდან მიიღებს 300-ლარიან, ერთჯერად კომპენსაციას

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რა შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებს თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი ერთჯე­რად, 300-ლა­რი­ან კომ­პენ­სა­ცი­ას. რო­გორც მან დღეს გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა ყვე­ლა ის ფი­ზი­კუ­რი პირი, რო­მე­ლიც ეწე­ო­და რა­ი­მე ტი­პის ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას და იღებ­და შე­მო­სა­ვალს, გარ­და და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი­სა.

ხუ­ციშ­ვი­ლის თქმით, ეს პი­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს ორ კა­ტე­გო­რი­ად:

  • ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში რა­ი­მე ფორ­მით გა­დამ­ხდე­ლად
  • პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეწე­ოდ­ნენ ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, ჰქონ­დათ შე­მო­სა­ვა­ლი, თუმ­ცა, არ არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში და არ ჩანს მათი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა

"მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სი­დან იწყე­ბა ერთჯე­რა­დი ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­წე­ვა თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნა შე­მო­სავ­ლის წყა­როს შე­სა­ხებ. ამ ეტაპ­ზე ჩვენ მიერ უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 150 ათა­სამ­დე თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­მელ­საც არ დას­ჭირ­დე­ბა არა­ნა­ი­რი შე­მო­სავ­ლის წყა­როს და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­მოდ­გე­ნა და ეს იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არის საკ­მა­ოდ ცხა­დი.

რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი კი­დევ იყო­ფი­ან კა­ტე­გო­რი­ე­ბად იმის მი­ხედ­ვით, თუ რა სა­გა­და­სა­ხა­დო სტა­ტუ­სი გა­აჩ­ნი­ათ მათ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში," - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბად ით­ვლე­ბა მათ შო­რის მცი­რე ბიზ­ნე­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მე­წარ­მე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი და ასე­ვე, ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მე­წარ­მე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი.

"მცი­რე ბიზ­ნე­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მე­წარ­მე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია ხდე­ბა მათ მიერ 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში წარ­დგე­ნი­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ასე­ვე, სა­კონ­ტრო­ლო სა­ლა­რო აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, ჩე­კე­ბის მი­ხედ­ვით.

კერ­ძოდ, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მცი­რე მე­წარ­მის სტა­ტუ­სის მქო­ნე პირს, ერთხელ მა­ინც აქვს წარ­დგე­ნი­ლი 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში დეკ­ლა­რა­ცია ან ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ერთხელ მა­ინც თუ აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­კონ­ტრო­ლო სა­ლა­რო აპა­რა­ტი და ამორ­ტყმუ­ლი აქვს სა­კონ­ტრო­ლო სა­ლა­რო აპა­რა­ტის ჩეკი, მას შე­ეძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ერთჯე­რა­დი კომ­პენ­სა­ცია. ასე­ვე, მე­წარ­მე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ამ შემ­თხვე­ვა­შიც გან­მსა­ზღვრე­ლი იქ­ნე­ბა კრი­ტე­რი­უ­მად დეკ­ლა­რა­ცია. თუ მათ ერთხელ მა­ინც აქვთ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ან ერთხელ მა­ინც თუ აქვთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­კონ­ტრო­ლო სა­ლა­რო აპა­რა­ტი. გარ­და ამი­სა, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში იგ­ზავ­ნე­ბა ბაზ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­გან შე­სა­ბა­მი­სი სი­ე­ბი და ესე­თი პირი თუ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ სი­ა­ში, მას შე­ეძ­ლე­ბა მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცია.

ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია ამ იდენ­ტი­ფიც­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­დან ერთ-ერთს მა­ინც თუ აკ­მა­ყო­ფი­ლებს პირი, მას შე­უძ­ლია და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის გა­რე­შე მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცია," - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

უმუშევრებს არ ეხმარებიან

იმდენი სამუშაო ადგილი ქონდათ

ვერ წარმოუდგენიათ რომ ამ ქვეყანაში შეიძლება უმუშევრებიც იყვნენ

რომლებიც სასწაულად უძლებენ ესთვეებია

სამარცხვინო მთავრობა

 

ნიკოლოზი
0

რაღა დასაბუთება გინდათ

არსად რომ არ ჩანს რომ შემოსავალი მაქვს

რა გინდათ 

რას გვერჩით

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თვითდასაქმებულთა ორი კატეგორია, რომელიც მაისიდან მიიღებს 300-ლარიან, ერთჯერად კომპენსაციას

თვითდასაქმებულთა ორი კატეგორია, რომელიც მაისიდან მიიღებს 300-ლარიან, ერთჯერად კომპენსაციას

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული ერთჯერად, 300-ლარიან კომპენსაციას. როგორც მან დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, კომპენსაციის მიღების მიზნებისთვის, თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

ხუციშვილის თქმით, ეს პირები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად:

  • ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად
  • პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა, არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა

"მიმდინარე წლის მაისიდან იწყება ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაწევა თვითდასაქმებულებისთვის. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის მისაღებად არ იქნება საჭირო არანაირი დამატებითი ინფორმაციის, მტკიცებულების წარმოდგენა შემოსავლის წყაროს შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე თვითდასაქმებული, რომელსაც არ დასჭირდება არანაირი შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და ეს იდენტიფიკაციის კრიტერიუმები არის საკმაოდ ცხადი.

რეგისტრირებული თვითდასაქმებულები კიდევ იყოფიან კატეგორიებად იმის მიხედვით, თუ რა საგადასახადო სტატუსი გააჩნიათ მათ შემოსავლების სამსახურში," - განაცხადა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, რეგისტრირებული თვითდასაქმებულებად ითვლება მათ შორის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ასევე, ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებული მეწარმე ფიზიკური პირები.

"მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია ხდება მათ მიერ 2020 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, ასევე, საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენებით, ჩეკების მიხედვით.

კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს, ერთხელ მაინც აქვს წარდგენილი 2020 წლის პირველ კვარტალში დეკლარაცია ან ამავე პერიოდში, ერთხელ მაინც თუ აქვს გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და ამორტყმული აქვს საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი, მას შეეძლება მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია. ასევე, მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობის ტერიტორიაზე.

ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელი იქნება კრიტერიუმად დეკლარაცია. თუ მათ ერთხელ მაინც აქვთ ჩაბარებული დეკლარაცია 2020 წლის პირველ კვარტალში ან ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში იგზავნება ბაზრობის ორგანიზატორებისგან შესაბამისი სიები და ესეთი პირი თუ დაფიქსირებული იქნება ამ სიაში, მას შეეძლება მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.

ამ შემთხვევაში საუბარია ამ იდენტიფიცრების საშუალებიდან ერთ-ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს პირი, მას შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია," - განაცხადა ხუციშვილმა.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა

უცხოეთიდან საქართველოში კიდევ 89 მოქალაქე დაბრუნდა - საკარანტინო სივრცეებში სულ 5018 ადამიანია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა