კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები - მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები - როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, მზად არიან ამ ჯგუფების ტესტირება ხვალიდან განხორციელდეს.
„რეალურად მზად ვართ, რომ ტესტირება ხვალიდან დავიწყოთ, თუმცა გარკვეული დოკუმენტური პროცედურების დასრულების შემდეგ თარიღს ზუსტად გამოვაცხადებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
თავშსაფარში თუ არავინ შეუტანა ისე როგორ გაჩნდება, მორიგი სიშტერე მინისტრის, საზღვარი აღარ აქვს მის უაზრობას,
ის როგორ იყო, საერთო კოვზით გადასვლაზე ცდა არ ჩაგვიტარებია და არ ვიცით გადავა თუ არაო კოვიდი. :)?