კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა
ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა

1986 წლის 27 აპ­რილს, კი­ე­ვის „დი­ნა­მომ“ და მოს­კო­ვის „სპარ­ტაკ­მა“ სსრკ-ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე-7 ტუ­რის მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რეს - მატ­ჩი კი­ე­ვე­ლებ­მა 2:1 მო­ი­გეს.

...მაგ­რამ შე­დე­გი ამ დღეს ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რაც იმ მატ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა არც იცოდ­ნენ: მათ მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის ეპი­ცენ­ტრი­დან 100 კი­ლო­მეტრში ითა­მა­შეს. წინა დღეს, ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ავა­რია მოხ­და - კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ტექ­ნო­გე­ნუ­რი კა­ტას­ტრო­ფა.

”ჩვენ ისე გვე­რი­დე­ბოდ­ნენ, რო­გორც კეთ­რო­ვა­ნებს. რო­გორ იმოქ­მე­და ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფამ ფეხ­ბურთზე“ - ამ სა­თა­უ­რით გა­მო­ცე­მა „ჩემ­პი­ო­ნატ­მა“ ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ში 1986 წლის 26 აპ­რილს მოხ­დარ ავა­რი­ა­ზე წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დი­ი­დან მე­ო­რე დღეს გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩი გა­იხ­სე­ნა.

"27 აპ­რილს, რა­დი­ა­ცი­ის ეპი­ცენ­ტრი­დან მხო­ლოდ ასი კი­ლო­მეტრში, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, კი­ე­ვის „დი­ნა­მომ“ სსრკ ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­რი­გი ტურ­ში მოს­კო­ვის „სპარ­ტაკს“ უმას­პინ­ძლა. თა­მა­შობ­დნენ სსრკ-ს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გუნ­დე­ბი, რო­მელ­თა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც (ძი­რი­თა­დად კი­ე­ვის, რა თქმა უნდა), საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის არა­თუ ხერ­ხე­მალს, ბირ­თვს წარ­მო­ად­გენ­დნენ. კი­ე­ვის რეს­პუბ­ლი­კუ­რი არე­ნის ტრი­ბუ­ნა­ზე პრინ­ცი­პულ მატჩს თვალს 82 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებ­და“ - წერს გა­მო­ცე­მა.

ვლა­დი­მერ ბე­სო­ნო­ვი, რო­მე­ლიც 1986 წელს კი­ე­ვის „დი­ნა­მოს“ მცვე­ლი იყო, აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში ქარ­თვე­ლი თავ­დამ­სხმე­ლის, რეზო ჩე­ლე­ბა­ძის დახ­მა­რე­ბის ამ­ბავს იხ­სე­ნებს:

"ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შემ­დეგ, მე და ბალ­მა ოჯა­ხე­ბი ქო­ბუ­ლეთ­ში რე­ვაზ ჩე­ლე­ბა­ძეს­თან გა­ვაგ­ზავ­ნეთ. ყვე­ლას ოჯახს და ახ­ლობ­ლებს კი­ე­ვი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა შორს ვუშ­ვებ­დით. გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად წი­თელ ღვი­ნოს ვსვამ­დით.

ავა­რია აპ­რი­ლის ბო­ლოს მოხ­და. ამის შე­სა­ხებ „სპარ­ტაკ­თან“ მატ­ჩის შემ­დეგ ავ­ტო­ბუს­ში შე­ვი­ტყვე. ლო­ბა­ნოვ­სკიმ თა­ნა­შემ­წეს უთხრა - "ჩერ­ნო­ბი­ლის სად­გურ­ზე რე­აქ­ტო­რი აფეთ­ქდა. სა­ში­ში არა­ფე­რია. ხან­ძა­რი ჩა­აქ­რეს, ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა“. მა­შინ ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. დე­ტა­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში საფ­რან­გეთ­ში გა­ვი­გეთ, სა­დაც თასე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის ფი­ნა­ლის თა­მა­ში გვქონ­და. იქ, ჩერ­ნო­ბი­ლის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ებს ყვე­ლა არხზე ატ­რი­ა­ლებ­დნენ. ჩვენ ისე გვე­რი­დე­ბოდ­ნენ, რო­გორც კეთ­რო­ვა­ნებს, თქვენ დას­ხი­ვე­ბუ­ლე­ბი ხარ­თო... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა

ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა

1986 წლის 27 აპრილს, კიევის „დინამომ“ და მოსკოვის „სპარტაკმა“ სსრკ-ის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი ჩაატარეს - მატჩი კიეველებმა 2:1 მოიგეს.

...მაგრამ შედეგი ამ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც იმ მატჩის მონაწილეებმა არც იცოდნენ: მათ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის ეპიცენტრიდან 100 კილომეტრში ითამაშეს. წინა დღეს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტექნოგენური კატასტროფა.

”ჩვენ ისე გვერიდებოდნენ, როგორც კეთროვანებს. როგორ იმოქმედა ჩერნობილის კატასტროფამ ფეხბურთზე“ - ამ სათაურით გამოცემა „ჩემპიონატმა“ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის 26 აპრილს მოხდარ ავარიაზე წერილი გამოაქვეყნა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან მეორე დღეს გამართული მატჩი გაიხსენა.

"27 აპრილს, რადიაციის ეპიცენტრიდან მხოლოდ ასი კილომეტრში, თითქოს არაფერი მომხდარა, კიევის „დინამომ“ სსრკ ჩემპიონატის მორიგი ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა. თამაშობდნენ სსრკ-ს ყველაზე ძლიერი გუნდები, რომელთა ფეხბურთელებიც (ძირითადად კიევის, რა თქმა უნდა), საბჭოთა ნაკრების არათუ ხერხემალს, ბირთვს წარმოადგენდნენ. კიევის რესპუბლიკური არენის ტრიბუნაზე პრინციპულ მატჩს თვალს 82 ათასი ადამიანი ადევნებდა“ - წერს გამოცემა.

ვლადიმერ ბესონოვი, რომელიც 1986 წელს კიევის „დინამოს“ მცველი იყო, აღნიშნულ სტატიაში ქართველი თავდამსხმელის, რეზო ჩელებაძის დახმარების ამბავს იხსენებს:

"ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, მე და ბალმა ოჯახები ქობულეთში რევაზ ჩელებაძესთან გავაგზავნეთ. ყველას ოჯახს და ახლობლებს კიევიდან რაც შეიძლება შორს ვუშვებდით. გამოსხივებისგან თავის დასაცავად წითელ ღვინოს ვსვამდით.

ავარია აპრილის ბოლოს მოხდა. ამის შესახებ „სპარტაკთან“ მატჩის შემდეგ ავტობუსში შევიტყვე. ლობანოვსკიმ თანაშემწეს უთხრა - "ჩერნობილის სადგურზე რეაქტორი აფეთქდა. საშიში არაფერია. ხანძარი ჩააქრეს, ორი ადამიანი დაიღუპა“. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რამდენად სერიოზული ამბავი მოხდა. დეტალები რამდენიმე დღეში საფრანგეთში გავიგეთ, სადაც თასების მფლობელთა თასის ფინალის თამაში გვქონდა. იქ, ჩერნობილის შესახებ სიახლეებს ყველა არხზე ატრიალებდნენ. ჩვენ ისე გვერიდებოდნენ, როგორც კეთროვანებს, თქვენ დასხივებულები ხართო... წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანა იგეგმება, რომლითაც ბავშვების გადაყვანას შეძლებთ - სერვისის საფასურს მეტრომანით დაფარავთ

შსს სასაფლაოებთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართავს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა