სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარშრუტკების" შესყიდვა გადაიდო - კახა კალაძე მიზეზს განმარტავს
"მარშრუტკების" შესყიდვა გადაიდო - კახა კალაძე მიზეზს განმარტავს

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის შეს­ყიდ­ვა დრო­ე­ბით გა­და­ი­დო, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მათ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ძენს. რო­გორც კახა კა­ლა­ძემ „ფე­ის­ბუ­ქით“ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას აღ­ნიშ­ნა, როცა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბა, რის­კე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­წო­დე­ბა და მო­თხოვ­ნე­ბი მა­ინც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

„იმის­თვის, რომ ქა­ლაქ­ში სუფ­თა ჰა­ე­რი იყოს და მდგო­მა­რე­ო­ბა მო­წეს­რიგ­დეს, ძა­ლი­ან ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მა­გა­ლი­თად, და­წყე­ბუ­ლი გვაქვს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მთლი­ა­ნი გა­ნახ­ლე­ბა და ახა­ლი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ავ­ტო­ბუ­სე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა, ეს პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია. ასე­ვე, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მთლი­ა­ნი ჩა­ნაც­ვლე­ბა და გა­ნახ­ლე­ბა მოხ­დე­ბა. უკვე ტენ­დე­რი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­სა­ძე­ნად, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­და­თა­მა­შე­ბა მოხ­და. დრო­ე­ბით გა­და­ი­დო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის შეს­ყიდ­ვა, თუმ­ცა ეს რა თქმა უნდა, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ჩვენ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს შე­ვის­ყი­დით. მაგ­რამ ეს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა, რად­გან დღეს, დღის წეს­რიგ­ში სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბია. ჩვენ ასე­ვე ბევ­რი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ არ­სე­ბუ­ლი სკვე­რე­ბის, პარ­კე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და ზა­ფხულ­ში უნდა დას­რულ­დეს.

ალ­ბათ, ქა­ლაქ­ში შე­ამ­ჩნევ­დით გზა­გამ­ყო­ფებს, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ბე­ტო­ნით იყო და­ფა­რუ­ლი. ყველ­გან, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, გა­ვამ­წვა­ნეთ, შევ­ქმე­ნით მწვა­ნე სივ­რცე, რად­გან დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვენს ქა­ლაქს, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მწვა­ნე სივ­რცე და სუფ­თა ჰა­ე­რი სჭირ­დე­ბა, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბით­ვის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის. ჩვენ მო­მა­ვალ­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ, ყო­ველ­თვის ამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რო­ბა­ში არ ვიქ­ნე­ბით, ნელ-ნელა ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას უნდა და­ვუბრნ­დეთ, და­ი­წყე­ბა სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის გახ­სნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის, მაგ­რამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ, უნდა გა­ვურ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს, ერ­თმა­ნე­თის ჯამ­რთე­ლო­ბას, და­ვიც­ვათ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა პირ­ბა­დე­ე­ბის ქონა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა. როცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის რიტმს და­ვუბ­რუნ­დე­ბით მა­ში­ნაც, ყვე­ლა იმ მო­წო­დე­ბი­სა და მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მოგ­ვი­წევს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი ვი­ყოთ, რად­გან სა­უ­ბა­რია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრანსპორტდამოკიდებული
15

დისტანცია რამდენი იქნება ახალ მარშუტკაში, 25 სანტიმეტრი?!.. თუ სამ კაცზე მეტს არ ჩაისვამენ?!..

ელენე
1

არა ეხლა ველოსიპედია ტრენდში, ჩამოიყვანენ და ცოტა ხანში გადაყრიან. რა ავტობუსები განახდლდა, ისევ ძველი ყვითელი ავტობუსით დავჩაქჩაქებდი სანამ კარანტინი დაიწყებოდა, თან ისეთი ანტისანიტარიაა, ისეთი ბინძური და დასაბანი ხალხი დადის ამ ტრანსპორტით, 5 წუთში ერთხელ უნდა შეწამლო, თუ გინდა რომ რამე არ დაგემართოს. პირიქით ეხლა უნდა ჩამოიყვანო ავტობუსები, რომ მერე როცა კარანტინიდან გავალთ წერსიერად მაინც ვიმგზავროთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მარშრუტკების" შესყიდვა გადაიდო - კახა კალაძე მიზეზს განმარტავს

"მარშრუტკების" შესყიდვა გადაიდო - კახა კალაძე მიზეზს განმარტავს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო, თუმცა დედაქალაქის მერია მათ აუცილებლად შეიძენს. როგორც კახა კალაძემ „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, რისკების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობამ სპეციალისტების მოწოდება და მოთხოვნები მაინც უნდა გაითვალისწინოს.

„იმისთვის, რომ ქალაქში სუფთა ჰაერი იყოს და მდგომარეობა მოწესრიგდეს, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მაგალითად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლება და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლება, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, მიკროავტობუსების მთლიანი ჩანაცვლება და განახლება მოხდება. უკვე ტენდერი იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრიორიტეტების გადათამაშება მოხდა. დროებით გადაიდო მიკროავტობუსების შესყიდვა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება, ჩვენ მიკროავტობუსებს შევისყიდით. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით იქნება, რადგან დღეს, დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი თემებია. ჩვენ ასევე ბევრი პროექტი განვახორციელეთ არსებული სკვერების, პარკების რეაბილიტაციისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და ზაფხულში უნდა დასრულდეს.

ალბათ, ქალაქში შეამჩნევდით გზაგამყოფებს, რომელიც მთლიანად ბეტონით იყო დაფარული. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, გავამწვანეთ, შევქმენით მწვანე სივრცე, რადგან დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქალაქს, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე და სუფთა ჰაერი სჭირდება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობითვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ყოველთვის ამ საგანგებო მდგომარობაში არ ვიქნებით, ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრნდეთ, დაიწყება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის გახსნითი ღონისძიებები, სხვადასხვა მიმართულებების, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა გავურთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯამრთელობას, დავიცვათ სოციალური დისტანცია, აუცილებლად საჭიროა პირბადეების ქონა, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. როცა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით მაშინაც, ყველა იმ მოწოდებისა და მოთხოვნის გათვალისწინება მოგვიწევს, რომ მაქსიმალურად დაცული ვიყოთ, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“,-განაცხადა კალაძემ.

"თურქეთის ავიახაზები" 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ფრენებს ივნისიდან აღადგენს

რა პროდუქტები გაძვირდა აპრილში - ხილის ფასმა 45%-ით მოიმატა

როგორ მიიღებენ ფულად კომპენსაციას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს