ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა ზიანი მოგიტანოთ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპრატამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
ხათუნა ზახაშვილი მოქალაქეებს ხელთათმანების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
"ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, არ ჩათვალოთ, რომ რადგან ხელთათმანი გიკეთიათ უსაფრთხოდ ხართ. ხელთათმანი ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და თუ არ მოხდა ხელთათმანის ხშირი ცვლა, იგივე საფრთხეებს შეგიქმნით ხელთათმანი, რასაც თქვენივე დაბინძურებული ხელები.
უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი გამოიყენოთ გამოცვლის გარეშე, მთელი დღე გეკეთოთ ერთი და იგივე დაუმუშავებელი ხელთათმანი და ამით გაზარდოთ თქვენი ჯანმრთელობისთის რისკები" - განაცხადა ზახაშვილმა.
მარკეტებში მტელი დღის განმავლობაში მომსახურე პერსონალს უკეთია ერთი და იგივე ხელთათმანი. ამ ხელთათმანით ხდება სალაროსთან გადახდა, პროდუქტების აწონვა, დალაგება, დახარისხება... ითავსებენ რამდენიმე საქმეს, ხელთათმანის გამოცვლის გარეშე.
აფთიაქებში ფარმაცევტები ხელთათმანის გამოცვლის გარეშე ეხებიან ერთჯერად პირბადეებს (ხშირად ფულთან კონტაქტის შემდეგ) და ისე აწვდიან მომხმარებელს. იქნებ დაევალოთ მათ მომხმარებლის წინ გამოიცვალონ ხელთათმანი და ისე ამოიღონ პირბადეები ან გამოიყენონ პინცეტი. საუკეთესო ვარიანტია ინდივიდუალურ შეფუთვაში გაიყიდოს პირბადეები