კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების "ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო" გარემოს შექმნაზე მუშაობენ
ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების "ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო" გარემოს შექმნაზე მუშაობენ

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ გეგ­მა­ზე, რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა წელს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ისე, რომ ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო იყოს.

ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვას უპა­სუ­ხა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა რე­კო­მენ­და­ცია ექ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პე­რი­ო­დის­თვის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თუ არა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ერთ, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მო­თავ­სე­ბა.

"ამ მხრივ ჩვენ უკვე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან, გვაქვს მათ­თან ერ­თად მსჯე­ლო­ბა, რა აჯო­ბებს, რო­გორ იქ­ნე­ბა უფრო უსაფრ­თხო, უფრო მე­ტად რო­გორ იქ­ნე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი და­ცუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად მივ­ლენ.

მარ­თლაც, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ამ პე­რი­ოდ­ში, მას მერე, რაც კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო მსოფ­ლი­ო­ში, რაც პან­დე­მია ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში, მარ­თლაც უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში მო­უ­წი­ათ სწავ­ლა, მზა­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის, უმ­რავ­ლეს მათ­განს უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში მო­უ­წევს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა, ბოლო ზა­რის ზე­ი­მის, თუ დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშნ­ვა, შე­იძ­ლე­ბა ისე ფარ­თოდ და ისე მას­შტა­ბუ­რად არა, რო­გორც სხვა წლებ­ში და მე თი­თო­ე­ულ მათ­განს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ გა­მოც­დებ­ზე და ვუ­სურ­ვებ, მათ მი­ი­ღონ ის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი, რა­საც ელი­ან და რა­საც იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

ჩვენ ყვე­ლა­ნა­ირ ღო­ნის­ძი­ე­ბას დავ­სა­ხავთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, რომ ის 3-4-სა­ა­თი­ა­ნი გა­მოც­და, რო­მელ­ზეც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მუ­შა­ო­ბა უწევთ, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო იყოს. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი" - გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების "ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო" გარემოს შექმნაზე მუშაობენ

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების "ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო" გარემოს შექმნაზე მუშაობენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ გეგმაზე, როგორ ჩატარდება წელს ეროვნული გამოცდები ისე, რომ ის აბიტურიენტების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს.

ხათუნა ზახაშვილმა "ფეისბუქ ლაივის" საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაცია ექნება ეროვნული გამოცდების პერიოდისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განათლების სამინისტროსთვის და რეკომენდებულია თუ არა აბიტურიენტების ერთ, დახურულ სივრცეში რამდენიმე საათი მოთავსება.

"ამ მხრივ ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან, გვაქვს მათთან ერთად მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მეტად როგორ იქნებიან ის ადამიანები დაცულები, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ.

მართლაც, აბიტურიენტებს ამ პერიოდში, მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში, მართლაც უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უმრავლეს მათგანს უჩვეულო გარემოში მოუწევს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის, თუ დღესასწაულის აღნიშნვა, შეიძლება ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში და მე თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ გამოცდებზე და ვუსურვებ, მათ მიიღონ ის სასურველი შედეგი, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ.

ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები" - განაცხადა ზახაშვილმა.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, მთავრობის 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ

როგორ გამოიყურება ქუთაისის ბაზარი, რომელიც 3-კვირიანი დახურვის შემდეგ გაიხსნა - ადგილობრივი ჟურნალისტის კადრები