ავტორი:

ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, მთავრობის 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ

ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, მთავრობის 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ

თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებოდნენ, მათ შორის ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, ასევე სოფლად მცხოვრები მოქალაქეები, მთავრობის 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების ბენეფიციარებად არ ითვლებიან. შესაბამისად, ისინი ამ დახმარებას ვერ მიიღებენ.

"ინტერპრესნიუსს" მთავრობის მიერ დაანონსებული ფინანსური დახმარების გაცემის დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია ესაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასევე ის პირები, რომლებიც თავს თვლიან თვითდასაქმებულად და ამის მტკიცებულებად იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარადგენენ.

კითხვას, მიიღებენ თუ არა დახმარებას რეპეტიტორები, ძიძები, ტაქსის მძღოლები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვითდასაქმებულებად აღრიცხავს, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:

"ტაქსის მძღოლების შემთხვევაში ლიცენზიები და ნებართვები ჩაითვლება საბუთად. რაც შეეხება ძიძებს და ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დოკუმენტების ვალიდურობის გადამოწმება არის შეუძლებელი და ძალიან რთული, ამიტომ ეს ადამიანები ბენეფიციარებად არ ჩაითვლებიან, თუმცა ძალიან ბევრი რეპეტიტორი გვყავს, რომელთა შემთხვევაშიც იურიდიული პირის მიერ დასაბუთება შესაძლებელი, ასევე ძიძების ნაწილი მიკრომეწარმეებად არიან რეგისტრირებულნი და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ დახმარებას.

რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი ავტომატურად თვითდასაქმებულებად არ ითვლებიან, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთი პროგრამა აქვს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დახმარების მიმართულებითაა ორიენტირებული“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამილა ბარკალაიამ განმარტა, იმ ადამინების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან, ონლაინ პორტალი იქნება, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის მიერ განხილვისა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობის საფუძველზე, ისინი ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

"იქმნება ონლაინ რეგისტრაციის პორტალი, სადაც თვითდასაქმებულს ან ადამიანს, რომელიც თავს თვითდასაქმებულად თვლის, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. ამ თვითდასაქმებულებს შორის არის ორი კატეგორია. ერთი - თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალურ მეწარმეებად, მცირე და მიკრო ბიზნესად, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული ყველა თვითდასაქმებული ავტომატურადაა გათვალისწინებული, როგორც ამ დახმარების მიმღები პირი.

გაცილებით უფრო რთულია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა იდენტიფიცირება. იმ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად არ არიან თვითდასაქმებულად რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში, თუმცა თვლიან თავს თვითდასაქმებულად, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შეიყვანონ ონლაინ პორტალზე თავისი პირადი ინფორმაცია, ასევე მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა ტიპის საქმიანობაში იყვანენ ჩართული და რა შემოსავალი ჰქონდათ პანდემიამდე და წარმოადგინონ იურიდიული პირისგან მიღებული საბუთი, რომელიც მათ დასაქმებას ადასტურებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას წაიკითხეთ ვრცლად

"როცა მშობელი ბავშვს ეზოში ჩაიყვანს, დაფეთებული არ უნდა იყოს, ბავშვი არ უნდა შევაშინოთ" - რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს პანდემიის პირობებში

"ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს" - ლევან რატიანი

"შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც გახდება იარაღი ეშმაკის ხელში ადამიანების სამართავად" - მეუფე საბა