მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეღირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - სექტემბერში 40 მილიონი დოზა იქნება მზად
რა ეღირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - სექტემბერში 40 მილიონი დოზა იქნება მზად

ვაქ­ცი­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმ ვაქ­ცი­ნის მა­სი­ურ წარ­მო­ე­ბას იწყებს, რო­მე­ლიც ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნა. ადა­მი­ა­ნებ­ზე მისი გა­მოც­დაც და­ი­წყო, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ეფექ­ტუ­რო­ბა.

გა­მო­ცე­მა Business Insider წერს, რომ სა­უ­ბა­რია ინ­დო­ე­თის სე­რუ­მის ინ­სტი­ტუტ­ზე (Serum Institute of India), რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნე­ბის უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლია და სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 1.5 მი­ლი­ონ დოზა ვაქ­ცი­ნას ქმნი­ან.

მწარ­მო­ებ­ლის მი­ზა­ნია, რომ სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრის­თვის, როცა უკვე COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა, უკვე არ­სე­ბობ­დეს ვაქ­ცი­ნე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნას უპა­სუ­ხებს.

ვაქ­ცი­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია ინ­დო­ეთ­ში

"ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რის“ ცნო­ბით, ინ­დო­ე­თის სე­რუ­მის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ადარ პუ­ნა­ვა­ლა, Times of India-სთან ამ­ბობს, რომ ვერ მო­იც­დი­ან. მისი თქმით, ინ­სტი­ტუ­ტი თვე­ში ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის 5 მი­ლი­ონ დო­ზა­ზე მე­ტის წარ­მო­ე­ბას გეგ­მავს, რათა როცა უკვე გა­ირ­კვე­ვა, რომ ვაქ­ცი­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის იყოს და მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნას უპა­სუ­ხოს.

"ჩვენ არ ვე­ლო­დე­ბით ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დის დას­რუ­ლე­ბას და მის შე­დე­გებს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და არ ვა­პი­რებთ წარ­მო­ე­ბის მას შემ­დეგ და­წყე­ბას, რაც ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა გვე­ცო­დი­ნე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია თვე­ში 5 მი­ლი­ონ დო­ზამ­დე ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბა. ხოლო შემ­დეგ, როცა უკვე გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლია, წარ­მო­ე­ბას კი­დევ უფრო გავზრდით.

გვინ­და, რომ სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრის­თვის 20-დან 40 მი­ლი­ო­ნამ­დე დოზა ვაქ­ცი­ნა გვქონ­დეს მზად“, - ამ­ბობს ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და დას­ძენს, რომ რის­კებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად აც­ნო­ბი­ე­რებს.

პრინ­ცი ჩარლ­ზი სტუმ­რად The Serum Institute-ში

მი­სი­ვე თქმით, ვაქ­ცი­ნას ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფასი უნდა ჰქონ­დეს.

"ვგეგ­მავთ, რომ ვაქ­ცი­ნას ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფასი ჰქონ­დეს. ინ­დო­ეთ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 13 დო­ლა­რი ეღი­რე­ბა“, - ამ­ბობს ის და გან­მარ­ტავს, რომ ზო­გა­დად, წამ­ლის ფა­სე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ერთი და იგი­ვე მე­დი­კა­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა სხვა­გან უფრო ძვი­რი ღირ­დეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბრი­ტა­ნელ­მა პრო­ფე­სორ­მა სარა გილ­ბერ­ტმა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ჯერ კი­დევ 11 აპ­რილს და­ა­სა­ხე­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის შექ­მნის რე­ა­ლურ ვა­დად სექ­ტემ­ბრის თვე.

"ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დიდი შან­სია, რომ ის იმუ­შა­ვებს“, - ამ­ბობს სარა გილ­ბერ­ტი. ვაქ­ცი­ნა ოქსფორდში და­ახ­ლო­ე­ბით 1000 მო­ხა­ლი­სე­ზე გა­მოს­ცა­დეს, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რებს დას­კვნა მის ეფექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ არ მი­უ­ღი­ათ. ვაქ­ცი­ნა­ზე მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფის ოქსფორ­დე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ სექ­ტემ­ბრამ­დე 1 მი­ლი­ონ დოზა ვაქ­ცი­ნას თა­ვა­დაც შექ­მნი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის გარ­და და­წყე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში, აშშ-სა და ჩი­ნეთ­ში (ნა­ხეთ:ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და ადა­მი­ა­ნებ­ზე უკვე და­ი­წყეს).

მსოფ­ლი­ო­ში 11 მარ­ტი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ამ დრო­ის­თვის ვირუ­სით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 7,9 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 435 681 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4.1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლექი
21

ვისაც შეუძლია ეგ ნამდვილად არ უნდა გაიკეთოს. 

ნინო
12

მე გერმანიაში ვცხოვრობ და სულ იმას გვეუბნებიან, მომავალი წლის მარტ, აპრილამდე აცრა არ იქნებაო, ბევრი შემოწმება უნდა გაიაროს, სექტემბერი რა მალეა.

ავტორი:

რა ეღირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - სექტემბერში 40 მილიონი დოზა იქნება მზად

რა ეღირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - სექტემბერში 40 მილიონი დოზა იქნება მზად

ვაქცინების მწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინის მასიურ წარმოებას იწყებს, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა. ადამიანებზე მისი გამოცდაც დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ეფექტურობა.

გამოცემა Business Insider წერს, რომ საუბარია ინდოეთის სერუმის ინსტიტუტზე (Serum Institute of India), რომელიც ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელია და სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგო 1.5 მილიონ დოზა ვაქცინას ქმნიან.

მწარმოებლის მიზანია, რომ სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა უკვე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა ცნობილი იქნება, უკვე არსებობდეს ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც მსოფლიოში არსებულ მოთხოვნას უპასუხებს.

ვაქცინების მწარმოებელი კომპანია ინდოეთში

"ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ადარ პუნავალა, Times of India-სთან ამბობს, რომ ვერ მოიცდიან. მისი თქმით, ინსტიტუტი თვეში ზემოთ აღნიშნული ვაქცინის 5 მილიონ დოზაზე მეტის წარმოებას გეგმავს, რათა როცა უკვე გაირკვევა, რომ ვაქცინა წარმატებულია, ის საკმარისი რაოდენობის იყოს და მსოფლიოში არსებულ მოთხოვნას უპასუხოს.

"ჩვენ არ ველოდებით ვაქცინის გამოცდის დასრულებას და მის შედეგებს დიდ ბრიტანეთში და არ ვაპირებთ წარმოების მას შემდეგ დაწყებას, რაც ვაქცინის ეფექტურობა გვეცოდინება. ჩვენი მიზანია თვეში 5 მილიონ დოზამდე ვაქცინის დამზადება. ხოლო შემდეგ, როცა უკვე გვეცოდინება, რომ ვაქცინა წარმატებულია, წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით.

გვინდა, რომ სექტემბერ-ოქტომბრისთვის 20-დან 40 მილიონამდე დოზა ვაქცინა გვქონდეს მზად“, - ამბობს ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს, რომ რისკებს შესანიშნავად აცნობიერებს.

პრინცი ჩარლზი სტუმრად The Serum Institute-ში

მისივე თქმით, ვაქცინას ხელმისაწვდომი ფასი უნდა ჰქონდეს.

"ვგეგმავთ, რომ ვაქცინას ხელმისაწვდომი ფასი ჰქონდეს. ინდოეთში, დაახლოებით, 13 დოლარი ეღირება“, - ამბობს ის და განმარტავს, რომ ზოგადად, წამლის ფასები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და ერთი და იგივე მედიკამენტი შეიძლება სხვაგან უფრო ძვირი ღირდეს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა პროფესორმა სარა გილბერტმა, რომელიც აღნიშნული ვაქცინის შექმნას ხელმძღვანელობს, ჯერ კიდევ 11 აპრილს დაასახელა კორონავირუსის ვაქცინის შექმნის რეალურ ვადად სექტემბრის თვე.

"ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსია, რომ ის იმუშავებს“, - ამბობს სარა გილბერტი. ვაქცინა ოქსფორდში დაახლოებით 1000 მოხალისეზე გამოსცადეს, თუმცა მეცნიერებს დასკვნა მის ეფექტურობასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ. ვაქცინაზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფის ოქსფორდელი წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სექტემბრამდე 1 მილიონ დოზა ვაქცინას თავადაც შექმნიან.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოცდა დიდი ბრიტანეთის გარდა დაწყებულია გერმანიაში, აშშ-სა და ჩინეთში (ნახეთ:ქვეყნები, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს).

მსოფლიოში 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიაა გამოცხადებული. ამ დროისთვის ვირუსით, გლობალური მასშტაბით, 7,9 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 435 681 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4.1 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

"მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა..." - რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

იტალიის ზღაპრულად ლამაზ ქალაქში, რომელსაც კორონავირუსი არ შეხებია, სახლებს 1 ევროდ იყიდით