პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 აპრილს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ გამოვა
30 აპრილს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ გამოვა

30 აპ­რი­ლი­დან მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად მი­ი­ღებს პრო­ექ­ტში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს. მათ­გან პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის რო­მა­ნი "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე". გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძის თქმით, სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, მკი­თხვე­ლი კი წიგ­ნებს ითხოვ­და; გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და. ამის­თვის გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის, "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ და მკი­თხვე­ლის­თვის ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბეტ­სე­ლე­რე­ბის მი­წო­დე­ბა გა­და­წყვი­ტეს. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ფასი, რათა მკი­თხვე­ლის­თვის ეს წიგ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გამ­ხდა­რი­ყო: „გვი­ხა­რია, რომ ავ­ტო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბი­თა და მათი მხარ­და­ჭე­რით, ეს გა­მოგ­ვი­ვი­და და მკი­თხვე­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას 8.50 ლა­რად შეძ­ლებს“, - ამ­ბობს ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძეს­თან, რომ­ლის წიგნ­მა "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" გა­ყიდ­ვე­ბის ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა და არა­სო­დეს ტო­ვებს ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი წიგ­ნე­ბის ტო­პა­თე­უ­ლის რი­გებს. მწე­რალ­მა, რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა:

_ახალ­მა რე­ა­ლო­ბამ, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბას მოჰ­ყვა, დაგ­ვა­ყე­ნა იმ გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, რომ უარი გვეთ­ქვა ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე და ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში დაგ­ვე­წყო არ­სე­ბო­ბა (მუ­შა­ო­ბა, სწავ­ლა, დას­ვე­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია და ა.შ.). მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია~, _რო­გორც იქნა 21–ე სა­უ­კუ­ნის გი­ჟუ­რი რბო­ლა შე­ნელ­და იმის­თვის, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბებს მი­ვუბ­რუნ­დეთ; სა­კუ­თარ თავ­სა და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მეტი ეპი­ზო­დი და­ვუ­კავ­ში­როთ. დად­გა დრო, ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად და გან­ვლი­ლი გზის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად. რაც მთა­ვა­რია, ეს არის შან­სი იმის­თვის, რომ წიგ­ნე­ბი ვი­კი­თხოთ. სწო­რედ ამი­ტომ, კონ­კურ­სში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი~ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L~ გა­ერ­თი­ან­დნენ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფა­სე­უ­ლო­ბის ირ­გვლივ, რა­საც კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბა ჰქვია. სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ამ წა­მო­წყე­ბის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი და მზად ვართ, მკი­თხვე­ლებს კა­რან­ტი­ნის დღე­ე­ბი გა­ვუ­ფე­რა­დოთ, ჩვე­ნი რო­მა­ნე­ბით ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად იმოგ­ზა­უ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში. ეს მარ­წმუ­ნებს, რომ რო­მი­სა არ იყოს, ყვე­ლა გზა მკი­თხვე­ლამ­დე მი­დის.

_სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნოთ რო­გორ იწე­რე­ბო­და შენი წიგ­ნი, რო­გორ იქცა იგი სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რულ ბეტ­სე­ლე­რად, რო­მელ­მაც გა­ყიდ­ვე­ბის ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა... გზა, რომ­ლი­თაც მიხ­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლაც ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კონ­კურ­სამ­დე: "გახ­დი ბეტ­სე­ლე­რის ავ­ტო­რი".

_ „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გა­ვაგ­ზავ­ნე, მაგ­რამ არა­ვის გა­მო­უვ­ლე­ნია მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი, მე­ტიც, უა­რის შემ­ცვე­ლი პა­სუ­ხიც კი არ მომ­სვლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ თავი მისი წა­კი­თხვით. სა­ბო­ლო­ოდ, ნა­წარ­მო­ებ­მა თა­ვი­სი გზა მა­ინც იპო­ვა და არა მარ­ტო წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, არა­მედ ადა­მი­ან­თა გუ­ლებ­ში და­ი­კა­ვა ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი. ამ ამ­ბავს ხაზს ვუს­ვამ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მინ­და ყვე­ლა მწე­რალ­მა იცო­დეს, რამ­დე­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ელო­დე­ბა წარ­მა­ტე­ბამ­დე, თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებ­მა ხელი არ უნდა ჩა­აქ­ნე­ვი­ნოს. ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბის შან­სი კონ­კურ­სი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017~ აღ­მოჩ­ნდა. კონ­კურ­სის შე­სა­ხებ, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვა­წყდი ინ­ფორ­მა­ცი­ას. ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, გა­ვაგ­ზავ­ნე ჩემი რო­მა­ნი. რად­გა­ნაც მჯე­რო­და და მჯე­რა, ადა­მი­ან­მა ყვე­ლა ის შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­მე­ლიც მი­ე­ცე­მა (ღვთის­გან, ცხოვ­რე­ბის­გან თუ ბე­დის­წე­რის­გან – ვის რო­გორ სჯე­რა). ამან გა­ა­მარ­თლა. რთუ­ლია წი­ნას­წარ­ვე თქვა, რომ რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვებ, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღო და მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თო. კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, გა­მოჩ­ნდა და­ახ­ლო­ე­ბით 29 000 ადა­მი­ა­ნი, მკი­თხვე­ლი, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა ჩემ­თვის ოც­ნე­ბა აეხ­დი­ნა და თა­ვი­სი ხე­ლით ჩა­ე­წე­რა ჩემი ცხოვ­რე­ბის წარ­მო­სახ­ვით წიგნ­ში – „მწე­რა­ლი“, რის­თვი­საც უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. ეს კონ­კურ­სი, მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს წიგნს კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში კი­თხუ­ლობ­დნენ, ბო­ლომ­დე ჩემ­თან იდ­გნენ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მკი­თხვე­ლე­ბი და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა... ეს სიყ­ვა­რუ­ლი გან­სხვავ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხის სიყ­ვა­რუ­ლის­გან, ვი­ნა­ი­დან იდუ­მა­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძა­ფე­ბი­თაა მოქ­სო­ვი­ლი.

_ რა არის "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე"?

_“აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე~ არის ჩე­მე­უ­ლი პრო­ტეს­ტი 21-ე სა­უ­კუ­ნის მი­მართ და იმ მან­კი­ე­რე­ბა­თა მი­უ­ღებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სე­ნი­ვით გავ­რცელ­და. მო­რა­ლი­სა და პრო­ფე­სი­ის ჭი­დი­ლი... კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი: სად გა­დის ზღვა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და ამო­რა­ლუ­რო­ბას შო­რის, რო­დის ვემ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენს საქ­მეს და რო­დის ვი­ყე­ნებთ საქ­მი­ა­ნო­ბას პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის; თა­ნა­მედ­რო­ვე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ზე­და­პი­რუ­ლო­ბა – ისე­თი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცა­აა სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თგუ­ლე­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­ა­ნაც­ვლა ეგო­იზ­მმა, ღა­ლატ­მა და ტყუ­ილ­მა, ამას ბო­ნუ­სად გულ­გრი­ლო­ბაც ემა­ტე­ბა; ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბი – რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ებ­რძვის სა­კუ­თარ თავს და გა­რე­სამ­ყა­როს; ცდი­ლობს ჰარ­მო­ნი­ა­სა და ბა­ლანსს მი­აღ­წი­ოს, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რე­ბა და სიმ­შვი­დე რო­გორ­ღაც მუდ­მი­ვად ხე­ლი­დან უსხლტე­ბა. რო­მან­ში ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლია ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: პი­როვ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, თვით­მკვლე­ლო­ბის პრობ­ლე­მა, მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­შე და პატ­რი­ო­ტიზ­მის სა­კი­თხი, რუ­სეთ–სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი; ნარ­კო­ტი­კის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი, კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის თავ­სი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, სტუ­დენ­ტო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი, ემიგ­რა­ცია და ემიგ­რან­ტთა გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტთა ბრძო­ლე­ბი, რე­ლი­გია და ღმერ­თის ძი­ე­ბა, აბორ­ტი, გლო­ბა­ლი­ზა­ცია. ამას­თან ერ­თად, მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის მო­მენ­ტე­ბი ცო­ცხლდე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში და მათ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე აი­სა­ხე­ბა. აქვე უნდა ით­ქვას, რომ რო­მა­ნის სპე­ცი­ფი­კურ­მა ენობ­რივ­მა ქსო­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ჩემი პა­სუ­ხი მათ კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ ვხვდე­ბით წიგ­ნის და­სა­წყის­ში ჟარ­გონ­სა და უხეშ მი­მარ­თვებს, ასე­თია: „კო­კა­სა ში­გან რაცა დგას, იგი­ვე წარ­მო­დინ­დე­ბის~ _ ადა­მი­ა­ნი მე­ტყვე­ლებს მისი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ფე­რი­სად, რაც უფრო სუფ­თაა მისი სამ­ყა­რო, მით უფრო დახ­ვე­წი­ლი და სუფ­თაა სა­უბ­რის მა­ნე­რაც. გარ­და ამი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უბე­დუ­რად გრძნო­ბებ თავს, ან­თხე­ვენ ღვარ­ძლს, ბოღ­მას, ეს კი, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სი­ტყვე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე აი­სა­ხე­ბა. როცა ადა­მი­ა­ნი დაბ­ნე­უ­ლია, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია, წუხს, იტან­ჯე­ბა ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბით, ცა­რი­ე­ლია, ინ­ტე­ლექ­ტი არ ჰყოფ­ნის ან კულ­ტუ­რა აკ­ლია, სწო­რედ ასე ლა­პა­რა­კობს, რო­გორც ამ წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ავ­ლენს ში­ნა­გან დუ­ღილს ან ში­ნა­გან ჭა­ობს. რო­გო­რი გულ­და­სა­წყვე­ტიც უნდა იყოს, დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ ლექ­სი­კას იყე­ნებს და ეს სა­ი­დუმ­ლო დიდი ხა­ნია არ არის. ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბის ირ­გვლივ აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა, _ რაში დას­ჭირ­და მწე­რალს ბარ­ბა­რიზ­მე­ბი­სა და კალ­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა? მსურ­და, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კულ­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რაც, უპირ­ვე­ლე­სად, ენა­ზე აი­სა­ხე­ბა, იმი­ტომ რომ ენა ცო­ცხალ ორ­გა­ნიზმს ჰგავს, იგი შე­ით­ვი­სებს და იბეჭ­დავს ის­ტო­რი­ას.

ბო­ლოს კი შე­ვე­ხე­ბი ჩემი მკი­თხვე­ლე­ბის უსაყ­ვარ­ლეს ნა­წილს, რო­მე­ლიც ნა­წარ­მო­ებს ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს - ახალ­გაზ­რდე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­მაც უნდა და­ა­გე­მოვ­ნონ სიყ­ვა­რუ­ლი, შე­იც­ნონ იგი და თა­ვი­სი წილი ტკი­ვი­ლიც იწ­ვნი­ონ, ვი­ნა­ი­დან "ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სა­ზღა­ურს ვიხ­დით და ყვე­ლა გან­საც­დე­ლის­თვის ჯილ­დოს ვი­ღებთ... (ამო­ნა­რი­დი რო­მა­ნი­დან „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“).~

_ კი­დევ გა­ა­ხა­რებ მკი­თხველს ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნე­ბით?

_ როცა "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ და­ვას­რუ­ლე, შე­მე­შინ­და, ვაი თუ ეს ჩემი მაქ­სი­მუ­მია და უკე­თე­სი ვე­ღა­რა­ფე­რი დავ­წე­რო-მეთ­ქი. ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, მე­ღი­მე­ბა ჩემს შიშ­ზე. მცი­რეხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა რო­მან­ზე "გა­მოღ­ვი­ძე­ბა ღრმა ძი­ლის წინ“, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ჩემი მკი­თხვე­ლის­თვის, კვლავ შევ­შინ­დი, იქ­ნებ ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე რო­მან­ში ჩავ­დე-მეთ­ქი. ხდე­ბა ხოლ­მე, რამ­დე­ნი­მე თვე ისე გა­ივ­ლის, შე­იძ­ლე­ბა ნა­წარ­მო­ებს ერთი აბ­ზა­ციც არ მი­ვა­მა­ტო. მერე კი უეც­რად ფურ­ცელს ისე და­ვა­ცხრე­ბი, ვე­ღარ ვწყდე­ბი, თით­ქოს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ტუ­სა­ღე­ბულ ფიქ­რებს ბორ­კი­ლე­ბი მოხ­სნეს და თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­უბ­რუ­ნეს. ჩემი მუზა ფე­რა­დია! აქვე გა­გიმ­ხელთ, რომ დიდი ჯი­უ­ტი, ანცი და თავ­ნე­ბა „ვინ­მეა“! ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით: რო­მა­ნი "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ გა­მო­ცე­მამ­დე, ლა­მის მი­ლი­ონ­ჯერ და­ვა­რე­დაქ­ტი­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლი ამო­ვი­ღე წიგ­ნი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე ნა­წი­ლის ბო­ლოს, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა გახ­და სა­ჭი­რო. „დედ­ლა­ი­ნამ­დე“, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბას მა­ნამ­დე ორ­ჯერ გა­და­ვა­წე­ვი­ნე, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ მუზა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. პა­ნი­კამ ამი­ტა­ნა, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ძა­ლი­ან ვბრა­ზობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 5 სა­ათ­ზე მივ­ხვდი, რომ ბოლ­თის ცე­მას აზრი არ ჰქონ­და და გა­დავ­წყვი­ტე დავ­წო­ლი­ლი­ყა­ვი. და სწო­რედ ამ დროს მოხ­და სა­ოც­რე­ბა, _ში­ნა­გან­მა ხმამ თუ ძა­ლამ წა­მო­მახ­ტუ­ნა და 9 სა­ა­თამ­დე ვწერ­დი. ბოლო წი­ნა­და­დე­ბას წერ­ტი­ლი და­ვუს­ვი, მშვი­დად გა­და­ვაგ­ზავ­ნე ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი და ერთხანს გა­რინ­დუ­ლი მივ­ჩე­რე­ბო­დი ეკ­რანს. არ მჯე­რო­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლა ჩემს თავს ხდე­ბო­და: სულ მალე სა­კუ­თარ წიგნს ჩა­ვიკ­რავ­დი გულ­ში! კი­დევ კარ­გი, მუ­ზამ არ მიმ­ტყუ­ნა და ბოლო მო­მენ­ტში მეწ­ვია, თო­რემ, ხომ შევ­რცხვე­ბო­დით? ერთი უც­ნა­უ­რო­ბა მჭირს, ტექ­სტებ­ზე წლო­ბით ვმუ­შა­ობ. "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე~ ჩემს ხელ­ში 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბო­და და ჩემს ახალ წიგნ­ზე, რო­მე­ლიც მალე გა­მო­ვა, ისევ იმა­ვეს ვა­კე­თებ. და კი­დევ: "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე~ თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის პულ­სია. მისი გმი­რე­ბი: "პრო­ტეს­ტან­ტე­ბი, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოტრფი­ა­ლე­ნი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი, მა­ძი­ებ­ლე­ბი (ზოგ­ჯერ თა­ვა­დაც ვერ იგე­ბენ რას ეძე­ბენ, თუმ­ცა ძებ­ნას მა­ინც არ წყვე­ტენ), ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი, სკეპ­ტი­კუ­რე­ბი, ცო­ტა­თი მშიშ­რე­ბი (პა­სუხ­სიმ­გებ­ლო­ბის ეში­ნი­ათ), საკ­მა­ოდ დეპ­რე­სი­უ­ლე­ბი, დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მა­ტა­რებ­ლე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად ხელ­გაშ­ლი­ლე­ბი, ხში­რად კომ­პლექ­სე­ბით, ან შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლით შე­პყრო­ბი­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის შე­ვი­ლე­ბი არი­ან. სწო­რედ ამი­ტო­მაც ბევ­რმა მკი­თხველ­მა ამო­იც­ნო მათ­ში სა­კუ­თა­რი თავი. ის ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც მო­თხრო­ბი­ლია რო­მან­ში, ამ­ჟა­მა­დაც კი ვი­თარ­დე­ბა ჩვენ გარ­შე­მო, ამ რო­მა­ნის კი­თხვა ჰგავს თა­ნა­მედ­რო­ვე მოვ­ლე­ნე­ბის პულსზე ხე­ლის და­დე­ბას, ჩვე­ნი ნაც­ნო­ბე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ან ნა­თე­სა­ვე­ბის სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი სუ­ლის და­ნახ­ვას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­მა­ნი ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად, 30 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ვა. მისი სპე­ცი­ა­უ­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა 8.50 ლარო, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10,00 ლარი.

ელ­ვა­მარ­კე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ, შე­ი­ძი­ნოთ წიგ­ნი

მარ­კე­ტე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი, სა­დაც პრე­სას­თან ერ­თად, წიგ­ნის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

30 აპრილს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ გამოვა

30 აპრილს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ გამოვა

30 აპრილიდან მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად მიიღებს პროექტში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულების წიგნებს. მათგან პირველი იქნება თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე". გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელის, ანანო თავხელიძის თქმით, საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ, როდესაც საქართველოში წიგნის შეძენა შეუძლებელი გახდა, მკითხველი კი წიგნებს ითხოვდა; გამომცემლობამ გადაწყვიტა, რომ წიგნი ხელმისაწვდომი გაეხადა. ამისთვის გამომცემლობა "პალიტრა L" და საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებული მწერლები გაერთიანდნენ და მკითხველისთვის ჟურნალ "გზასთან" ერთად, კონკურსის გამარჯვებული ბეტსელერების მიწოდება გადაწყვიტეს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ფასი, რათა მკითხველისთვის ეს წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო: „გვიხარია, რომ ავტორებთან შეთანხმებითა და მათი მხარდაჭერით, ეს გამოგვივიდა და მკითხველი წიგნების შეძენას 8.50 ლარად შეძლებს“, - ამბობს ანანო თავხელიძე.

გთავაზობთ ინტერვიუს თათული ღვინიანიძესთან, რომლის წიგნმა "აღიარება ხელისგულზე" გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა და არასოდეს ტოვებს ყველაზე კითხვადი წიგნების ტოპათეულის რიგებს. მწერალმა, როგორც ყოველთვის, საინტერესოდ ისაუბრა:

_ახალმა რეალობამ, რომელიც პანდემიის გავრცელებას მოჰყვა, დაგვაყენა იმ გამოწვევის წინაშე, რომ უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების წესზე და ვირტუალურ სივრცეში დაგვეწყო არსებობა (მუშაობა, სწავლა, დასვენება, კომუნიკაცია და ა.შ.). მაგრამ აღმოჩნდა, რომ `ზოგი ჭირი მარგებელია~, _როგორც იქნა 21–ე საუკუნის გიჟური რბოლა შენელდა იმისთვის, რომ ჭეშმარიტებებს მივუბრუნდეთ; საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს ჩვენი ცხოვრების მეტი ეპიზოდი დავუკავშიროთ. დადგა დრო, ეგზისტენციალურ საკითხებზე დასაფიქრებლად და განვლილი გზის გასაანალიზებლად. რაც მთავარია, ეს არის შანსი იმისთვის, რომ წიგნები ვიკითხოთ. სწორედ ამიტომ, კონკურსში `გახდი ბესტსელერის ავტორი~ გამარჯვებული მწერლები და გამომცემლობა `პალიტრა L~ გაერთიანდნენ იმ მნიშვნელოვანი ფასეულობის ირგვლივ, რასაც კრიზისულ სიტუაციებში წიგნიერებისა და ლიტერატურის გავრცელება ჰქვია. სრულად ვაცნობიერებთ ამ წამოწყების დიდ მნიშვნელობას, ქართველი ავტორები და მზად ვართ, მკითხველებს კარანტინის დღეები გავუფერადოთ, ჩვენი რომანებით ალტერნატიული ცხოვრება შევთავაზოთ. ძალიან მახარებს, რომ "აღიარება ხელისგულზე" ჟურნალ „გზასთან“ ერთად იმოგზაურებს საქართველოს ყველა კუთხეში. ეს მარწმუნებს, რომ რომისა არ იყოს, ყველა გზა მკითხველამდე მიდის.

_საინტერესო იქნება, მკითხველს შევახსენოთ როგორ იწერებოდა შენი წიგნი, როგორ იქცა იგი საოცრად პოპულარულ ბეტსელერად, რომელმაც გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა... გზა, რომლითაც მიხვედი საქართველოში მართლაც ყველაზე მასშტაბურ, ლიტერატურული საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს კონკურსამდე: "გახდი ბეტსელერის ავტორი".

_ „აღიარება ხელისგულზე“ საქართველოს თითქმის ყველა გამომცემლობაში გავაგზავნე, მაგრამ არავის გამოუვლენია მისადმი ინტერესი, მეტიც, უარის შემცველი პასუხიც კი არ მომსვლია. დარწმუნებული ვარ, არ შეუწუხებიათ თავი მისი წაკითხვით. საბოლოოდ, ნაწარმოებმა თავისი გზა მაინც იპოვა და არა მარტო წიგნის მაღაზიებში, არამედ ადამიანთა გულებში დაიკავა ღირსეული ადგილი. ამ ამბავს ხაზს ვუსვამ მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ყველა მწერალმა იცოდეს, რამდენი წარუმატებლობა ელოდება წარმატებამდე, თუმცა წინააღმდეგობებმა ხელი არ უნდა ჩააქნევინოს. ჩემთვის წარმატების შანსი კონკურსი `გახდი ბესტსელერის ავტორი 2017~ აღმოჩნდა. კონკურსის შესახებ, სრულიად შემთხვევით გავიგე, ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას. ბევრი არ მიფიქრია, გავაგზავნე ჩემი რომანი. რადგანაც მჯეროდა და მჯერა, ადამიანმა ყველა ის შანსი უნდა გამოიყენოს, რომელიც მიეცემა (ღვთისგან, ცხოვრებისგან თუ ბედისწერისგან – ვის როგორ სჯერა). ამან გაამართლა. რთულია წინასწარვე თქვა, რომ რომელიმე კონკურსში გაიმარჯვებ, მაგრამ მონაწილეობა უნდა მიიღო და მაქსიმუმი გააკეთო. კონკურსის ფარგლებში, გამოჩნდა დაახლოებით 29 000 ადამიანი, მკითხველი, რომელმაც გადაწყვიტა ჩემთვის ოცნება აეხდინა და თავისი ხელით ჩაეწერა ჩემი ცხოვრების წარმოსახვით წიგნში – „მწერალი“, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. ეს კონკურსი, მისი ორგანიზატორები, მონაწილეები და ის ადამიანები, რომლებიც ჩემს წიგნს კონკურსის პირობებში კითხულობდნენ, ბოლომდე ჩემთან იდგნენ. ძალიან მიყვარს ჩემი მკითხველები და დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა... ეს სიყვარული განსხვავდება ნებისმიერი სხვა სახის სიყვარულისგან, ვინაიდან იდუმალი, ჯადოსნური, ლიტერატურული ძაფებითაა მოქსოვილი.

_ რა არის "აღიარება ხელისგულზე"?

_“აღიარება ხელისგულზე~ არის ჩემეული პროტესტი 21-ე საუკუნის მიმართ და იმ მანკიერებათა მიუღებლობა, რომელიც საზოგადოებაში სენივით გავრცელდა. მორალისა და პროფესიის ჭიდილი... კითხვებზე პასუხი: სად გადის ზღვარი პროფესიონალიზმსა და ამორალურობას შორის, როდის ვემსახურებით ჩვენს საქმეს და როდის ვიყენებთ საქმიანობას პირადი ინტერესებისთვის; თანამედროვე ურთიერთობების ზედაპირულობა – ისეთი ფასეულობები, როგორიცააა სიყვარული, ერთგულება და გულწრფელობა, სამწუხაროდ, ჩაანაცვლა ეგოიზმმა, ღალატმა და ტყუილმა, ამას ბონუსად გულგრილობაც ემატება; შინაგანი ბრძოლები – როდესაც ადამიანი მთელი ცხოვრება ებრძვის საკუთარ თავს და გარესამყაროს; ცდილობს ჰარმონიასა და ბალანსს მიაღწიოს, მაგრამ ბედნიერება და სიმშვიდე როგორღაც მუდმივად ხელიდან უსხლტება. რომანში ასევე განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება, თვითმკვლელობის პრობლემა, მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და პატრიოტიზმის საკითხი, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები და დაკარგული ტერიტორიები; ნარკოტიკის ლეგალიზაციის საკითხი, კლუბური ცხოვრების თავსისებურებები, სტუდენტობის სირთულეები, ემიგრაცია და ემიგრანტთა გამოწვევები, ონკოლოგიურ პაციენტთა ბრძოლები, რელიგია და ღმერთის ძიება, აბორტი, გლობალიზაცია. ამასთან ერთად, მსოფლიო ისტორიის მომენტები ცოცხლდება ადამიანებში და მათ ურთიერთობებზე აისახება. აქვე უნდა ითქვას, რომ რომანის სპეციფიკურმა ენობრივმა ქსოვილმა საზოგადოების ნაწილში აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩემი პასუხი მათ კითხვაზე, თუ რატომ ვხვდებით წიგნის დასაწყისში ჟარგონსა და უხეშ მიმართვებს, ასეთია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების~ _ ადამიანი მეტყველებს მისი შინაგანი მდგომარეობის შესაფერისად, რაც უფრო სუფთაა მისი სამყარო, მით უფრო დახვეწილი და სუფთაა საუბრის მანერაც. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც უბედურად გრძნობებ თავს, ანთხევენ ღვარძლს, ბოღმას, ეს კი, პირველ რიგში, სწორედ სიტყვების შერჩევაზე აისახება. როცა ადამიანი დაბნეულია, გაურკვევლობაშია, წუხს, იტანჯება შინაგანი ბრძოლებით, ცარიელია, ინტელექტი არ ჰყოფნის ან კულტურა აკლია, სწორედ ასე ლაპარაკობს, როგორც ამ წიგნის პერსონაჟები, კომუნიკაციაში ავლენს შინაგან დუღილს ან შინაგან ჭაობს. როგორი გულდასაწყვეტიც უნდა იყოს, დღევანდელი საზოგადოების მნიშვნელობანი ნაწილი სწორედ ამ ლექსიკას იყენებს და ეს საიდუმლო დიდი ხანია არ არის. ჩემი ნაწარმოების ირგვლივ აქტუალურია კითხვა, _ რაში დასჭირდა მწერალს ბარბარიზმებისა და კალკების გამოყენება? მსურდა, მეჩვენებინა საბჭოთა კავშირის კულტურული გავლენა საქართველოზე, რაც, უპირველესად, ენაზე აისახება, იმიტომ რომ ენა ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს, იგი შეითვისებს და იბეჭდავს ისტორიას.

ბოლოს კი შევეხები ჩემი მკითხველების უსაყვარლეს ნაწილს, რომელიც ნაწარმოებს ლაიტმოტივად გასდევს - ახალგაზრდების ურთიერთობა, რომლებმაც უნდა დააგემოვნონ სიყვარული, შეიცნონ იგი და თავისი წილი ტკივილიც იწვნიონ, ვინაიდან `ყველა ბედნიერებისთვის საზღაურს ვიხდით და ყველა განსაცდელისთვის ჯილდოს ვიღებთ... (ამონარიდი რომანიდან „აღიარება ხელისგულზე“).~

_ კიდევ გაახარებ მკითხველს ასეთი პოპულარული წიგნებით?

_ როცა ,,აღიარება ხელისგულზე“ დავასრულე, შემეშინდა, ვაი თუ ეს ჩემი მაქსიმუმია და უკეთესი ვეღარაფერი დავწერო-მეთქი. ახლა რომ ვიხსენებ, მეღიმება ჩემს შიშზე. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ დავიწყე მუშაობა რომანზე ,,გამოღვიძება ღრმა ძილის წინ“, რომელიც იმდენად ემოციური აღმოჩნდა ჩემი მკითხველისთვის, კვლავ შევშინდი, იქნებ ყველაფერი მეორე რომანში ჩავდე-მეთქი. ხდება ხოლმე, რამდენიმე თვე ისე გაივლის, შეიძლება ნაწარმოებს ერთი აბზაციც არ მივამატო. მერე კი უეცრად ფურცელს ისე დავაცხრები, ვეღარ ვწყდები, თითქოს თვეების განმავლობაში დატუსაღებულ ფიქრებს ბორკილები მოხსნეს და თავისუფლება დაუბრუნეს. ჩემი მუზა ფერადია! აქვე გაგიმხელთ, რომ დიდი ჯიუტი, ანცი და თავნება „ვინმეა“! ერთ ამბავს მოგიყვებით: რომანი ,,აღიარება ხელისგულზე“ გამოცემამდე, ლამის მილიონჯერ დავარედაქტირე და მესამე ნაწილი ამოვიღე წიგნიდან. შესაბამისად, მეორე ნაწილის ბოლოს, რაღაც-რაღაცების შეცვლა გახდა საჭირო. „დედლაინამდე“, რომელიც გამომცემლობას მანამდე ორჯერ გადავაწევინე, რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, მაგრამ მუზა არ გამოჩენილა. პანიკამ ამიტანა, ვინერვიულე, ძალიან ვბრაზობდი საკუთარ თავზე. დაახლოებით დილის 5 საათზე მივხვდი, რომ ბოლთის ცემას აზრი არ ჰქონდა და გადავწყვიტე დავწოლილიყავი. და სწორედ ამ დროს მოხდა საოცრება, _შინაგანმა ხმამ თუ ძალამ წამომახტუნა და 9 საათამდე ვწერდი. ბოლო წინადადებას წერტილი დავუსვი, მშვიდად გადავაგზავნე ელექტრონული წერილი და ერთხანს გარინდული მივჩერებოდი ეკრანს. არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართლა ჩემს თავს ხდებოდა: სულ მალე საკუთარ წიგნს ჩავიკრავდი გულში! კიდევ კარგი, მუზამ არ მიმტყუნა და ბოლო მომენტში მეწვია, თორემ, ხომ შევრცხვებოდით? ერთი უცნაურობა მჭირს, ტექსტებზე წლობით ვმუშაობ. `აღიარება ხელისგულზე~ ჩემს ხელში 6 წლის განმავლობაში იცვლებოდა და ჩემს ახალ წიგნზე, რომელიც მალე გამოვა, ისევ იმავეს ვაკეთებ. და კიდევ: `აღიარება ხელისგულზე~ თანამედროვე ეპოქის პულსია. მისი გმირები: `პროტესტანტები, რევოლუციონერები, თავისუფლების მოტრფიალენი, ცნობისმოყვარეები, მაძიებლები (ზოგჯერ თავადაც ვერ იგებენ რას ეძებენ, თუმცა ძებნას მაინც არ წყვეტენ), ტექნოლოგიაზე მიჯაჭვულები, სკეპტიკურები, ცოტათი მშიშრები (პასუხსიმგებლობის ეშინიათ), საკმაოდ დეპრესიულები, დიდი პოტენციალის მატარებლები, სიახლეების მისაღებად ხელგაშლილები, ხშირად კომპლექსებით, ან შურისძიების წყურვილით შეპყრობილები თანამედროვე ეპოქის შევილები არიან. სწორედ ამიტომაც ბევრმა მკითხველმა ამოიცნო მათში საკუთარი თავი. ის ამბები, რომელიც მოთხრობილია რომანში, ამჟამადაც კი ვითარდება ჩვენ გარშემო, ამ რომანის კითხვა ჰგავს თანამედროვე მოვლენების პულსზე ხელის დადებას, ჩვენი ნაცნობების, მეგობრების, ოჯახის წევრების ან ნათესავების სრულიად შიშველი სულის დანახვას.

შეგახსენებთ, რომ რომანი ჟურნალ „გზასთან“ ერთად, 30 აპრილიდან გამოვა. მისი სპეციაულური ფასი იქნება 8.50 ლარო, ჟურნალთან ერთად - 10,00 ლარი.

ელვამარკეტების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ წიგნი

მარკეტების მისამართები, სადაც პრესასთან ერთად, წიგნის შეძენას შეძლებთ

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეთოთხმეტე თავი)

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეცამეტე თავი)

აირჩიე წიგნები, რომელიც გინდა, რომ ხელმისაწდომი გახდეს - პრესასთან ერთად პროექტები გრძელდება