Faceამბები
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს... გამოვედი და ვმათხოვრობ" - ზურაბ ჯაფარიძის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან
"მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს... გამოვედი და ვმათხოვრობ" - ზურაბ ჯაფარიძის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „გირ­ჩის“ ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლეს­თან აქ­ცია გა­მარ­თა.

მას ხელ­ში ილ­ფის და პეტ­რო­ვის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან „12 სკა­მი“ ბა­ნე­რი ჰქონ­და წარ­წე­რით: je n'ai mange pas six jours - ექ­ვსი დღეა რაც არ მი­ჭა­მია" . ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი შიმ­ში­ლობს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი, რომ­ლე­ბიც და­ნა­ზოგ­ზე ცხოვ­რო­ბენ, თვლი­ან, რომ მათ ეს არ შე­ე­ხე­ბათ და ხვალ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვლე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ეს არ მოხ­დე­ბა.

„ეს არის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნია ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ვა­გე­ბი­ნო, რომ რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლში სხე­დან და პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ, მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი შიმ­ში­ლობს. რა­საც ისი­ნი ვერ აკე­თე­ბენ, მე გა­მო­ვე­დი და ვა­კე­თებ აქ, გა­მო­ვე­დი და ვმა­თხოვ­რობ, სა­მა­თხოვ­როდ დავ­ჯე­ქი. ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე მი­იყ­ვა­ნა სა­კუ­თარ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ ბევ­რი იდი­ო­ტუ­რი შე­ზღუდ­ვის შე­დე­გად, იქ­ნე­ბა ეს “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი”, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა თუ სხვა,“ - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად დაჯ­და პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის წინ.

"ხში­რად რა­ტომ­ღაც ავი­წყდე­ბათ, რომ ეს ქალი, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვი­და და­სას­ვე­ნებ­ლად და სა­პენ­სიო ასა­კის გა­სა­ტა­რებ­ლად, არის ერთ-ერთი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და მმარ­თველ გუნდთან ერ­თად მის­მა დეკ­რეტ­მა მი­იყ­ვა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი შიმ­ში­ლის პი­რამ­დე", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
84

ვაი შენს პატრონს გამოსირებულო გირჩო! საცოდავო საქართველო რა დააშავე ასეთი?

სიმართლე!
320

9 წლის განმავლობაში ხომ ხალხმა არ იცოდა სად წაეღოთ ფული და შენც არ გმშილობისთვის არა?..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს... გამოვედი და ვმათხოვრობ" - ზურაბ ჯაფარიძის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

"მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს... გამოვედი და ვმათხოვრობ" - ზურაბ ჯაფარიძის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართა.

მას ხელში ილფის და პეტროვის ცნობილი ნაწარმოებიდან „12 სკამი“ ბანერი ჰქონდა წარწერით: je n'ai mange pas six jours - ექვსი დღეა რაც არ მიჭამია" . ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს. ის ადამიანები კი, რომლებიც დანაზოგზე ცხოვრობენ, თვლიან, რომ მათ ეს არ შეეხებათ და ხვალ მდგომარეობა შეიცვლება, სინამდვილეში კი ეს არ მოხდება.

„ეს არის საგანმანათლებლო აქცია, რომლის მიზანია ამ ქვეყნის მოქალაქეებს გავაგებინო, რომ როდესაც ისინი სახლში სხედან და პრობლემები არ აქვთ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს. რასაც ისინი ვერ აკეთებენ, მე გამოვედი და ვაკეთებ აქ, გამოვედი და ვმათხოვრობ, სამათხოვროდ დავჯექი. ამ ქვეყანაში ადამიანები შიმშილის ზღვარზე მიიყვანა საკუთარმა ხელისუფლებამ იმ ბევრი იდიოტური შეზღუდვის შედეგად, იქნება ეს “კომენდანტის საათი”, საგანგებო მდგომარეობა თუ სხვა,“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ სპეციალურად დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ.

"ხშირად რატომღაც ავიწყდებათ, რომ ეს ქალი, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოვიდა დასასვენებლად და საპენსიო ასაკის გასატარებლად, არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი. ბიძინა ივანიშვილთან და მმართველ გუნდთან ერთად მისმა დეკრეტმა მიიყვანა ადამიანები შიმშილის პირამდე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"მე და ზურას წლების განმავლობაში არ გვქონია ურთიერთობა..." - ვახტანგ მეგრელიშვილი "გირჩში" არსებულ სიტუაციასა და ჯაფარიძის გამიჯვნაზე

რა შედეგით დასრულდა ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა? - "ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი..."