ავტორი:

როგორ გამოიყურება ქუთაისის ბაზარი, რომელიც 3-კვირიანი დახურვის შემდეგ გაიხსნა - ადგილობრივი ჟურნალისტის კადრები

როგორ გამოიყურება ქუთაისის ბაზარი, რომელიც 3-კვირიანი დახურვის შემდეგ გაიხსნა - ადგილობრივი ჟურნალისტის კადრები

ჟურნალისტი თათა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ აგრარულ ბაზარშია გადაღებული. ქუთაისის ბაზარი ერთ-ერთია, რომელიც სამკვირიანი დახურვის შემდეგ 27 აპრილიდან გაიხსნა - მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა.

ქუთაისის აგრარულ ბაზარში მისულ მომხმარებელს ხელთათმანებსა და პირბადეებს ურიგებენ, გამყიდველები კი ასევე პირბადეებით ემსახურებიან მათ და ამბობენ, რომ დისტანციასაც იცავენ.

დღეს მუშაობა არ განაახლა ოზურგეთის აგრარულმა ბაზარმა, რასაც ადგილობრივი მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო პროდუქციის გაყიდვა იყო და ამის საშუალება არ ეძლევათ.

"რატომ არ იხსნება ბაზრები, რა არის მიზეზი? რამდენი ხანია სახლში ვსხედვართ. პურის ფულს აქ ვიღებდით, ლუკმა-პური ამით შეგვქონდა ოჯახში. ვისაც დავურეკე, ყველა იძახის, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ არ ვიცითო და რა ვქნათ ჩვენ?“, - განაცხადა მოვაჭრე მზევინარ შავაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

რას შეეხება თელავს, ქალაქში აგრარული ბაზარი გაიხსნა, თუმცა რამდენიმე საათში დაიხურა და ადმინისტრაციამ 3000-ლარიანი ჯარიმაც მიიღო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ დადგენილი რეკომენდაციები არ შეასრულა და ბაზარი თვითნებურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეუთანხმებლად გახსნა. მისივე თქმით, ბაზარი დღეს, მას შემდეგ დაიკეტება, რაც მოვაჭრეები შეტანილ საქონელს ამოყიდიან.

თბილისში შესვლასა და გასვლაზე საავტომობილო შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება

11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში