მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"
როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხეს. ამის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ჯა­სინ­და არ­დენ­მაც.

"შიდა გა­და­დე­ბის ფაქ­ტე­ბი ქვე­ყა­ნა­ში აღარ ფიქ­სირ­დე­ბა. ჩვენ ეტა­პობ­რი­ვად ვი­წყებთ ეკო­ნო­მი­კის გახ­სნას, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვხსნით სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას", - ამ­ბობს არ­დე­ნი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპი­რებს, რომ ეტა­პობ­რი­ვად აა­მუ­შა­ვოს ბიზ­ნე­სი, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნებს ჯერ კი­დევ სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ბოლო დღე­ებ­ში ახალ ზე­ლან­დი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ერ­თე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მოვ­ლინ­და. გუ­შინ, ვირუ­სით მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. ამას­თან, ქვე­ყა­ნა სამ­შა­ბა­თი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლის მოხ­სნას აპი­რებს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნაც იგეგ­მე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
12:34 / 08-04-2020

როგორია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა - "წყალიც კი არ გვაქვს ხელების დასაბანად“

11:46 / 04-05-2020

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"

12:50 / 11-05-2020

ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს

12:19 / 13-05-2020

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან

12:06 / 19-05-2020

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

11:15 / 28-05-2020

დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი

10:12 / 08-06-2020

ახალ ზელანდიაში COVID-19-ის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ არის - რა გზა გაიარა ქვეყანამ "ბრძოლის მოსაგებად"

"ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა გვმა­ტებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მი­ვაღ­წი­ეთ მი­ზანს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ არ გვექ­ნე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ გუ­ლის­ხმობს, რომ გვე­ცო­დი­ნე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო", - აცხა­დებს ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ჯან­დაც­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ეშლი ბლუმ­ფილ­დი.

VIDEO: "ვირუ­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და ბრძო­ლა მო­გე­ბუ­ლია" - რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ახალ­მა ზე­ლან­დი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის აღ­მო­ფხვრა?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯა­სინ­და არ­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, მო­ხერ­ხდა მას­შტა­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა.

"ჩვენ ეს ბრძო­ლა მო­ვი­გეთ“, - ამ­ბობს პრე­მი­ე­რი. მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა უნდა იყოს ფხიზ­ლად და გა­აგ­რძე­ლონ არ­ჩე­ულ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი.

  • კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 28 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და. რო­გორც BBC წერს, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ COVID-19-ის პან­დე­მი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე ძა­ლი­ან მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე და სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე. შე­ჩერ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და აიკ­რძა­ლა შეკ­რე­ბე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა იყო გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე ჩა­კე­ტა სა­ზღვრე­ბი და ყვე­ლა, ვინც სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა, სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, აა­მოქ­მე­და კა­რან­ტი­ნის მკაც­რი ზო­მე­ბი და და­ი­წყო ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი იკ­ვლევ­დნენ ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო­ებს.

"რომ არა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, ყო­ველ­დღე, შე­საძ­ლოა ინ­ფი­ცი­რე­ბის 1000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლი­ყო. ზუს­ტად არა­ვინ იცო­და, თუ რა შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებ­და ყო­ვე­ლი­ვე, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ზე უა­რე­სი", - ამ­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯა­სინ­და არ­დე­ნი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად აპი­რებს მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას და ბიზ­ნე­სის ამუ­შა­ვე­ბას. დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის ამუ­შა­ვე­ბის მე­ო­თხე ფა­ზი­დან მე­სა­მე ფა­ზა­ში გა­და­ვი­და, რაც ბიზ­ნე­სე­ბის გახ­სნას, მათ შო­რის, გარე რეს­ტორ­ნე­ბის ამუ­შა­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კვლავ აკ­რძა­ლუ­ლია მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბე­ბი. და­ხუ­რუ­ლია სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი და ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ ჩა­კე­ტი­ლი რჩე­ბა სა­ზღვრე­ბი.

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში 4 815 127 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აქ მთლი­ა­ნო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 500-მდე შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ვირუსს ქვე­ყა­ნა­ში 19 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგგ
0
ჩვენსავით არიან,
daviti
1

შედეგებს არა უშავს, 4 გარდაცვლილი მილიონზე, შედარებისთვის საქართველოში არის 2 მილიონზე. რაც მთავარია აქვთ დაავადებულების რაოდენობის კლება, მაგრამ დამარცხება ხმამაღალი ნათქვამია. ეს ვირუსი ჯერ არავის არ დაუმარცხებია, იმიტომ რომ არ არის წამალი და არ არის ვაქცინა. აქვთ კარგი შედეგი და ესაა სულ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"

როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"

ახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი დაამარცხეს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდენმაც.

"შიდა გადადების ფაქტები ქვეყანაში აღარ ფიქსირდება. ჩვენ ეტაპობრივად ვიწყებთ ეკონომიკის გახსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვხსნით სოციალურ ცხოვრებას", - ამბობს არდენი.

ხელისუფლება აპირებს, რომ ეტაპობრივად აამუშავოს ბიზნესი, თუმცა ადამიანებს ჯერ კიდევ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოლო დღეებში ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთეული რაოდენობა გამოვლინდა. გუშინ, ვირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ქვეყანა სამშაბათიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საკმაოდ დიდი ნაწილის მოხსნას აპირებს. უახლოეს მომავალში სასწავლო პროცესის აღდგენაც იგეგმება.

"ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა გვმატებს თავდაჯერებულობას, გვაფიქრებინებს, რომ მივაღწიეთ მიზანს. ეს არ ნიშნავს, რომ არ გვექნება ახალი შემთხვევები, მაგრამ გულისხმობს, რომ გვეცოდინება ინფიცირების წყარო", - აცხადებს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის გენერალური დირექტორი, ეშლი ბლუმფილდი.

VIDEO: "ვირუსი შეჩერებულია და ბრძოლა მოგებულია" - როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის აღმოფხვრა?

პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდენის განცხადებით კი, მოხერხდა მასშტაბური გავრცელების თავიდან არიდება.

"ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ“, - ამბობს პრემიერი. მისივე თქმით, ქვეყანა უნდა იყოს ფხიზლად და გააგრძელონ არჩეულ გზაზე სიარული.

  • კორონავირუსის პირველი შემთხვევა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომები

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა. როგორც BBC წერს, ქვეყნის ხელისუფლებამ COVID-19-ის პანდემიის ადრეულ ეტაპზევე ძალიან მკაცრი შეზღუდვები დააწესა მოგზაურობაზე და სოციალურ აქტიურობაზე. შეჩერდა სასწავლო პროცესი და აიკრძალა შეკრებები ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო გამოვლენილი.

ხელისუფლებამ ადრეულ ეტაპზევე ჩაკეტა საზღვრები და ყველა, ვინც საზღვარი გადაკვეთა, საკარანტინე ზონაში გადაიყვანა, აამოქმედა კარანტინის მკაცრი ზომები და დაიწყო ინტენსიური ტესტირება ახალი შემთხვევების გამოსავლენად, ასევე სპეციალური ჯგუფები იკვლევდნენ ინფიცირების წყაროებს.

"რომ არა მკაცრი შეზღუდვები, ყოველდღე, შესაძლოა ინფიცირების 1000 ახალი შემთხვევა ყოფილიყო. ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა შედეგებს გამოიღებდა ყოველივე, მაგრამ ფაქტია, რომ თავიდან ავიცილეთ ყველაზე უარესი", - ამბობს პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდენი.

ხელისუფლება ეტაპობრივად აპირებს მკაცრი შეზღუდვების მოხსნას და ბიზნესის ამუშავებას. დღეს ხელისუფლება ქვეყნის ამუშავების მეოთხე ფაზიდან მესამე ფაზაში გადავიდა, რაც ბიზნესების გახსნას, მათ შორის, გარე რესტორნების ამუშავებას გულისხმობს.

კვლავ აკრძალულია მასობრივი შეკრებები. დახურულია სავაჭრო ცენტრები და ჯერჯერობით ისევ ჩაკეტილი რჩება საზღვრები.

ახალ ზელანდიაში 4 815 127 ადამიანი ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, აქ მთლიანობაში კორონავირუსის 1 500-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალ ზელანდიაში COVID-19-ის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ არის - რა გზა გაიარა ქვეყანამ "ბრძოლის მოსაგებად"

"ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია" - რას ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ

ბიჭი ქუჩის დასუფთავებისთვის "მუსტანგით“ და სტიპენდიით დააჯილდოვეს - ამერიკელი თინეიჯერის ახდენილი ოცნება