ავტორი:

მარტო ტესტების იმედზე რომ ვიყოთ და ბევრი პაციენტი გვეპარებოდეს, საქართველოს საავადმყოფოები სავსე იქნება პაციენტებით - პაატა იმნაძე

მარტო ტესტების იმედზე რომ ვიყოთ და ბევრი პაციენტი გვეპარებოდეს, საქართველოს საავადმყოფოები სავსე იქნება პაციენტებით - პაატა იმნაძე

ჩვენ რომ ახლა მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, დღეს ქვეყანაში არცერთი მაჩვენებლით, კორონავირუსის ფართო გავრცელება არ გვაქს, რის გამოსაკვლევადაც ტესტირებების გარდა, სხვა საკვლევი იდიკატორებიც მოქმედებს.

„ჩვენ რომ ახლა მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით. საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევენ პნევმონიის მქონე ავადმყოფებს. ზოგიერთმა არ იცის ეს, მაგრამ ვინც ერკვევა იმან მაინც ხომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ რამდენიმე თვე გვქონდა ქვეყანაში ე.წ სენტინელური ზედამხედველობის მეთოდი, რომელიც მუდმივად ტარდება ქვეყანაში გრიპის მაგვარი დაავადებებისათვის და რომელიც ზამთრიდან მოყოლებული, 22 სხვადასხვა ვირუსზე იტესტება, პლიუს კორონავირუსები. არცერთ ამ ადგილში კორონავირუსი არ გამოჩენილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას ემატება სხვა ინდიკატორები, რაც შეეხება პნევმონიებს, რაც შეეხება მძიმე, მწვავე რესპირაციულ სინდრომებს ქვეყანაში, ანუ არცერთი მაჩვენებლით ქვეყანაში დღეს, ჩვენ ფართო გავრცელება არ გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის განცხადებით, პაციენტებს, რომლებსაც პნევმონია და ტემპერატურის მატება აღენიშნებათ, ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა კლინიკაში უტარდებათ.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და რომელიც არის პნევმონიით ხორციელდება არა მარტო „ცხელების ცენტრებში“ და არა მარტო კოვიდკლინიკებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში...

„ყველა იმ ღონისძიების ჩატარების შედეგად, რაც ქვეყანაში განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში, მაქსიმალურად შევძელით, რომ გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური და ნელ-ნელა მომატებოდა შემთხვევათა რიცხვი. ჯერჯერობით შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ ეს შევძელით. დიდი იმედი გვაქვს, რომ მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ იხსნება რეგულაციების ნაწილი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა და მათგან 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისი თქმით, სულ დღეისთვის ქვეყანაში 12 ათასზე მეტი ტესტია ჩატარებული.

„ერთი პაციენტი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზირებულია. სწრაფი ტესტით დადებითი იყო და ამჟამად PCR მეთოდითაც დადასტურდა. თბილისში დაემატა 4 ახალი შემთხვევა, რაც ერთ-ერთ ჰოსპიტალთან არის დაკავშირებული. 24 საათის განმავლობაში 822 ტესტი გაკეთდა და როგორც მოგეხსენებათ, აქედან არის 29 ახალი შემთხვევა, მაშინ როცა გუშინ გაკეთებული იყო 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა. სულ დღეისთვის ქვეყანაში გაკეთებულია 12 ათასზე მეტი ტესტი. გარდა ამისა, დაახლოებით 5 ათასზე მეტი „სწრაფი ტესტი“ გაკეთდა“, - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, ერთი პაციენტის სახლში მკურნალობა მისი ოჯახური, პირადი მოტივებით მოხდა.

„საბედნიეროდ, როგორც ვხედავთ ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია ქვეყანაში არ გვაქვს. ასე რომ, თუ ჩვენი კლინიკები ვეღარ დაიტევენ პაციენტებს, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში როცა პაციენტი სახლში დარჩა სამკურნალოდ, აქ იყო ოჯახური პირადი მოტივები... ამ პაციენტს ჩაუტარდა ერთი ტესტირება და იყო უარყოფითი. ველოდებით მეორე ტესტის პასუხს, რომ გახდეს უარყოფითი და შესაძლებელი იყოს მისი გამოჯანმრთელებულად ჩათვლა. კლინიკურად ის აბსოლიტურად ჯანმრთელია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რეგიონში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები არსებობს და მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევები, თუ რა პირობებში მოხდა მათი დაინფიცირება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ, სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სამწახარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით. ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში. სამწუხაროდ, თეთრიწყაროში არის შემთხვევები ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების და მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევები თუ რა პირობებში მოხდა მათი დაინფიცირირება...

სამწუხაროდ, ის რომ გვაქვს აი, ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, არ იყო ერთი კვირის, 10 დღის წინ დაცული ის რეკომენდაციები, რომელიც გვქონდა გაცემული, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და დღესასწაულების აღნიშნვნას სუფრებზე, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 139 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 ადამიანი.

თბილისში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია - ფოტორეპორტაჟი დედაქალაქიდან

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა