საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს წირვა-ლოცვის საშუალებას, სხვაგან არ არის ამისი საშუალება - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა
ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს წირვა-ლოცვის საშუალებას, სხვაგან არ არის ამისი საშუალება - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ჩვენ ვცხოვ­რობთ ურ­თუ­ლეს დროს, როცა ეკ­ლე­სია არის დიდ გა­სა­ჭირ­ში, მაგ­რამ ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი ვერ მო­ე­რე­ვი­ან მას , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრძა­ნა.

პატ­რი­არ­ქმა მრევლს კვი­რა­ცხოვ­ლო­ბა მი­უ­ლო­ცა და დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

„ეს არის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი. მრა­ვა­ლი ტა­ძა­რი იყო აშე­ნე­ბუ­ლი კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის სა­ხელ­ზე, ერთი მათ­გა­ნი მთი­უ­ლეთ­შია, კო­ბა­ი­ძე­ე­ბის სამ­ფლო­ბე­ლო­ში, ჩი­რიხ­ში. ვუ­ლო­ცავ კო­ბა­ი­ძე­ებს ტაძ­რის დღე­სას­წა­ულს.

უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე ბრძა­ნებს „აღ­ვა­შე­ნო ეკ­ლე­სი­აი ჩემი და ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი ვერ ერე­ო­დენ მას“. ჩვენ ვცხოვ­რობთ ურ­თუ­ლეს დროს, როცა ეკ­ლე­სია არის დიდ გა­სა­ჭირ­ში, მაგ­რამ ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი ვერ მო­ე­რე­ვი­ან მას. დღეს იყო აქ წა­კი­თხუ­ლი სა­ხა­რე­ბა უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე შე­ვი­და მო­ცი­ქუ­ლებ­თან კარ­დახ­შულ­თა, ე.ი. კარი და­კე­ტი­ლი იყო და იმ და­კე­ტი­ლი კა­რით შე­ვი­და მა­ცხო­ვა­რი და უთხრა „მშვი­დო­ბა თქვენ­თა­ნა, მი­ი­ღეთ სუ­ლიწ­მინ­და“. უფა­ლი ჩვენც მოგ­ვმარ­თავს, მი­ი­ღეთ სული წმინ­და. მზად უნდა ვი­ყოთ სუ­ლიწ­მინ­დის მი­სა­ღე­ბად. არ იყო თომა მო­ცი­ქუ­ლი მათ­თა­ნა და როცა თომა მო­ვი­და, მო­წა­ფე­ებ­მა უთხრეს, ვი­ხი­ლეთ ჩვენ უფა­ლი და უამ­ბეს ყვე­ლა­ფე­რი; და თო­მამ უთხა: „უკე­თუ არა ვი­ხი­ლავ სამ­სჭვალ­თა, არა დავ­სდებ ხელ­სა ჩემ­სა სამ­სჭვალ­სა ზედა ხე­ლი­სა მი­სი­სა და გვერ­დსა მის­სა, არა მრწმე­ნეს“. სი­ნამ­დვი­ლე­ში თომა მო­ცი­ქულს სწამ­და, რომ მა­ცხო­ვა­რი ნამ­დვი­ლად გა­მო­ე­ცხა­და, მაგ­რამ გული შეს­ტკი­ო­და იმი­ტომ, რომ ის არ იყო მო­ცი­ქუ­ლებ­თან და ამით, ამ სი­ტყვე­ბით აი­ძუ­ლებ­და უფალს მეც გა­მო­მე­ცხა­დეო. 8 დღის შემ­დეგ გა­მო­ე­ცხა­და. ისევ შე­ვი­და კარ­დახ­შულ­თა და გა­მო­ე­ცხა­და უფა­ლი. პირ­და­პირ მი­მარ­თა თო­მას: „აჰა, დას­დევ ხელი შენი გვედ­სა ჩემ­სა და ნუ იყო­ფი ურ­წმუ­ნო, არა­მედ გწამ­დეს!“ დი­დე­ბა შენ­და უფა­ლო, მად­ლო­ბა შენ­და უფა­ლო. ჩვენ ვცხოვ­რობთ ისეთ დროს, როცა უფა­ლი ახ­ლო­საა ჩვენ­თან, უფა­ლი ჩვენ­თა­ნაა და ჩვენ მად­ლო­ბას ვწი­რავთ უფალს. წყა­ლო­ბა ღვთი­სა და სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა და ზი­ა­რე­ბა სუ­ლი­სა წმი­დი­სა ჩვენ­თა­ნაა“, - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მინ­და დავ­ლო­ცო ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩვე­ნი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, ჩვე­ნი ხალ­ხი. ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ უფა­ლი ჩვენ­თან იყოს, - რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, სხვა­გან ამი­სი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის.

„ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ უფა­ლი გვაძ­ლევს ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბას წირ­ვა-ლოც­ვი­სა. მე მინ­და დავ­ლო­ცო ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩვე­ნი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, ჩვე­ნი ხალ­ხი. ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ უფა­ლი ჩვენ­თან იყოს. სხვა­გან არ არის ამი­სი სა­შუ­ა­ლე­ბა. კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის იმით კვი­რა­ცხოვ­ლო­ბა, რომ კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის დღეს მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა გად­მოგ­ვცა ჩვენ სი­გე­ლი, რომ ის ცნობს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას. მე მინ­და მად­ლო­ბა შევ­სწი­რო უფალს და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს, კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის ეკ­ლე­სი­ას ამ დიდი წყა­ლო­ბი­სათ­ვის. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ, კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის მად­ლი შე­გე­წი­ოთ. თქვენ და­გი­რიგ­დე­ბათ არ­ტო­სი, ეს წმინ­და პური და გა­უფრ­თხილ­დით, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მი­ი­ღოთ“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
51

100 წლის სიცოცხლე მის უწმინდესობას ! 

FEOLA
25

დაიწყო საარჩევნო კამპანია,,,,,დალოცვილია ხელისუფლება ხალხოოოოოოოო))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს წირვა-ლოცვის საშუალებას, სხვაგან არ არის ამისი საშუალება - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს წირვა-ლოცვის საშუალებას, სხვაგან არ არის ამისი საშუალება - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა და დღესასწაულის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის უდიდესი დღესასწაული. მრავალი ტაძარი იყო აშენებული კვირაცხოვლობის სახელზე, ერთი მათგანი მთიულეთშია, კობაიძეების სამფლობელოში, ჩირიხში. ვულოცავ კობაიძეებს ტაძრის დღესასწაულს.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დღეს იყო აქ წაკითხული სახარება უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კარდახშულთა, ე.ი. კარი დაკეტილი იყო და იმ დაკეტილი კარით შევიდა მაცხოვარი და უთხრა „მშვიდობა თქვენთანა, მიიღეთ სულიწმინდა“. უფალი ჩვენც მოგვმართავს, მიიღეთ სული წმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად. არ იყო თომა მოციქული მათთანა და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს, ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი; და თომამ უთხა: „უკეთუ არა ვიხილავ სამსჭვალთა, არა დავსდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალსა ზედა ხელისა მისისა და გვერდსა მისსა, არა მრწმენეს“. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადა, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ამით, ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს მეც გამომეცხადეო. 8 დღის შემდეგ გამოეცხადა. ისევ შევიდა კარდახშულთა და გამოეცხადა უფალი. პირდაპირ მიმართა თომას: „აჰა, დასდევ ხელი შენი გვედსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გწამდეს!“ დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა უფალო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმიდისა ჩვენთანაა“, - ბრძანა პატრიარქმა.

მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, - როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სხვაგან ამისი საშუალება არ არის.

„ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ჩვენ საშუალებას წირვა-ლოცვისა. მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს. სხვაგან არ არის ამისი საშუალება. კიდევ მნიშვნელოვანი არის იმით კვირაცხოვლობა, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ის ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევსწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს, კონსტანტინეპოლის ეკლესიას ამ დიდი წყალობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ. თქვენ დაგირიგდებათ არტოსი, ეს წმინდა პური და გაუფრთხილდით, წლის განმავლობაში უნდა მიიღოთ“, - განაცხადა პატრიარქმა

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

დიდ დიღომში ერთ-ერთი საწყობის ეზოში ხანძარი გაჩნდა

"კომენტარებს ვაწყდები, თითქოს უამრავი დაავადება ჰქონდა და კორონა არ არსებობს, უტიფრები ხართ" - რას წერს COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი