პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაემართა კიმ ჩენ ინს - რას წერს მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე
რა დაემართა კიმ ჩენ ინს - რას წერს მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე

ერთ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის, კიმ ჩენ ინის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­კვე­ვა რთუ­ლია.

ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა წერს, რომ დიქ­ტა­ტო­რი გარ­და­იც­ვა­ლა, ზოგი ცნო­ბით, მან გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი აქვს, არ­სე­ბობს ცნო­ბა იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ კიმ ჩენ ინი კო­მა­შია, თუმ­ცა არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ის, შე­საძ­ლოა, თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობ­დეს და გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს შო­რი­დან აკ­ვირ­დე­ბო­დეს.

ვნა­ხოთ რას წე­რენ სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ:

  • CNN

გა­მო­ცე­მა 21 აპ­რილს წერ­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს გუ­ლის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტა­რეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. CNN-ის ცნო­ბით, კიმ ჩენ ინის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ეჭვი მას შემ­დეგ გაჩ­ნდა. რაც ის ბა­ბუ­ის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბას არ და­ეს­წრო.

"სი­ე­ნე­ნის" სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო Daily NK-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს 12 აპ­რილს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის პრო­ცე­დუ­რა ჩა­უ­ტა­რეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა მას "თამ­ბა­ქოს ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბი­სა და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი წო­ნის“ გამო დას­ჭირ­და. CNN-ი გან­მარ­ტავს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი კიმ ჩენ ინის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს თვალ­ყურს ადევ­ნებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას ცდი­ლობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კიმ ჩენი ინის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმაც - "იმე­დი მაქვს, კარ­გად არის. მე მას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და მინ­და კარ­გად იყოს. მინ­და მას ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბა და წარ­მა­ტე­ბა. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ცნო­ბე­ბი გავ­რცელ­და, მაგ­რამ არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია. „სი­ე­ნე­ნი“ წერ­და და როცა „სი­ე­ნე­ნი“ ავ­რცე­ლებს მსგავს რა­ღა­ცას, მე მას დიდ სან­დო­ო­ბას ვერ მი­ვა­ნი­ჭებ“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

  • Reuters

სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სმა“ 25 აპ­რილს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ჩი­ნეთ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში მე­დი­კო­სე­ბის ჯგუ­ფი გაგ­ზავ­ნა. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მე­დი­კო­სებ­მა კიმ ჩენ ინის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რჩე­ვე­ბი უნდა გას­ცენ.

  • New York Post

გა­მო­ცე­მა აქვყნებს ვრცელ სტა­ტი­ას, სა­დაც სა­უ­ბა­რია კიმ ჩენ ინის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სამ ვა­რი­ანტზე - ის ან გარ­და­იც­ვა­ლა, ან კო­მა­შია და ან თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს წერს "ნიუ იორკ პოს­ტი“. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ჰონგ კონ­გის მა­უ­წყე­ბელ­მა შა­ბათს "ძა­ლი­ან სან­დო წყა­რო­ზე“ დაყ­რდნო­ბით კიმ ჩენ ინის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა აქვე ერთ-ერ­თმა ია­პო­ნურ­მა ჟურ­ნალ­მა და­წე­რა, რომ ის "ვე­გე­ტა­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია“. გა­მო­ცე­მა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ვად ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მე­დია ისე იქ­ცე­ვა, რომ თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­შია.

ასე­ვე პე­კინ­ში ვრცელ­დე­ბა და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბე­ბი, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, ის ოპე­რა­ცი­ის დროს გარ­და­იც­ვა­ლა.

  • The Guardian

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ა­ნი" წერს, მას­ზე ჩანს სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ, შე­საძ­ლოა, კო­რე­ის ლი­დერს ეკუთ­ვნო­დეს. მა­ტა­რე­ბე­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ­ში. გა­მო­ცე­მა ყო­ვე­ლი­ვეს სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სზე" დაყ­რდნო­ბით წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "რო­ი­ტერ­სი“ ვერ ადას­ტუ­რებს იმ­ყო­ფე­ბა თუ არა სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ­ში კიმ ჩენ ინი.

"მა­ტა­რებ­ლის ყოფ­ნა არ ამ­ტკი­ცებს და არ უს­ვამს ხაზს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის ად­გილ­სამ­ყო­ფელს და არც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გვე­უბ­ნე­ბა რა­ი­მეს“, - წერს გა­მო­ცე­მა.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა,როცა კიმ ჩენ ინი "გაქ­რა" და მთე­ლი მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა.

რო­გორც BBC წერს, 2014 წელს კიმ ჩენ ინი "გა­უ­ჩი­ნარ­და“ და 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. მა­ში­ნაც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში უამ­რა­ვი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ცნო­ბა ვრცელ­დე­ბო­და და ყო­ვე­ლი­ვე არა­ერ­თი სპე­კუ­ლა­ცი­ის მი­ზე­ზი გახ­და.

შემ­დეგ კი ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერთ-ერთ ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე გა­მოჩ­ნდა.

ამ დრო­ის­თვის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დია სა­უბ­რობს კიმ ჩენ ინის "არა­კომ­ფორ­ტულ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე“, მაგ­რამ რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, უც­ნო­ბია და ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰა?
2

მოწამლეს ასიანი. 

Neo Oreg
2

კარანტინშია ადამიანი და მოასვენეთ რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რა დაემართა კიმ ჩენ ინს - რას წერს მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე

რა დაემართა კიმ ჩენ ინს - რას წერს მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე

ერთ კვირაზე მეტია, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიაში სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკიდან გამომდინარე, ზუსტი ინფორმაციის გარკვევა რთულია.

ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ დიქტატორი გარდაიცვალა, ზოგი ცნობით, მან გულის ოპერაცია გაიკეთა და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, არსებობს ცნობა იმის შესახებაც, რომ კიმ ჩენ ინი კომაშია, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ის, შესაძლოა, თავს შესანიშნავად გრძნობდეს და განვითარებულ მოვლენებს შორიდან აკვირდებოდეს.

ვნახოთ რას წერენ სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

  • CNN

გამოცემა 21 აპრილს წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გულის ოპერაცია ჩაუტარეს და სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია. CNN-ის ცნობით, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა. რაც ის ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო.

"სიენენის" სტატიაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტო Daily NK-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 12 აპრილს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროცედურა ჩაუტარეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას "თამბაქოს ჭარბი მოხმარებისა და გადაჭარბებული წონის“ გამო დასჭირდა. CNN-ი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები კიმ ჩენ ინის მდგომარეობის შესახებ ცნობებს თვალყურს ადევნებს და აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენი ინის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც - "იმედი მაქვს, კარგად არის. მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა კარგად იყოს. მინდა მას ვუსურვო წარმატება და წარმატება. ძალიან სერიოზული ცნობები გავრცელდა, მაგრამ არავის დაუდასტურებია. „სიენენი“ წერდა და როცა „სიენენი“ ავრცელებს მსგავს რაღაცას, მე მას დიდ სანდოობას ვერ მივანიჭებ“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • Reuters

სააგენტო "როიტერსმა“ 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გაგზავნა. სააგენტოს ცნობით, მედიკოსებმა კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და რჩევები უნდა გასცენ.

  • New York Post

გამოცემა აქვყნებს ვრცელ სტატიას, სადაც საუბარია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამ ვარიანტზე - ის ან გარდაიცვალა, ან კომაშია და ან თავს შესანიშნავად გრძნობს წერს "ნიუ იორკ პოსტი“. სტატიაში ნათქვამია, რომ ჰონგ კონგის მაუწყებელმა შაბათს "ძალიან სანდო წყაროზე“ დაყრდნობით კიმ ჩენ ინის გარდაცვალებაზე განაცხადა, თუმცა აქვე ერთ-ერთმა იაპონურმა ჟურნალმა დაწერა, რომ ის "ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“. გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ თავად ჩრდილოეთ კორეის მედია ისე იქცევა, რომ თითქოს ყველაფერი ნორმაშია.

ასევე პეკინში ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომელთა თანახმადაც, ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

  • The Guardian

მედიაში ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები. როგორც ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" წერს, მასზე ჩანს სპეციალური მატარებელი, რომელიც ჩრდილოეთ, შესაძლოა, კორეის ლიდერს ეკუთვნოდეს. მატარებელი განთავსებულია საკურორტო ქალაქში. გამოცემა ყოველივეს სააგენტო "როიტერსზე" დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ "როიტერსი“ ვერ ადასტურებს იმყოფება თუ არა საკურორტო ქალაქში კიმ ჩენ ინი.

"მატარებლის ყოფნა არ ამტკიცებს და არ უსვამს ხაზს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ადგილსამყოფელს და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვეუბნება რაიმეს“, - წერს გამოცემა.

  • აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა,როცა კიმ ჩენ ინი "გაქრა" და მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

როგორც BBC წერს, 2014 წელს კიმ ჩენ ინი "გაუჩინარდა“ და 40 დღის განმავლობაში მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მაშინაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ცნობა ვრცელდებოდა და ყოველივე არაერთი სპეკულაციის მიზეზი გახდა.

შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე გამოჩნდა.

ამ დროისთვის ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია საუბრობს კიმ ჩენ ინის "არაკომფორტულ ფიზიკურ მდგომარეობაზე“, მაგრამ რამდენად სერიოზულია მისი მდგომარეობა, რომელი ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, უცნობია და ოფიციალურად დადასტურებული ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს.

“კიდევ რა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინი?!" - რას უკავშირებენ ნავალნის ექიმის გარდაცვალებას და როგორია საზოგადოების რეაქცია

ტრაგედია ინდოეთში -  ჰიმალაის მყინვარიდან წყლის მოვარდნის შედეგად 150-მდე ადამიანი გარდაიცვალა (ფოტოები)

ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი, რომლის წარსულის დამალვასაც ცდილობენ - ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი, "ამხანაგი რი სოლ-ჯუ"