ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით მე-6 ადამიანი გარდაიცვალა - "გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია"

საქართველოში კორონავირუსით მე-6 ადამიანი გარდაიცვალა - "გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია"

საქართველოში კორონავირუსით მე-6 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.

„სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმშია 4928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522 პირი. ინფორმაციისთვის, 485 ადამიანიდან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ტრაგედია სართიჭალაში - მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახებას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

სვანეთში 30 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, კლდიდან გადაიჩეხა

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს