ავტორი:

ეკა დემეტრაძის ახალი ცხოვრება - მსახიობი "ჩემი ცოლის დაქალებში" ნაპოვნ სიყვარულთან ერთად (ფოტო)

ეკა დემეტრაძის ახალი ცხოვრება - მსახიობი "ჩემი ცოლის დაქალებში" ნაპოვნ სიყვარულთან ერთად (ფოტო)

ეკა დემეტრაძისა და გიორგი ბოჭორიშვილის წყვილი საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. მსახიობების ოჯახზე მედიაში მაშინ ბევრი იწერებოდა. ეკა, რომელიც სერიალში ძალადობის მსხვერპლ "ნატაშკას" თამაშობდა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ გიორგი ისეთი ქმარი არ იყო, როგორიც სერიალში მისი გმირი ზაზა. წყვილი ერთ შვილს, თომას ზრდიდნენ.

მოულოდნელად დემეტრაძე-ბოჭორიშვილის წყვილი დაშორდა. ეკა ამის შესახებ მედიასთან არ საუბრობდა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგიმ ოჯახის დანგრევა ასე ახსნა:

"კარგი იყო ჩვენი ცოლ-ქმრობა პროფესიული თვალსაზრისით ნამდვილად დავეხმარეთ ერთმანეთს. პროფესიულ შენიშვნებს ვაძლევდით და არ ვუმალავდით რაღაცებს რა მოგვწონდა და რა არა. ორი მსახიობის ერთად ცხოვრებაში ერთი შედგება და მეორე ვერა, ამიტომ მირჩევნია მე შევდგე როგორც მსახიობი, ვიდრე ჩემი ცოლი. რა თქმა უნდა, ეკაც უნდა შედგეს თავის გზაზე მსახიობად და მეც...".

დაშორებიდან მოკლე ხანში გიორგიმ არქიტექტორ თაკო ვალიშვილზე იქორწინა. თაკოს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა. წყვილს მალე საერთო გოგონა შეეძინათ.

ეკა სერიალიდან გაქრა და "ჩემი ცოლის დაქალებიდან" "ფორმულა კრეატივის" ახალ სერიალში "ხელოვნურ სუნთქვაში" გადაინაცვლა. თუმცა სერიალი ერთი სეზონის შემდეგ დაფინანსების არქონის გამო დაიხურა. მსახიობი მალე საზოგადობაში ახალ სიყვარულთან ერთად გამოჩნდა. გიორგი იგივე ტორნადო გაბუნია, როგორც მას საზოგადოება იცნობს, მუსიკოსია და "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" შექმნილ ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" ვოკალისტი გახლავთ.

წყვილი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში და მალევე საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ. ზამთარში ეკამ და დათომ ინდოეთში იმოგზაურეს. ახლა კი როგორც მთელი საქართველო იზოლაციაში არიან და მთელ დღეებს სახლში ატარებენ. აპრილის შუა რიცხვებში ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტი სახლში ესტუმრათ, სადაც ეკა დათოსთან, შვილთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.

მსახიობი ჟურნალისტს გამოუტყდა, რომ ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ მან და დათომ ქსოვა დაიწყეს და სამაჯურებს ქსოვენ. ასევე მისი ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა და მთელი დღის მანძილზე ალაგებს სახლს. დაიწყო სადილების მომზადება.

"ადრე სახლიდან რომ გავდიოდი მთავარი იყო საფულე და ტელეფონი გქონოდა. ახლა საფულეს აღარ ვხმარობ, მხოლოდ ბარათი დამაქვს. ასევე სველი ხელსახოცი, პირბადე და თუ მარკეტში უნდა შევიდე ხელთათმანი მიკეთია. მართლა ისე ვისტრესები, მირჩევნია სახლიდან არ გავიდე. წასვლა კიდევ და და უკან დაბრუნება კიდევ ცალკე საშინელებაა" - ამბობს ეკა დემეტრაძე კარანტინიდან.

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე

"ძალიან ეგოისტი ქალია ნინა, შვილების მონატრებაც ვერ გამოხატა..." - რას ამბობს ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ სერიაზე და როგორ პასუხობს კრიტიკოსებს "ნათია"?

"კოვაქსიდან" მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან "ნოვოვაქსი" და "ჯონსონი და ჯონსონი" უნდა დაემატოს" - თამარ გაბუნია