ავტორი:

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს.

აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა"ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სოფელ ყანდაურაში გასული წლის 3 მაისს მოხდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ადამიანის მკვლელობისთვის 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავა. მას შვილის, რძლის და ორი მეზობლის მკვლელობა ბრალდებოდა.

გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა მოგვიანებით აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა.

ამავე საქმეზე დაკავებული იყო უმცროსი ომარ გამყრელიძეც, რომელსაც გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვას ედავებოდა. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დაზარალებულის ბაბუის ძმაა - "მოკვლით დაემუქრა, თუ რამეს იტყოდა"

ხმაური გურჯაანში - სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო

შსს-მ "ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი" წალენჯიხაში დააკავა