ავტორი:

"ვითარების კონტროლისთვის პუტინისა და ასადის სამხედროები ხოცავენ ადამიანებს..." - რუსეთის პრეზიდენტის "სისხლიანი მარჯვენა ხელის" კვალი სირიაში

"ვითარების კონტროლისთვის პუტინისა და ასადის სამხედროები ხოცავენ ადამიანებს..." - რუსეთის პრეზიდენტის "სისხლიანი მარჯვენა ხელის" კვალი სირიაში

დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ანტიკრემლური გამოცემა novayagazeta.ru წერდა რუსეთის მიერ დაქირავებული მეომრების, Вагнер-ის მიერ სირიაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ. გამოცემის ცნობით, არცერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ადგილობრივ პროკურატურასა და საგამოძიებო უწყებებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

"არადა, რუსი სამხედროების მხრიდან კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალაც გვქონდა, რომლის საავტორო უფლებაც დაცულია და სრულიად შესაძლებელი იყო მის საფუძველზე საქმის აღძვრა ან დაინტერესება მაინც... იმავდროულად, ჩვენს მკითხველს მოვუწოდებდით, ფოტოზე თუ ვინმეს ამოიცნობდნენ, ჩვენთვის ეცნობებინათ. ერთ-ერთი მათგანის ვინაობა თავად ამოვიცანით.

სამი წლის წინ რუსეთის არაოფიციალურმა სამხედრო დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფოს" ძალებისგან გაათავისუფლა სირიის ის ნაწილი, სადაც აშ-შაერის ნავთობსაბადოა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქაურობა დახოცილი ადამიანებით მოფინეს. იქაურობის კონტროლი მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც საქმეში "პუტინის მზარეული" ევგენი პრიგოჟინი ჩაერთო" - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, არაფორმალურმა რუსმა სამხედროებმა 2017 წლის ივნისში, სირიელი ჰამადი ტაჰა ალ-ბუტა წამებით მოკლეს, მას თავი მოაჭრეს, საშინელი პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გააკეთეს და ინტერნეტში ატვირთეს.

2019 წელს ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება მოხერხდა და გაირკვა, რომ ЧВК Вагнер-ს წევრი, 1990 წელს დაბადებული სტანისლავ დიჩკოა, რომელიც ადრე სტავროპოლის პოლიციაში მუშაობდა. პროფესიულ ანკეტაში მას უწერია, რომ კომპანია Вагнер-ში გაწევრიანების მიზეზი "უცხოეთში რუსეთის ინტერესების დაცვაა".

დიჩკო (მარჯვნივ) პოლიციის ფორმაში - ფოტო novayagazeta.ru

სტავროპოლელი ყოფილი პოლიციელი არაოფიციალურ სამხედრო კომპანიაში 2016 წლიდან ირიცხება. ახლაც ცოცხალია და ჯანმრთელია. მისი ვინაობის შესახებ მონაცემები გამოცემამ რუსეთის პროკურატურას მიაწოდა, თუმცა არავინ დაინტერესებულა.

"არადა, კადრში ჩანს, რომ დაქირავებული რუსი სამხედროები ორ ადამიანს კლავენ... რამდენიმე დღის წინ, პრიგოჟინის მფლობელობაში არსებული "ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს" მიერ მომზადებულ მასალებში სწორედ აშ-შაერის ნავთობსაბადოს ფონი ჩანს, სადაც იმ სასტიკი მკვლელობის ვიდეოა გადაღებული... ძალიან მალე ეს სტატია საიტიდან გაქრა.

გამოცემა Conflict Intelligence Team–ის ექსპერტის, რუსლან ლავიევის შეფასებით, რომელიც სწორედ სირიის კონფლიქტის მიმართულებით მუშაობს და მსგავსი ადგილებიდან ფოტოებს თანამზგავრიდან იღებს, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც Вагнер-ის ბაზაა განთავსებული" - წერს გამოცემა.

ხმები იმის შესახებ, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო, ვითარების კონტროლისთვის პუტინისა და ასადის სამხედროები ადამიანებს ხოცავდნენ, წლების წინაც დადიოდა, თუმცა ფაქტების მოპოვება ყველას უჭირდა...

სირიის ომის დროს ნავთობსაბადო ხელიდან ხელში გადადიოდა. "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს, ასადის ჯარისკაცებსა და რუს სამხედროებს შორის 2017 წელს გადამწყვეტი შეტაკება მოხდა. ამის შემდეგ, იქ რუსული კომპანია Евро Полис-ის ინტერესები გამოიკვეთა, რომლის უკანაც ისევ პუტინის მარჯვენა ხელი, ევგენი პრიგოჟინი დგას. თუმცა კომპანიის გენერალური დირექტორი 2019 წლამდე ოლეგ ეროხინი იყო, რომელიც Вагнер-ის მეთაურ დმიტრი უტკინთან დაახლოებული კადრია.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ის რომ პუტინი და ასადი სირიაში ტერორისტებს მოსახლეობის მშვიდობისთვის არ ანადგურებდნენ, სიახლე არ იყო, თუმცა რუსი სამხედროების ძალადობის და მათი მხრიდან ჩადენილი მკვლელობების ამსახველი ფაქტების მოპოვება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან რუსეთის ფედერალური სამსახურები მათ გააფთრებით ანადგურებდნენ. თუმცა სირიაში პუტინის "სისხლიანი მარჯვენა ხელის" სასტიკი ქმედებები თანდათან სულ უფრო აშკარა ხდება.

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ