კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? ვერავინ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად" - დავით არახამიას პასუხი გახარიას
"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? ვერავინ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად" - დავით არახამიას პასუხი გახარიას

უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "სლუ­გა ნა­რო­დას" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის გა­მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ. იუ­წყე­ბა გა­მო­ცე­მა "obozrevatel.com".

გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში არა­ხა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო უფრო დიდ პრობ­ლე­მებს გა­და­ა­წყდე­ბა, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა. მი­სი­ვე თქმით, ის სა­ა­კაშ­ვილს კარგ ადა­მი­ა­ნად და მთავ­რო­ბა­ში კარგ კან­დი­და­ტად მი­იჩ­ნევს.

"სა­ქარ­თვე­ლო ასე რა­ტომ ნერ­ვი­უ­ლობს? შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სრუ­ლი­ად უბ­რა­ლოდ მო­ეხ­დი­ნათ რე­ა­გი­რე­ბა. ვი­ღა­ცამ ვი­ღაც პირ­ველ პი­რა­დაც კი არა, არც მე­ო­რე, არა­მედ ვიცე-პრე­მი­ე­რად წა­მო­ა­ყე­ნა. მაშ რის­თვის არის სა­ჭი­რო ასე­თი აგ­რე­სია? ძა­ლი­ან სა­ში­შია იმის ნახ­ვა, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გვერ­დით მყო­ფი, გა­ცი­ლე­ბით მცი­რე ქვე­ყა­ნა ასე რე­ა­გი­რებს.

თუკი ჩვენ გვექ­ნე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს უფრო ძლი­ე­რად ექ­ნე­ბა ეს პრობ­ლე­მე­ბი, ვიდ­რე ჩვენ. ეს ხომ აშშ არაა, რო­მე­ლიც ამ­ბობს: "თქვენ გექ­ნე­ბათ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი". ეს სა­ქარ­თვე­ლოა. ეს არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს" - გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვად ქარ­თვე­ლია და კარ­გად ეს­მის, რო­გორ აღიქ­მე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის.

"ეს არის უბ­რა­ლოდ ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა. ჩვენ სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გვაქვს და ვერც ერთი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში ვერ გვე­ტყვის, ვინ დავ­ნიშ­ნოთ ვიცე-პრე­მი­ე­რად და ვინ არა. აქ სრუ­ლი­ად არას­წო­რი რი­ტო­რი­კაა. ჩვენ ქარ­თვე­ლებ­თან ვი­პო­ვით სა­ერ­თო ენას, ჩვენ ძმუ­ლი ერე­ბი ვართ, ეს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნაა" , - გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კა­რან­ტი­ნამ­დე უკ­რა­ი­ნა მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებ­და ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ, იმე­დოვ­ნებს, რომ თბი­ლი­სი არ ისურ­ვებს და­კარ­გოს კლი­ენ­ტე­ბის ეს სეგ­მენ­ტი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის უკვე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, მის­ჯი­ლი და ძებ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, მსგავს ნა­ბიჯს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა.

"...ესეც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნა­ბიჯს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია მოყ­ვე­ბა. ჩვენ ჯერ ელჩი არ გა­მოგ­ვიწ­ვე­ვია, მაგ­რამ თუ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს რო­გორც მი­ნი­მუმ, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ვიწ­ვევთ," - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 244 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
295

ღმერთმა მშვიდობაში მოგხმაროთ

zurabi
264

ოღონდ დანიშნეთ და ჩვენ შეგვეშვება დრო არ დარჩება.

ავტორი:

"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? ვერავინ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად" - დავით არახამიას პასუხი გახარიას

"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? ვერავინ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად" - დავით არახამიას პასუხი გახარიას

უკრაინის რადას ფრაქცია "სლუგა ნაროდას" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში, უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოწვევის შესახებ. იუწყება გამოცემა "obozrevatel.com".

გამოცემასთან ინტერვიუში არახამიამ განაცხადა, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში, საქართველო უფრო დიდ პრობლემებს გადააწყდება, ვიდრე უკრაინა. მისივე თქმით, ის სააკაშვილს კარგ ადამიანად და მთავრობაში კარგ კანდიდატად მიიჩნევს.

"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? შესაძლებელი იყო სრულიად უბრალოდ მოეხდინათ რეაგირება. ვიღაცამ ვიღაც პირველ პირადაც კი არა, არც მეორე, არამედ ვიცე-პრემიერად წამოაყენა. მაშ რისთვის არის საჭირო ასეთი აგრესია? ძალიან საშიშია იმის ნახვა, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე გვერდით მყოფი, გაცილებით მცირე ქვეყანა ასე რეაგირებს.

თუკი ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უფრო ძლიერად ექნება ეს პრობლემები, ვიდრე ჩვენ. ეს ხომ აშშ არაა, რომელიც ამბობს: "თქვენ გექნებათ დიპლომატიური პრობლემები". ეს საქართველოა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს" - განაცხადა არახამიამ.

მანვე აღნიშნა, რომ თავად ქართველია და კარგად ესმის, როგორ აღიქმება სააკაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის.

"ეს არის უბრალოდ ზეწოლის მცდელობა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა. აქ სრულიად არასწორი რიტორიკაა. ჩვენ ქართველებთან ვიპოვით საერთო ენას, ჩვენ ძმული ერები ვართ, ეს სტუმართმოყვარე ქვეყანაა" , - განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, კარანტინამდე უკრაინა მეორე ადგილს იკავებდა ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით საქართველოში. ამიტომ, იმედოვნებს, რომ თბილისი არ ისურვებს დაკარგოს კლიენტების ეს სეგმენტი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა საქართველოს მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მისივე თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

"...ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ," - განაცხადა გახარიამ.