სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვთვლით საჭიროდ, რეაგირება მოვახდინოთ პოლიტიკური სახის განცხადებებზე" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება
"არ ვთვლით საჭიროდ, რეაგირება მოვახდინოთ პოლიტიკური სახის განცხადებებზე" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ბოლო9 პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბით მათ მი­მართ არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და უსა­ფუძ­ვლო, ალო­გი­კუ­რი და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ბრალ­დე­ბა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს ცენ­ტრის რე­პუ­ტა­ცი­ა­სა და "აპო­გე­ას მი­აღ­წია გუ­შინ­დე­ლი ერთ-ერთი არ­ხის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში".

"მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) პან­დე­მი­ას­თან და რაც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო, არა­სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ჩარ­თუ­ლია COVID-19 და­კავ­ში­რე­ბულ მზად­ყოფ­ნი­სა და რე­ა­გი­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ რთულ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ში მყო­ფი ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­შია კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის რე­ა­ლურ დრო­ში ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, COVID-19-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის მარ­თვა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სო­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბით არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და უსა­ფუძ­ვლო, ალო­გი­კუ­რი და უმე­ტე­სად ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს ცენ­ტრის რე­პუ­ტა­ცი­ა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას და აპო­გე­ას მი­აღ­წია გუ­შინ­დე­ლი ერთ-ერთი არ­ხის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ფიქ­სი­რა, რომ არ თვლის სა­ჭი­როდ შე­ვი­დეს დის­კუ­სი­ა­ში და რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხის გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რო­მელ­თა მი­ზა­ნია დის­კრე­დი­ტა­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ხე­ლის შეშ­ლა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლეა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის. იგი მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი არ­ხე­ბით (ცენ­ტრის ვებ-გვერ­დი, ფე­ის­ბუ­ქი, თვი­თე­რი, ინ­სტაგ­რა­მი, ლაივ-ჩარ­თვე­ბი მე­დი­ა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გე­ბი) მო­სახ­ლე­ო­ბას აწ­ვდის იმ მიმ­დი­ნა­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას, აქ­ვეყ­ნებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლას და რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­სა­ტა­რე­ბე­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, უწყვეტ რე­ჟიმ­ში აწარ­მო­ებს ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა იზო­ლა­ცი­ა­სა და შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბის აქ­ტი­ურ გა­მოვ­ლე­ნას და მრა­ვალ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, რომ­ლე­ბიც ეყ­რდნო­ბი­ან ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის, ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

და­მა­ტე­ბით, ნე­ბის­მი­ერ რეს­პო­დენტს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, გო­ნივ­რუ­ლი ვა­დე­ბის დაც­ვით, აწ­ვდის მო­თხოვ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას და იძ­ლე­ვა გან­მარ­ტე­ბას.

ცენ­ტრის­თვის უწი­ნა­რე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, მისი ხელ­შე­წყო­ბა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით და ეთი­კუ­რი ქცე­ვის ნორ­მე­ბის დაც­ვით, მუ­შა­ობ­და, მუ­შა­ობს და კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას, რათა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გით გა­უმკლავ­დეს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ას." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
11

მართალი ბრძანდებით.ამ მავნებლების აზრზე ყურადღების გამახვილება როგორ შეიძლება.

გიგი
1

მეგობრებო ვიყოთ ობიექტურ კრიტიკულები ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ფაქტია რომ მსოფლიო გლობალური პანდემიაა, ეს ნიშნავს იმას რომ ყველას უჭირს, მათ შორის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებს. ეკონომიკა ინგრევა, ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს, ადამიანთა მდგომარეობა უარესდება სამწუხაროდ ამ პრობლემის წინაშე ჩვენც ვდგავართ, ეს რომ მარტო ჩვენს ქვეყანაში ხდებოდეს რაზეა საუბარი ღირსი იქნებოდა ცუდათ მოგვეხსენიებინა მთავრომა, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა, გლობალურმა პრობლემამ უკვე სახელმწიფოებს მიაყენა დაახლოებით 350 მილიარდზე მეტი ზარალი და ჯერ დასასრული არ ჩანს პირიქით საუბარია რომ შემოდგომაზე შესაძლოა განმეორებითი ტალღა წამოვიდეს ასე რომ გაგებით მოვეკიდოთ ყველაფერს. ის თანხები რაც რიგდება ძალიან რთულად მოძიებულია ამ დროს არცერთ სახელმწიფოს დახმარების სურვილი არგააჩნია ყველას თავისი პრობლემა აქვს, ხოდა რაც შეძლეს ამ ეტაპზე ის გააკეთეს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ არსებობს მაღალი ალბათობა კიდევ მოუწიოთ ამადაგვარი სოციალური ღონისძიების განხორციელება ასე რომ ცოტა გონიერად 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არ ვთვლით საჭიროდ, რეაგირება მოვახდინოთ პოლიტიკური სახის განცხადებებზე" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება

"არ ვთვლით საჭიროდ, რეაგირება მოვახდინოთ პოლიტიკური სახის განცხადებებზე" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო9 პერიოდში სხვადასხვა წყაროებით მათ მიმართ არაერთხელ გავრცელდა უსაფუძვლო, ალოგიკური და ცილისმწამებლური ბრალდება.

მათი ინფორმაციით, ეს ყველაფერი ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და "აპოგეას მიაღწია გუშინდელი ერთ-ერთი არხის სატელევიზიო სივრცეში".

"მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისის საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან და რაც სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო უწყებებთან და მთლიანად საზოგადოებასთან ერთად, პირველივე დღეებიდან ჩართულია COVID-19 დაკავშირებულ მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებებში.

საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში, როდესაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მის დაქვემდებარეში მყოფი ლუგარის ლაბორატორიის პასუხისმგებლობაშია კორონავირუსული ინფექციის რეალურ დროში ეპიდზედამხედველობა, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მართვა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის მეთვალყურეობა და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება.

სხვადასხვა წყაროებით არაერთხელ გავრცელდა უსაფუძვლო, ალოგიკური და უმეტესად ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას და აპოგეას მიაღწია გუშინდელი ერთ-ერთი არხის სატელევიზიო სივრცეში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ არ თვლის საჭიროდ შევიდეს დისკუსიაში და რეაგირება მოახდინოს პოლიტიკური სახის განცხადებებზე, რომელთა მიზანია დისკრედიტაცია, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა და ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელის შეშლა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულიად გამჭვირვალეა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. იგი მუდმივ რეჟიმში, ოფიციალური არხებით (ცენტრის ვებ-გვერდი, ფეისბუქი, თვითერი, ინსტაგრამი, ლაივ-ჩართვები მედიაში, სპეციალური ბრიფინგები) მოსახლეობას აწვდის იმ მიმდინარე ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ქვეყანასა და მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას, აქვეყნებს საგანმანათლებლო მასალას და რეკომენდაციებს გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს ეპიდზედამხედველობას, ინფიცირებულთა იზოლაციასა და შესაძლო კონტაქტების აქტიურ გამოვლენას და მრავალ სხვა ღონისძიებას, რომლებიც ეყრდნობიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

დამატებით, ნებისმიერ რესპოდენტს, ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით, გონივრული ვადების დაცვით, აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას და იძლევა განმარტებას.

ცენტრისთვის უწინარესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა, მისი ხელშეწყობა და გაუმჯობესება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით და ეთიკური ქცევის ნორმების დაცვით, მუშაობდა, მუშაობს და კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდეს ახალი კორონავირუსის ეპიდემიას." - ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძე აგრესიულ ტესტირებაზე მარინა ეზუგბაიას განცხადებას ეხმაურება

"ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით ქვეყნის მთელ მოსახლეობას ან ნახევარს გამოვიკვლევთ" - თენგიზ ცერცვაძე

"ეგონათ, რომ განცალკევებულები ვიყავით, არა, ჩვენ დიდი ოჯახი ვართ!" - კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმები ერთად შეიკრიბნენ