მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ განათლების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება
პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ განათლების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, თბი­ლის­ში მრგვა­ლი მა­გი­და გა­ი­მარ­თა. ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რის თე­მას წარ­მო­ად­გენ­და: „პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და მყი­სი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში“.

გპფ-ს მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია თავი მო­უ­ყა­როს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოქ­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ექ­სპერ­ტებს; შე­იქ­მნას ისე­თი პლატ­ფორ­მა, სა­დაც ისი­ნი ღიად ისა­უბ­რე­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში წარ­მოქ­მნილ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, ერ­თობ­ლი­ვად გა­მო­ავ­ლე­ნენ შექ­მნილ პრობ­ლე­მებს, და­სა­ხა­ვენ მათი გა­დაჭ­რის გზებ­სა და მე­თო­დებს, რაც თა­ვის მხრივ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­სუ­ბუ­ქებს არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს გა­ნაგ­რძოს უკეთ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა პან­დე­მი­ის შედ­გომ პე­რი­ოდ­შიც.

შეხ­ვედ­რას 15-ზე მეტი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ეს­წრო და თი­თო­ე­ულ მათ­განს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და სა­კუ­თა­რი ხედ­ვა და მიდ­გო­მა წარ­მო­ედ­გი­ნა. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მრგვა­ლი მა­გი­დის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, მომ­ზად­დე­ბა პირ­ვე­ლა­დი დო­კუ­მენ­ტი, გა­მოვ­ლინ­დე­ბა ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოქ­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ექ­სპერ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ სიღ­რმი­სე­უ­ლად იმუ­შა­ონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ისე­თი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რა­საც ფონ­დი და სხვა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­უ­წე­ვენ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას.

გპფ-ს მხრი­დან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ონ­ლა­ინ მრგვა­ლი მა­გი­დის შემ­დგო­მი რა­უნ­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და მო­ნა­წი­ლე­თა გა­ფარ­თო­ე­ბა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და ექ­სპერ­ტმა შეძ­ლოს იმუ­შა­ოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თე­მა­ზე.

პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რის შე­სა­ხებ: გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი წარ­მო­ად­გენს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას. გპფ, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, არა­ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია ქვე­ყა­ნა­ში. ამ ჯერ­ზეც, შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფონდმა გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში და ამ სა­ხით გვერ­დში და­უდ­გეს ქვე­ყა­ნას და მის მო­სახ­ლე­ო­ბას. ორ­გა­ნი­ზა­ცია მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს და­ეხ­მა­როს სის­ტე­მას იმგვა­რად, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა, მშობ­ლებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა რაც შე­იძ­ლე­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­ლა­ხონ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ეს რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ განათლების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ განათლების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით, თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა. ონლაინ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის თემას წარმოადგენდა: „პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“.

გპფ-ს მიერ წამოწყებული ინიციატივის მიზანია თავი მოუყაროს განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს; შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ისინი ღიად ისაუბრებენ კორონავირუსის შედეგად განათლების სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებზე, ერთობლივად გამოავლენენ შექმნილ პრობლემებს, დასახავენ მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად შეამსუბუქებს არსებულ სიტუაციას და განათლების სექტორს საშუალებას მისცემს განაგრძოს უკეთ ფუნქციონირება და განვითარება პანდემიის შედგომ პერიოდშიც.

შეხვედრას 15-ზე მეტი ორგანიზაცია დაესწრო და თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა საკუთარი ხედვა და მიდგომა წარმოედგინა. შეხვედრის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მონაწილეების დახმარებით, მომზადდება პირველადი დოკუმენტი, გამოვლინდება ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად იმუშაონ და განახორციელონ ისეთი ახალი პროექტები, რასაც ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას.

გპფ-ს მხრიდან გათვალისწინებულია ონლაინ მრგვალი მაგიდის შემდგომი რაუნდების ჩატარება და მონაწილეთა გაფართოება, რათა მაქსიმალურად მეტმა ორგანიზაციამ და ექსპერტმა შეძლოს იმუშაოს საგანმანათლებლო თემაზე.

პროექტის ინიციატორის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებასა და წინსვლას. გპფ, როგორც საგანმანათლებლო სისტემის გულშემატკივარი, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია ქვეყანაში. ამ ჯერზეც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში და ამ სახით გვერდში დაუდგეს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს სისტემას იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ სწავლა-სწავლების ეს რთული სიტუაცია.

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები - შეზღუდვების მოხსნის გეგმა

600 000 ლარს სახლში მოგიტანთ! #დარჩისახლში, ითამაშე „ლოტო 6/42“ და მოხსენი ჯეკპოტი!

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება" - პრემიერი