ავტორი:

"სამსახურში რომ მოვდიოდი, 6-7 მანქანას ვამოწმებინებდი და ყველას საშვი ჰქონდა" - რას ამბობს გახარია საშვების დიდი ოდენობით გაცემაზე

"სამსახურში რომ მოვდიოდი, 6-7 მანქანას ვამოწმებინებდი და ყველას საშვი ჰქონდა" - რას ამბობს გახარია საშვების დიდი ოდენობით გაცემაზე

"სამსახურში რომ მოვდიოდი, 6-7 მანქანას ვამოწმებინებდი და ყველას საშვი ჰქონდა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ საავტომობილო საშვებთან დაკავშირებით დასმულ იმ შეკითხვაზე განაცხადა, თუ რატომ მოძრაობს დედაქალაქის ქუჩებში ათასობით მანქანა აკრძალვის პერიოდში.

"როდესაც მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვაა, დილას იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა გხვდება, რა თქმა უნდა მიგაჩნია, რომ არასამართლიანია, მეც ასე მიმაჩნია. მაგრამ სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ვართ და კონტროლის მექანიზმები არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც გვგონია. მეორეს მხრივ უამრავი დაწესებულებაა, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება. სააფთიაქო, მაღაზიები, საინკასაციო მანქანები...

აღდგომის დროს, ჩემთვისაც წარმოუდგენელია და შეუძლებელი იქნებოდა საეკლესიო პირებისთვის არ მიგვეცა საშუალება ეკლესიამდე მისულიყვნენ. ეს არის კომპრომისები, რომლის საშუალებითაც ვეძებთ გზას გავუმკლავდეთ ეპიდემიას, სხვა ქვეყანას თავის გზა აქვს.

თუმცა, ის სურათი რაც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა, მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი, მქონდა უსამართლობის გრძნობა. პირადად მე, სამსახურში რომ მოვდიოდი, 6-7 მანქანის ნომერს ვამოწმებინებდი და ყველას საშვი ჰქონდა. გეტყვით ვინ მისცა - ეს იყო დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურება, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები...

სპეციალურად ამოვიღე და ყველაზე მეტი საშვი გაქვთ მედიას - ასობით კი არა, ათასობით საშვი და ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედიამ და სინამდვილეში პოლიტიკოსმა, შემდეგ ეს გამოიყენა ლაივების დასადებად.

მესმის შეცდომები იყო, მაგრამ შეუძლებელია ორ-სამ დღეში იდეალურად გამართული სისტემის გაკეთება. ზოგიერთ რაღაცაში უნდა დავთმოთ. ეს არ იყო ახირება გაგვეგრძელებინა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა ერთი კვირით, მობილობის ერთი კვირით შემცირება იყო აუცილებელი, რომ დაავადების გავრცელების რისკი შეგვემცირებინა" - განაცხადა გახარიამ.

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას