საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - პრემიერი დეტალებზე საუბრობს
რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - პრემიერი დეტალებზე საუბრობს

სა­ხელ­წი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში მთავ­რო­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის წარ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას პრე­მი­ე­რი უძღვე­ბა და მას ეს­წრე­ბი­ან რო­გორც მი­ნის­ტრე­ბი, ისე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, დე­პუ­ტა­ტე­ბი და თბი­ლი­სის მერი, ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, ჯამ­ში, კრი­ზი­სუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის ქვე­ყა­ნა და­ხარ­ჯავს 3 მი­ლი­არდ 500 მი­ლი­ონ ლარს, სა­ი­და­ნაც 1 მი­ლი­არდ 35 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქის მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ეკო­ნო­მი­კა­ზე და მე­წარ­მე­ებ­ზე ზრუნ­ვა იქ­ნე­ბა 2 მი­ლი­არდ 110 მი­ლი­ო­ნი ლარი და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის თვალ­საზ­რი­სით სა­ხელ­მწი­ფო და­ხარ­ჯავს 350 მი­ლი­ონ ლარს.

გა­ხა­რი­ამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის და ეკო­ნო­მი­კის გახ­სნის ეტა­პე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

პირ­ვე­ლი ეტა­პი - 27 აპ­რი­ლი­დან სრუ­ლად იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა. გარ­და ამი­სა სრუ­ლად იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის ოპე­რი­რე­ბა, სრუ­ლად იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბა - სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო, მი­ტა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტზე და ღია ტი­პის აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა.

მე­ო­რე ეტა­პი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის სა­ვა­რა­უ­დოდ ორი კვი­რის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა და ეს იქ­ნე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა, მშე­ნებ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა, ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­ე­ბი და ავ­ტო­სერ­ვი­სე­ბი სრუ­ლად, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის და პი­რა­დი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­ქონ­ლის რე­მონ­ტი და სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

მე­სა­მე ეტა­პი - გა­იხ­სნე­ბა სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო მა­ღა­ზი­ე­ბი, გარ­და მო­ლე­ბი­სა, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­სას­ვლე­ლი ქუ­ჩი­დან. ასე­ვე, ყვე­ლა ტი­პის ღია ბაზ­რო­ბა, ყვე­ლა ტი­პის წარ­მო­ე­ბა და სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა.

მე­ო­თხე ეტა­პი - გა­იხ­სნე­ბა სა­ვაჭ­რო მო­ლე­ბი, ღია ტი­პის რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ად­გილ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბით. ყვე­ლა ტი­პის სა­ფი­ნან­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრე­ბი.

მე­ხუ­თე ეტა­პი - გა­იხ­სნე­ბა და­ხუ­რუ­ლი ტი­პის ბაზ­რე­ბი და ბაზ­რო­ბე­ბი, ყვე­ლა ტი­პის რეს­ტო­რა­ნი /კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ად­გილ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბით.

მე­ექ­ვსე ეტა­პი - გა­იხ­სნე­ბა გა­სარ­თო­ბი, სპორ­ტუ­ლი-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. აზარ­ტუ­ლი და სხვა მომ­გე­ბი­ა­ნი სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, სა­გა­ნა­მათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ყვე­ლა სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა (არა­დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში).

წა­ი­კი­თხეთ დე­ტა­ლუ­რად მთავ­რო­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის შე­სა­ხებ

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Me
66

მომეწონა

Giorgi sixarulidze
100

ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა 2020 ის არჩევნებშიც უეჭველია ეს ! 

ავტორი:

რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - პრემიერი დეტალებზე საუბრობს

რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - პრემიერი დეტალებზე საუბრობს

სახელწიფო კანცელარიაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერი უძღვება და მას ესწრებიან როგორც მინისტრები, ისე პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და თბილისის მერი, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

გიორგი გახარიას თქმით, ჯამში, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს, საიდანაც 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა, ეკონომიკაზე და მეწარმეებზე ზრუნვა იქნება 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს.

გახარიამ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის ეტაპები დაასახელა.

პირველი ეტაპი - 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა - საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი - პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყება და ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი - გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი - გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი - გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპი - გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

წაიკითხეთ დეტალურად მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას