მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმი 8 საათი ვერ ჯდება, ამ დროს ატარებს ჯოჯოხეთურ პირობებში" - რა ნახა ირაკლი იმნაიშვილმა რეანიმაციაში, სადაც კორონავირუსიან უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ
"ექიმი 8 საათი ვერ ჯდება, ამ დროს ატარებს ჯოჯოხეთურ პირობებში" - რა ნახა ირაკლი იმნაიშვილმა რეანიმაციაში, სადაც კორონავირუსიან უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ

კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ზო­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ვი­და, პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ­ხის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილ­მა და ოპე­რა­ტორ­მა ლე­ვან აბუ­ლა­ძემ გა­და­ი­ღეს.

ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 12 წელი BBC-ში მუ­შა­ობ­და, ამ­ბობს რომ ეს ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი გა­და­ღე­ბა იყო. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ის იხ­სე­ნებს, რა ნახა სა­კუ­თა­რი თვა­ლით რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

- გვი­ამ­ბეთ, რო­გორ და რა მიზ­ნით მი­ი­ღეთ საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ზო­ნა­ში შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- უპირ­ვე­ლე­სად და­ვი­წყოთ იმით, რომ მე რო­გორც არ­ხის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ვერ გა­ვუშ­ვებ­დი ვერც ერთ ჟურ­ნა­ლისტს ამ რის­კზე! სა­ქარ­თვე­ლო­ში ამა­ზე მა­ღა­ლი რის­კის გა­რე­მო ახლა არ არ­სე­ბობს. კო­ვიდ­თან ბრძო­ლის წინა ხა­ზია. თა­ნამ­შრო­მე­ლი არ უნდა გა­უშ­ვა ისეთ და­ვა­ლე­ბა­ზე, რა­ზეც შენ თა­ვად არ წახ­ვი­დო­დი.

მე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი, 12-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, რო­დე­საც BBC-ში ვმუ­შა­ობ­დი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩავ­თვა­ლეთ, რომ ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, ასეთ და­ვა­ლე­ბა­ზე არ გაგ­ვეშ­ვა ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ისე­დაც ორ ჯგუ­ფად არი­ან და­ყო­ფი­ლე­ბი, კვი­რა­ში 7 დღე მუ­შა­ო­ბენ და შემ­დეგ 7 დღე ის­ვე­ნე­ბენ, რათა შევ­ქმნათ ორი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გუნ­დი.

მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ ბოქ­სი­რე­ბულ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეს­ვლა, იყო ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად არ ეკი­დე­ბო­და კა­რან­ტი­ნის რე­გუ­ლა­ცი­ებს და იქ­მნე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა მსუ­ბუ­ქია და გან­სხვავ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის­გან.

მა­შინ რო­დე­საც უცხო­უ­რი მე­დი­ე­ბი აჩ­ვე­ნებ­დნენ კად­რებს, სა­დაც ჩან­და თუ რა მძი­მე შრო­მას ეწე­ვი­ან ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­სუ­ლი­ყა­ვით ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, თუ რო­გორ იბ­რძვი­ან ჩვე­ნი ექი­მე­ბი სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბლოკ­ში. იქ ლე­ვან რა­ტი­ან­თან და მის გუნდთან ერ­თად ვი­ყა­ვით, რომ­ლე­ბიც 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ უმ­ძი­მეს პა­ცი­ენ­ტებს.

- რო­გო­რია თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი? ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა თქვენ­ზე რამ იქო­ნია?

- ეს არის ორი პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­რო. ერ­თში ცხოვ­რო­ბენ ექი­მე­ბი, რომ­ლებ­საც თვე­ო­ბით არ უნა­ხავთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­ო­რე რე­ა­ლო­ბა­ში ვართ ჩვენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი. ექი­მე­ბი მთელ დღე­ებს იქ ატა­რე­ბენ, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, მი­დი­ან ცა­რი­ელ ბი­ნებ­ში და იქე­და­ნაც მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, ვი­დე­ოთ­ვა­ლე­ბით ხე­და­ვენ სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რებს.

24 სა­ა­თი­დან 8 სა­ათს ატა­რე­ბენ სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, რაც არის ადა­მი­ა­ნის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად

მე ახლა მო­გიყ­ვე­ბით რას ნიშ­ნავს სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბა, რომ შეგ­ვექ­მნას წარ­მოდ­გე­ნა რა პი­რო­ბებ­ში უწევთ მათ მუ­შა­ო­ბა. დამ­ცა­ვი კოს­ტი­უ­მი წარ­მო­ად­გენს ოთხ შრეს, პირ­ვე­ლი - რე­ზი­ნის ჩექ­მა, თხე­ლი შარ­ვა­ლი და მა­ი­სუ­რი, მას კი­დევ სამი შრე ემა­ტე­ბა და ჩაც­მის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან გცხე­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩექ­მა წყალ­გა­უმ­ტა­რია და რე­ზი­ნი­საა, მას­ზე იც­მე­ბა ცე­ლოფ­ნის პარ­კი, რო­მელ­საც ამაგ­რე­ბენ და შემ­დეგ მე­ო­რე ფენა.

იმ­ნა­იშ­ვილს სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ ხელ­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია და­ე­წყო

შემ­დეგ იც­ვამ ქი­რურ­გი­ულ ხა­ლათს და ზე­მო­დან კომ­ბი­ნი­ზონს კა­პი­უ­შო­ნით, შემ­დეგ კი­დევ ერთი ქი­რურ­გი­უ­ლი ხა­ლა­თი, ქი­რურ­გი­უ­ლი ქუდი, კა­პი­უ­შო­ნი და კი­დევ მე­ო­რე ქი­რურ­გი­უ­ლი ქუდი. სათ­ვა­ლე, რო­მე­ლიც მყვინ­თა­ვე­ბის სათ­ვა­ლეს ჰგავს და ძა­ლი­ან მაგ­რად გი­ჭერს სა­ხე­ზე და ამის ზე­მო­დან ე.წ. ფარი. ოთხი წყვი­ლი ხელ­თათ­მა­ნი, რისი ჩაც­მის შემ­დეგ გგო­ნია, რომ ხე­ლე­ბი გა­გი­ხევ­და, მოძ­რა­ო­ბა გიძ­ნელ­დე­ბა და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა.

ჩვენ ბლოკ­ში ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გა­ვა­ტა­რეთ და ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. ხე­ლე­ბი და­მი­ბუჟ­და, სათ­ვა­ლე ძა­ლი­ან მი­ჭერ­და და მე­გო­ნა შუბლს ჩა­მიმ­ტვრევ­და. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გა­მი­ჭირ­და გაძ­ლე­ბა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ექი­მე­ბი რვა სა­ათს ატა­რე­ბენ ასე! ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერც ჭამ, ვერც სვამ და სა­პირ­ფა­რე­შო­თიც ვერ ისარ­გებ­ლებ. ამას ემა­ტე­ბა ის, რომ პა­ლა­ტა სავ­სეა პა­ცი­ენ­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ წამს დამ­ძიმ­დნენ.

სა­ნამ ჩვენ ვი­ყა­ვით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ერთი პა­ცი­ენ­ტი დამ­ძიმ­და და სპე­ცი­ა­ლურ ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც უფრო კარ­გი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაა ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის მხრივ, ჩა­ა­ტა­რეს რთუ­ლი სა­რე­ა­ნი­მა­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი და გა­ა­და­არ­ჩი­ნეს პა­ცი­ენ­ტი - ისევ და­ი­წყო სუნ­თქვა.

- რო­გო­რი იყო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი? ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გიშ­ლი­დათ ხელს?

- საკ­მა­ოდ რთუ­ლია მუ­შა­ო­ბა იმ გა­რე­მო­ში რაც აღ­გი­წე­რეთ. ჩვენს ოპე­რა­ტორს, ლე­ვან აბუ­ლა­ძეს და­ე­ორ­თქლა სათ­ვა­ლე და ვე­ღარ ხე­დავ­და კა­მე­რა­ში გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ გა­ვარ­კვევ­დით რა მოგ­ვე­მოქ­მე­დე­ბი­ნა, მე ვი­ღებ­დი კად­რებს, სათ­ვა­ლის მოხ­სნა აკ­რძა­ლუ­ლია, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ე­ღო. სათ­ვა­ლის ძა­ლი­ან პა­ტა­რა კუ­თხი­დან, რო­მე­ლიც არ იყო და­ორ­თქლი­ლი, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ღო წარ­მო­უდ­გენ­ლად ძვირ­ფა­სი კად­რე­ბი!

ასე­თი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან კარ­გი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა შევ­ძე­ლით. გა­და­ღე­ბა რომ მორ­ჩა, ჯერ მე გა­მო­ვე­დი კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ბლო­კი­დან და ლე­ვა­ნი იღებ­და გა­მოს­ვლის კად­რებს, რად­გან გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კი სწო­რედ მა­ში­ნაა, რო­დე­საც ისი­ნი სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბლოკს ტო­ვე­ბენ და იხ­დი­ან ამ დამ­ცავ ეკი­პი­რე­ბას, ტან­საც­მე­ლი ატა­რებს კო­რო­ნა­ვირუსს და თუ სწო­რად არ ჩა­ტარ­და ეს პრო­ცე­დუ­რა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დეს.

რო­დე­საც ოპა­რა­ტო­რის გა­მოს­ვლის ჯერი დად­გა, კა­მე­რის გა­მო­ტა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გვი­თხრეს, რომ რისკს შე­ი­ცავ­და მისი წა­მო­ღე­ბა, რად­გან ვირუს­მა შე­იძ­ლე­ბა 28 დღემ­დე იცხოვ­როს ნივ­თე­ბის ზე­და­პირ­ზე. ამი­ტომ ერთი თვით დავ­ტო­ვეთ იქ. და­ი­ლუ­ქე­ბა და და­მუ­შავ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. მხო­ლოდ ჩიპი ამო­ვი­ღეთ, გავ­წმინ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რე­ბით და წა­მო­ვი­ღეთ.

- რო­გო­რია სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რა სი­ტუ­ა­ცი­აა შიგ­ნით?

- სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბლო­კი შედ­გე­ბა ორი დიდი პა­ლა­ტის­გან, მათ შუ­ა­ში ჰქონ­დათ მცი­რე გა­მიჯ­ნუ­ლი ად­გი­ლე­ბი. ორი დიდი ფან­ჯა­რა უყუ­რებს სა­რე­ა­ნი­მა­ციო პა­ლა­ტას, ფან­ჯრი­დან პერ­სო­ნა­ლი აკ­ვირ­დე­ბა, თუ რა ხდე­ბა ბლოკ­ში, კონ­ტროლ­დე­ბა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რი, მაგ­რამ ისი­ნი უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტებ­თან არ შე­დი­ან. გა­რე­დან აწარ­მო­ე­ბენ მო­ნი­ტო­რინგს.

შიგ­ნით კი, უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტებ­თან მუდ­მი­ვად არის ორი ან სამი ექი­მი სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბით. რად­გან მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს საკ­მა­ოდ რთულ სა­რე­ა­ნი­მა­ციო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს. რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია რო­მე­ლი­მე ექი­მი დაჯ­დეს, თუ რამე სჭირ­დე­ბათ იმ ფან­ჯრი­დან აწ­ვდი­ან ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივთს. ისე­თი სუ­რე­ა­ლის­ტუ­რი გან­ცდა იყო, რომ ეს ექი­მე­ბი სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბით ღია კოს­მოს­ში არი­ან და და­ნარ­ჩე­ნე­ბი ხო­მალ­დი­დან აწ­ვდი­ან სა­ჭი­რო ნივ­თებს.

- რა დას­კვნე­ბი გა­ა­კე­თეთ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხის ყვე­ლა­ზე სა­რის­კო გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ? ხომ არ გქო­ნი­ათ ში­შის გან­ცდა?

- ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მე­შო­ნო­და, რომ ამ გა­და­ღე­ბის დროს არ ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა ამ კლი­ნი­კა­ში ადა­მი­ა­ნი... იქ ყოფ­ნის შემ­დეგ ვფიქ­რობ, რომ ექი­მე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო და­ფა­სე­ბუ­ლი გახ­დე­ბა.

ჩვენ­თვის სახ­ლში ყოფ­ნა დის­კომ­ფორ­ტს წარ­მო­ად­გენს, ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა­ნი ვართ ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში, რაც, ცხა­დია ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს ფსი­ქი­კა­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც უყუ­რებ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­საც კი ვერ ნა­ხუ­ლო­ბენ, რვა სა­ათს ატა­რე­ბენ წარ­მო­უდ­გე­ნელ ჯო­ჯო­ხე­თურ პი­რო­ბებ­ში, გრცხვე­ნია, რომ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში კა­რან­ტი­ნის დაც­ვა გიძ­ნელ­დე­ბა.

ერ­თსაც კი არ და­უ­წუ­წუ­ნია რაც იქ ვი­ყა­ვით, ერ­თსაც არ უთ­ქვამს, ხე­დავთ რა პი­რო­ბებ­ში ვარ­თო. პი­რი­ქით, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზე არი­ან

ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, შე­ვა­ნე­ლოთ ამ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რათა ექი­მებ­მა შეძ­ლონ და­ეხ­მა­რონ პა­ცი­ენ­ტებს. იმ სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბლოკ­ში, სა­დაც ჩვენ ვი­ყა­ვით, ცხრა პა­ცი­ენ­ტი იყო და ექი­მებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა თო­თო­ე­ულ პა­ცი­ენ­ტთან იმ­დე­ნი ხანი გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, რამ­დე­ნიც სჭირ­დე­ბო­დათ. მაგ­რამ თუ ვი­თა­რე­ბა დამ­ძიმ­დე­ბა, თუ პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი მო­ი­მა­ტებს და თუ ექი­მე­ბიც პა­ცი­ენ­ტე­ბი გახ­დე­ბი­ან, მა­შინ მათ მო­უ­წევთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა - ვინ გა­და­არ­ჩი­ნონ და ვის გა­უ­თი­შონ სუნ­თქვის აპა­რა­ტი, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ემო­ცი­უ­რი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა მათ­თვის.

სა­ერ­თოდ, მგო­ნია რომ რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და შიში ან­ტო­ნი­მე­ბია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამის ეში­ნი­ათ მათ. თუ ჩვენ არ დავ­რჩე­ბით სახ­ლში, ექი­მებს სხვა არ­ჩე­ვა­ნი უბ­რა­ლოდ არ დარ­ჩე­ბათ. ეს ძა­ლი­ან მძი­მე სცე­ნა­რია, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბი იზ­რდე­ბა და თუ ჩვენ არ და­ვი­ცავთ წეს­რიგს, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი შე­საძ­ლოა გა­სამ­მაგ­დეს და გა­ო­თხმაგ­დეს.

ხსნა­რით და­ვი­მუ­შა­ვე ხე­ლე­ბი და ამ ოთხი ხელ­თათ­მა­ნის გამო ხე­ლებ­ზე გან­მი­ვი­თარ­და ალერ­გია და დამ­წვა­რი­ვით მაქვს. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თიც კი ვერ გავ­ძე­ლი ამ რე­ჟიმ­ში და ჩვე­ნი ექი­მე­ბი რვა სა­ა­თი მი­ყო­ლე­ბით ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ, 24 სა­ა­თის შემ­დეგ კი ისევ თა­ვი­დან. კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ექი­მე­ბი გმი­რე­ბი არი­ან! ამ პრო­ფე­სი­ას აქამ­დე და­ფა­სე­ბა აკ­ლდა. იმე­დი მაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­და­ივ­ლის, ჩვენ უფრო და­ვა­ფა­სებთ მათ.

ახლა კი ყვე­ლა­ზე მე­ტად მათი და­ფა­სე­ბა კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბე­ბის დაც­ვით შეგ­ვიძ­ლია. ეს "სახ­ლში დარ­ჩი" შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან გა­იც­ვი­თა, მაგ­რამ რო­დე­საც ნა­ხავ თუ რა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უწევთ მათ მუ­შა­ო­ბა, ხვდე­ბი, რომ მო­წო­დე­ბა ზედ­მე­ტი არა­სო­დე­საა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
7
ირაკლი ყოჩაღ! თქვენ ივაჟკაცეთ როგორც ჟურნალისტმა და შეძელით ეპიცენტრში ყოფნა და რეალურად შეაფასეთ სიტუაცია.ექიმის შრომა დასაფასებელია სათანადოდ და ღირსეულად.
ტეა
7

ეს კიდევ რავა სულ ავად უნდა იყოს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ექიმი 8 საათი ვერ ჯდება, ამ დროს ატარებს ჯოჯოხეთურ პირობებში" - რა ნახა ირაკლი იმნაიშვილმა რეანიმაციაში, სადაც კორონავირუსიან უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ

"ექიმი 8 საათი ვერ ჯდება, ამ დროს ატარებს ჯოჯოხეთურ პირობებში" - რა ნახა ირაკლი იმნაიშვილმა რეანიმაციაში, სადაც კორონავირუსიან უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ

კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე სახიფათო ზონის ამსახველი კადრები, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არხის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა და ოპერატორმა ლევან აბულაძემ გადაიღეს.

ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც 12 წელი BBC-ში მუშაობდა, ამბობს რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი გადაღება იყო. AMBEBI.GE-სთან საუბარში ის იხსენებს, რა ნახა საკუთარი თვალით რეანიმაციულ განყოფილებაში.

- გვიამბეთ, როგორ და რა მიზნით მიიღეთ საკმაოდ სახიფათო ზონაში შესვლის გადაწყვეტილება?

- უპირველესად დავიწყოთ იმით, რომ მე როგორც არხის აღმასრულებელი დირექტორი, ვერ გავუშვებდი ვერც ერთ ჟურნალისტს ამ რისკზე! საქართველოში ამაზე მაღალი რისკის გარემო ახლა არ არსებობს. კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზია. თანამშრომელი არ უნდა გაუშვა ისეთ დავალებაზე, რაზეც შენ თავად არ წახვიდოდი.

მე ცხელ წერტილებში მუშაობის საკმაოდ დიდი, 12-წლიანი გამოცდილება მაქვს, როდესაც BBC-ში ვმუშაობდი. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ ამ რთულ ვითარებაში, ასეთ დავალებაზე არ გაგვეშვა ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც ისედაც ორ ჯგუფად არიან დაყოფილები, კვირაში 7 დღე მუშაობენ და შემდეგ 7 დღე ისვენებენ, რათა შევქმნათ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გუნდი.

მიზეზი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ბოქსირებულ რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა, იყო ის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სერიოზულად არ ეკიდებოდა კარანტინის რეგულაციებს და იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში ვითარება მსუბუქია და განსხვავდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული რეალობისგან.

მაშინ როდესაც უცხოური მედიები აჩვენებდნენ კადრებს, სადაც ჩანდა თუ რა მძიმე შრომას ეწევიან ექიმები პაციენტების გადასარჩენად. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება შევსულიყავით ბრძოლის წინა ხაზზე და გვეჩვენებინა ჩვენი მაყურებლისთვის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ექიმები სარეანიმაციო ბლოკში. იქ ლევან რატიანთან და მის გუნდთან ერთად ვიყავით, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მკურნალობენ უმძიმეს პაციენტებს.

- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები? ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე რამ იქონია?

- ეს არის ორი პარალელური სამყარო. ერთში ცხოვრობენ ექიმები, რომლებსაც თვეობით არ უნახავთ ოჯახის წევრები და მეორე რეალობაში ვართ ჩვენ, დანარჩენები. ექიმები მთელ დღეებს იქ ატარებენ, ვისაც საშუალება აქვს, მიდიან ცარიელ ბინებში და იქედანაც მხოლოდ სოციალური ქსელებით, ვიდეოთვალებით ხედავენ საკუთარ ოჯახის წევრებს.

24 საათიდან 8 საათს ატარებენ სრული ეკიპირების რეჟიმში, რაც არის ადამიანისთვის წარმოუდგენელი როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად

მე ახლა მოგიყვებით რას ნიშნავს სრული ეკიპირება, რომ შეგვექმნას წარმოდგენა რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა. დამცავი კოსტიუმი წარმოადგენს ოთხ შრეს, პირველი - რეზინის ჩექმა, თხელი შარვალი და მაისური, მას კიდევ სამი შრე ემატება და ჩაცმის პირველივე წუთიდან გცხელა. მიუხედავად იმისა, რომ ჩექმა წყალგაუმტარია და რეზინისაა, მასზე იცმება ცელოფნის პარკი, რომელსაც ამაგრებენ და შემდეგ მეორე ფენა.

იმნაიშვილს სპეციალური ეკიპირების მოხსნის შემდეგ ხელზე ალერგიული რეაქცია დაეწყო

შემდეგ იცვამ ქირურგიულ ხალათს და ზემოდან კომბინიზონს კაპიუშონით, შემდეგ კიდევ ერთი ქირურგიული ხალათი, ქირურგიული ქუდი, კაპიუშონი და კიდევ მეორე ქირურგიული ქუდი. სათვალე, რომელიც მყვინთავების სათვალეს ჰგავს და ძალიან მაგრად გიჭერს სახეზე და ამის ზემოდან ე.წ. ფარი. ოთხი წყვილი ხელთათმანი, რისი ჩაცმის შემდეგ გგონია, რომ ხელები გაგიხევდა, მოძრაობა გიძნელდება და სისხლის მიმოქცევის პრობლემა იქმნება.

ჩვენ ბლოკში ნახევარი საათი გავატარეთ და ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ხელები დამიბუჟდა, სათვალე ძალიან მიჭერდა და მეგონა შუბლს ჩამიმტვრევდა. ნახევარი საათი გამიჭირდა გაძლება და წარმოიდგინეთ, ექიმები რვა საათს ატარებენ ასე! ამ დროის განმავლობაში ვერც ჭამ, ვერც სვამ და საპირფარეშოთიც ვერ ისარგებლებ. ამას ემატება ის, რომ პალატა სავსეა პაციენტებით, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ წამს დამძიმდნენ.

სანამ ჩვენ ვიყავით რეანიმაციაში, ერთი პაციენტი დამძიმდა და სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც უფრო კარგი აღჭურვილობაა ჟანგბადის მიწოდების მხრივ, ჩაატარეს რთული სარეანიმაციო პროცედურები და გაადაარჩინეს პაციენტი - ისევ დაიწყო სუნთქვა.

- როგორი იყო ჟურნალისტური მუშაობის პროცესი? ყველაზე მეტად რა გიშლიდათ ხელს?

- საკმაოდ რთულია მუშაობა იმ გარემოში რაც აღგიწერეთ. ჩვენს ოპერატორს, ლევან აბულაძეს დაეორთქლა სათვალე და ვეღარ ხედავდა კამერაში გამოსახულებას. გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ გავარკვევდით რა მოგვემოქმედებინა, მე ვიღებდი კადრებს, სათვალის მოხსნა აკრძალულია, ამიტომ იძულებული გახდა ასეთ მდგომარეობაში გადაეღო. სათვალის ძალიან პატარა კუთხიდან, რომელიც არ იყო დაორთქლილი, ნახევარი საათის განმავლობაში გადაიღო წარმოუდგენლად ძვირფასი კადრები!

ასეთი რთული ვითარების მიუხედავად, ძალიან კარგი კადრების გადაღება შევძელით. გადაღება რომ მორჩა, ჯერ მე გამოვედი კრიტიკული პაციენტების ბლოკიდან და ლევანი იღებდა გამოსვლის კადრებს, რადგან გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი სწორედ მაშინაა, როდესაც ისინი სარეანიმაციო ბლოკს ტოვებენ და იხდიან ამ დამცავ ეკიპირებას, ტანსაცმელი ატარებს კორონავირუსს და თუ სწორად არ ჩატარდა ეს პროცედურა შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს.

როდესაც ოპარატორის გამოსვლის ჯერი დადგა, კამერის გამოტანა ვერ მოხერხდა. გვითხრეს, რომ რისკს შეიცავდა მისი წამოღება, რადგან ვირუსმა შეიძლება 28 დღემდე იცხოვროს ნივთების ზედაპირზე. ამიტომ ერთი თვით დავტოვეთ იქ. დაილუქება და დამუშავდება სპეციალური საშუალებებით. მხოლოდ ჩიპი ამოვიღეთ, გავწმინდეთ შესაბამისი ხსნარებით და წამოვიღეთ.

- როგორია სარეანიმაციო ბოქსირებული განყოფილება, რა სიტუაციაა შიგნით?

- სარეანიმაციო ბლოკი შედგება ორი დიდი პალატისგან, მათ შუაში ჰქონდათ მცირე გამიჯნული ადგილები. ორი დიდი ფანჯარა უყურებს სარეანიმაციო პალატას, ფანჯრიდან პერსონალი აკვირდება, თუ რა ხდება ბლოკში, კონტროლდება ყველა პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრი, მაგრამ ისინი უშუალოდ პაციენტებთან არ შედიან. გარედან აწარმოებენ მონიტორინგს.

შიგნით კი, უშუალოდ პაციენტებთან მუდმივად არის ორი ან სამი ექიმი სრული ეკიპირებით. რადგან მთელი დღის განმავლობაში თითოეული პაციენტი საჭიროებს საკმაოდ რთულ სარეანიმაციო მანიპულაციებს. რვა საათის განმავლობაში შეუძლებელია რომელიმე ექიმი დაჯდეს, თუ რამე სჭირდებათ იმ ფანჯრიდან აწვდიან ყველა საჭირო ნივთს. ისეთი სურეალისტური განცდა იყო, რომ ეს ექიმები სრული ეკიპირებით ღია კოსმოსში არიან და დანარჩენები ხომალდიდან აწვდიან საჭირო ნივთებს.

- რა დასკვნები გააკეთეთ კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის ყველაზე სარისკო გარემოში მუშაობის შემდეგ? ხომ არ გქონიათ შიშის განცდა?

- ყველაზე ძალიან მეშონოდა, რომ ამ გადაღების დროს არ ყოფილიყო ისეთი შემთხვევა, რომელიც ფატალურად დასრულდებოდა. სამწუხაროდ, მეორე დღეს გარდაიცვალა ამ კლინიკაში ადამიანი... იქ ყოფნის შემდეგ ვფიქრობ, რომ ექიმების საქმიანობა უფრო დაფასებული გახდება.

ჩვენთვის სახლში ყოფნა დისკომფორტს წარმოადგენს, ფაქტობრივად ყველანი ვართ შინაპატიმრობაში, რაც, ცხადია ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე, მაგრამ როდესაც უყურებ ექიმებს, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, რვა საათს ატარებენ წარმოუდგენელ ჯოჯოხეთურ პირობებში, გრცხვენია, რომ სახლის პირობებში კარანტინის დაცვა გიძნელდება.

ერთსაც კი არ დაუწუწუნია რაც იქ ვიყავით, ერთსაც არ უთქვამს, ხედავთ რა პირობებში ვართო. პირიქით, საბრძოლო განწყობაზე არიან

ჩვენი მოვალეობაა, შევანელოთ ამ დაავადების გავრცელება, რათა ექიმებმა შეძლონ დაეხმარონ პაციენტებს. იმ სარეანიმაციო ბლოკში, სადაც ჩვენ ვიყავით, ცხრა პაციენტი იყო და ექიმებს ჰქონდათ საშუალება თოთოეულ პაციენტთან იმდენი ხანი გაჩერებულიყვნენ, რამდენიც სჭირდებოდათ. მაგრამ თუ ვითარება დამძიმდება, თუ პაციენტების რიცხვი მოიმატებს და თუ ექიმებიც პაციენტები გახდებიან, მაშინ მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება - ვინ გადაარჩინონ და ვის გაუთიშონ სუნთქვის აპარატი, რაც წარმოუდგენელი ემოციური დარტყმა იქნება მათთვის.

საერთოდ, მგონია რომ რეანიმატოლოგი და შიში ანტონიმებია, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინიათ მათ. თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ექიმებს სხვა არჩევანი უბრალოდ არ დარჩებათ. ეს ძალიან მძიმე სცენარია, მაგრამ როგორც ხედავთ COVID-19-ის გავრცელების მასშტაბები იზრდება და თუ ჩვენ არ დავიცავთ წესრიგს, დაინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს.

ხსნარით დავიმუშავე ხელები და ამ ოთხი ხელთათმანის გამო ხელებზე განმივითარდა ალერგია და დამწვარივით მაქვს. ნახევარი საათიც კი ვერ გავძელი ამ რეჟიმში და ჩვენი ექიმები რვა საათი მიყოლებით ამ მდგომარეობაში მუშაობენ, 24 საათის შემდეგ კი ისევ თავიდან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ექიმები გმირები არიან! ამ პროფესიას აქამდე დაფასება აკლდა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი რომ გადაივლის, ჩვენ უფრო დავაფასებთ მათ.

ახლა კი ყველაზე მეტად მათი დაფასება კარანტინის პირობების დაცვით შეგვიძლია. ეს "სახლში დარჩი" შეიძლება ძალიან გაიცვითა, მაგრამ როდესაც ნახავ თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ მათ მუშაობა, ხვდები, რომ მოწოდება ზედმეტი არასოდესაა.

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

როდის შემოვა საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა - თამარ გაბუნიას კომენტარი