სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით
როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

არა­ვი­თა­რი გამ­კაც­რე­ბა არ მომ­ხდა­რა და არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში არ მოხ­დე­ბა ჩვენს მიერ მი­ღე­ბუ­ლი კო­დექ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის მიერ გუ­შინ მი­ღე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში, კა­რან­ტი­ნის და იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა პრე­ზი­დენ­ტის დეკ­რე­ტის შე­სა­ბა­მი­სად, 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით და­ის­ჯე­ბა.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, თუ რა შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

„მსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტო რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს. გარ­კვე­ულ­მა ჯგუ­ფებ­მა სცა­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო ცვლი­ლე­ბე­ბი და გა­ზარ­და სან­ქცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის 6 წლამ­დე და თით­ქოს ამ სან­ქცი­ას გა­მო­ყე­ნე­ბა ექ­ნე­ბა დღე­ი­დან და თით­ქოს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში ჩვენ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ვუ­ფარ­დებთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6 წლამ­დე.

ეს არის ტყუ­ი­ლი, დე­ზინ­ფორ­მა­ცია. მსურს გან­ვმარ­ტო, რომ დღეს მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დეკ­რე­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დეკ­რე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უკვე და­წე­სე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს დეკ­რე­ტი რჩე­ბა ძა­ლა­ში და ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც რჩე­ბა ძა­ლა­ში. არა­ვი­თა­რი გამ­კაც­რე­ბა არ მომ­ხდა­რა და არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში არ მოხ­დე­ბა ჩვენს მიერ მი­ღე­ბუ­ლი კო­დექ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, არა­მედ მოქ­მე­დებს და ძა­ლას ინარ­ჩუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დეკ­რე­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით მაქ­სი­მუმ 3 წლამ­დე და ისიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის შემ­დგომ თუკი გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ი­დენს პირი ქმე­დე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს მიერ მი­ღე­ბულ ცვლი­ლე­ბებს, მსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტო, რომ ჩვენ მი­ვი­ღეთ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვას, არა­მედ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვას და ამის­თვის გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ერთხელ ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, თუკი პირი გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ი­დენს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ვა­დით 6 წლამ­დე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს რას ნიშ­ნავს სა­გან­გე­ბო ან სა­ო­მა­რი რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა, რის­თვი­საც ჩვენ და­ვა­წე­სეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლამ­დე.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თუკი პირი გან­ზრახ გა­დას­დებს ვინ­მეს და­ა­ვა­დე­ბას, თუკი ამ ქმე­დე­ბას ჩა­ი­დენს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი ან ჯგუ­ფი, თუკი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პირი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­გან­გე­ბო ან სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვას ან პირი და­არ­ღვევს სა­გან­გე­ბო ან სა­ო­მა­რი მდგო­მა­რო­ბის რე­ჟიმს, რაც გა­მო­იწ­ვევს ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გებს, რა­საც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბაც კი, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლამ­დე,“- გა­ნა­ცხა­და ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
1

იმას რატომ არავინ ამბობს, ვინც ვერ (და არა არ!) გადაიხდის ამ თანხას რას უზამენ?

ნიკა
7

კორონა აფიორაა და ძალიან ცუდ რაღაცას გვიმზადებენ, stop 5G Georgia ჯგუფი დაათვალიერეთ ფეისბუქში და დარწმუნდებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კარანტინის და იზოლაციის წესების დარღვევა პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მან ასევე განმარტა, თუ რა შემთხვევაში მოხდება 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

„მსურს საზოგადოებას განვუმარტო რამდენიმე საკითხი, რომელიც უკავშირდება გუშინ პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები და გაზარდა სანქცია თავისუფლების აღკვეთის 6 წლამდე და თითქოს ამ სანქციას გამოყენება ექნება დღეიდან და თითქოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე.

ეს არის ტყუილი, დეზინფორმაცია. მსურს განვმარტო, რომ დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა და ეს რეგულაციები ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს დეკრეტი რჩება ძალაში და ეს რეგულაციებიც რჩება ძალაში. არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ 3 წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას.

რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ ცვლილებებს, მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩვენ მივიღეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას და ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს, თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას ნიშნავს საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევა, რისთვისაც ჩვენ დავაწესეთ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ

"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე

შსს-ს პასუხი ბათუმის აქციის მონაწილეებს - "ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, სადაც დაკავებულების ხულიგნობის ფაქტია ასახული"