ავტორი:

ტრამპი თვლის, რომ COVID-19-ს სადეზინფექციო საშუალებების ინექცია დაამარცხებს - რას ამბობენ ექიმები?

ტრამპი თვლის, რომ COVID-19-ს სადეზინფექციო საშუალებების ინექცია დაამარცხებს - რას ამბობენ ექიმები?

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ვარაუდობს, რომ თუ COVID-19-ით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალებებს შევიყვანთ, ამან შეიძლება ვირუსი "მოკლას". ის ასევე მიიჩნევს, რომ ულტრაიისფერ სხივებს შეუძლია ვირუსი დაამარცხოს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც BBC წერს, თეთრ სახლში გუშინ კორონავირუსის პრევენციის სამუშაო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინდა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ და მაღალ ტემპერატურაზე კორონავირუსი უფრო სწრაფად სუსტდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მათეთრებელი სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები ვირუსს 5 წუთში კლავს.

აშშ-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, უილიამ ბრაიანმა როდესაც ტრამპს და აშშ-ის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კვლევის შედეგი გააცნო, ასევე ისიც აღნიშნა, რომ ასეთ საშუალებებთან უდიდესი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ტრამპმა კი მას ურჩია, რომ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარონ.

მან ურჩია მედიკოსებს, რომ გამოსცადონ ულტრაიისფერი სხივების ეფექტურობა მისი ორგანიზმში შეყვანით.

"და კიდევ, მე ვხედავ სადეზინფექციო საშუალებებს, რომლებიც ერთ წუთში კლავენ ვირუსს. არსებობს რაიმე გზა, რომ ეს ინექციით შევიყვანოთ ორგანიზმში და ყველაფერი გავასუფთავოთ? საინტერესო იქნება ამის შემოწმება“, - თქვა ტრამპმა.

  • მედიკოსების რეაქცია და რეკომენდაციები:

სპეციალისტებმა პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნული განცხადების გამო მკაცრად გააკრიტიკეს და "უპასუხისმგებლო" უწოდეს. ექიმები შიშობენ, რომ პრეზიდენტის იდეას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს.

"რომელიმე სარეცხი, სადეზინფექციო საშუალების ორგანიზმში შეყვანის შესახებ საუბარი უპასუხისმგებლობა და ძალიან სახიფათოა!" - ამბობს პულმონოლოგი, ექიმი, ვინ გუფტა NBC-სთან.

" სამედიცინო რჩევებს ტრამპისგან ნუ მიიღებთ. როგორც ექიმი, კატეგორიულად არ გირჩევთ სადეზინფექციო საშუალებების ინექციას, ან სხეულში ულტრაიისფერი სხივების შეყვანას კორონავირუსის სამკურნალოდ“, - წერს "ტვიტერის“ პირად გვერდზე ექიმი კაშიფ მაჰმუდი.

პულმონოლოგი, სან ფრანცისკოს საავადმყოფოს ექიმი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ სარეცხი საშუალებების სუნმა და მისმა დაყნოსვამაც კი, შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

"ასეთი რამ სასუნთქი გზებისთვის, ფილტვებისთვის დამღუპველი იქნება. სასუნთქი გზებისთვის სადეზინფექციო აეროზოლის სუნიც კი მავნებელია. ეს სრულიად სასაცილო კონცეფციაა“, - ამბობს ის "ბლუმბერგთან“ საუბრისას.

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

"გუშინ, შევძელი მთელი დღე დამოუკიდებლად მესუნთქა" - "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდა ნავალნის პირველი ფოტო მისი ავადმყოფობის შემდეგ

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ