ავტორი:

"მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე..." - პაატა იმნაძე

"მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე..." - პაატა იმნაძე

"მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე "ფეისბუქზე" წერს.

ის მარინა ეზუგბაიას "ფეიქ-გვერდს" აზიარებს და მოუწოდებს საზოგადოებას, დაარეპორტონ ის.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდები შეიქმნა, რომლებმაც ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეიყვანეს. მაშინ, ინფექციურმა საავადმყოფომ განცხადებაც გაავრცელა.

"თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილი ფეიკ-გვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეყავს! სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდები შექმნეს.

ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა!..." - აღნიშნული იყო განცხადებაში.

"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

"ცენტრის თითოეული კუთხე-კუნჭული უყვარს, უყვარს ბალახის თითოეული ღერიც კი..." - პაატა იმნაძე სამსახურის ეზოში

"მაისის თოვლი ვარდების ნაცვლად..." - ფოტო სვანეთიდან