მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"73 წლის მამა მარტო ცხოვრობს, სჭირდება საკვები და შვილები ვერ მივდივართ" - რა პრობლემები შეუქმნა ხალხს საგანგებო მდგომარეობამ
"73 წლის მამა მარტო ცხოვრობს, სჭირდება საკვები და შვილები ვერ მივდივართ" - რა პრობლემები შეუქმნა ხალხს საგანგებო მდგომარეობამ

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის კი­დევ ერთი თვით გა­ხან­გრძლი­ვე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად მარ­ნე­ულ­ში ხალ­ხი ქუ­ჩა­შიც გა­მო­ვი­და, დღეს იპოდ­რომ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს "გირ­ჩის“ წევ­რებ­მაც და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მოხ­სნა მო­ი­თხო­ვეს.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბის პოვ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ონ­ლა­ინ-ვაჭ­რო­ბის შე­ზღუდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი­სა თუ სხვა პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნას ვერ ახერ­ხე­ბენ.

"სიღ­ნაღ­ში არ შე­მო­დის პრო­დუქ­ცია და რა ვი­ყი­დოთ?! გუ­შინ მინ­დო­და მე­ყი­და ხილი და ბოსტნე­უ­ლი, არ არის. დის­ტრი­ბუ­ცია არ და­დი­სო. აფ­თი­აქ­შიც ბევ­რი სა­ჭი­რო წა­მა­ლი არ არის, ხალ­ხს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეშ­ლე­ბა ხელი. კონ­კრე­ტუ­ლად ჩემი ქა­ლა­ქი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტუ­რიზ­მზე, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ზე და თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, რა გა­ვა­კე­თო? რო­გორ ვი­არ­სე­ბო?"

"ტექ­ნი­კის გა­მო­წე­რა­ზე რომ გა­ნა­ცხა­და ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ­მა, პლე­ი­ე­რის გა­რე­შე ორი კვი­რა გაძ­ლოს ხალ­ხმაო, რა­ნა­ი­რად, როცა სახ­ლში ერთი კომ­პი­უ­ტე­რია, ზრდას­რუ­ლებ­მა იმუ­შა­ონ თუ სტუ­დენ­ტებ­მა ის­წავ­ლონ? არ მაქვს იმ­ხე­ლა სახ­ლი, რომ შვი­ლი ცალ­კე ოთახ­ში გა­ვუშ­ვა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლის გამო, "ნა­უშ­ნი­კი" გაგ­ვი­ფუჭ­და და ვერ ვყი­დუ­ლობთ. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის?"

"მა­მას, რო­მე­ლიც არის 73 წლის და მარ­ტო ცხოვ­რობს, სჭირ­დე­ბა წა­მა­ლი და საკ­ვე­ბი. ასა­კის გამო გა­რეთ გას­ვლა აქვს აკ­რძა­ლუ­ლი, ცხოვ­რობს სო­ფელ­ში, მარ­თა­ლია ქა­ლაქთან ახ­ლოს, მაგ­რამ რუს­თა­ვი ჩა­კე­ტი­ლია. ვერ ვა­ხერ­ხებთ შვი­ლე­ბი მის­ვლას, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი მი­ვა­წო­დოთ"

"ჩემი და ექ­ვსი თვის ორ­სუ­ლია. უწევს ექიმ­თან მის­ვლა და ანა­ლი­ზე­ბი. ვერ მი­დის! ვარ­კე­თი­ლი­დან ნა­ხა­ლოვ­კა­ში ვერ ჩავა ფე­ხით! 144-ზე რე­კავს და რამ­დე­ნი­მე დღეა არ პა­სუ­ხო­ბენ. მე ოთხჯერ ვარ ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი და უდი­დე­სი გზის გავ­ლა მი­წევს ფე­ხით პარ­კებ­მო­კი­დე­ბულს მა­ღა­ზი­ი­დან, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი რომ მო­ვი­ტა­ნო!"

"ახ­ლო­ბელს ტე­ლე­ვი­ზო­რი გა­უ­ფუჭ­და, ინ­ტერ­ნე­ტი არ აქვს. გა­ვუ­ტა­ნე ტე­ლე­ვი­ზო­რი, მაგ­რამ სილ­ქნე­ტი ვერ მი­დის, რომ ჩა­ურ­თოს, ერთ კვი­რა­ზე მე­ტია ზის სახ­ლში სრუ­ლი­ად მარ­ტო სამ­ყა­როს მო­წყვე­ტი­ლი"

"მე ბორ­ჯომ­ში ვცხოვ­რობ და ბავ­შვის ყვე­ლა ნივ­თის­თვის, პამ­პერ­სია ეს თუ საკ­ვე­ბი, ფე­ხით მი­წევს 7 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა. ბავ­შვის ის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, რაც გვჭირ­დე­ბა, აქ აღარ აქვთ და ვერც იწე­რენ თბი­ლი­სის აფ­თი­ა­ქი­დან, იმი­ტომ რომ გა­მო­წე­რაც აკ­რძა­ლეს" - წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მთა­ვარ მიზ­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვას ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა ოპო­ნენ­ტე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დაგ­ვი­ა­ნე­ბულს და არა­მიზ­ნობ­რივს უწო­დე­ბენ.

24 აპ­რილს მთავ­რო­ბამ პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის სტრა­ტე­გია უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს. ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ლია ელი­ა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ეს ნა­ბი­ჯი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. მისი შე­ფა­სე­ბით, მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა ქვე­ყა­ნა ღრმა კრი­ზის­ში შე­იყ­ვა­ნა.

"ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­დან­ვე არას­წო­რი ორი­ენ­ტი­რი და­ი­ჭი­რა. არ გა­ა­კე­თა მთა­ვა­რი რამ - არ შე­ი­ძი­ნა ტეს­ტე­ბი, რაც სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. არ ვართ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ერი, გა­მო­ეკვლი­ათ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი და და­ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის მი­ე­ცათ მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბის დახ­მა­რე­ბა მთლი­ა­ნად უნდა მი­მარ­თუ­ლი­ყო მო­სახ­ლე­ო­ბის ტეს­ტი­რე­ბა­ზე.

არ იყო სა­ჭი­რო მთე­ლი ეკო­ნო­მი­კის გა­და­კეტ­ვა და პა­რა­ლი­ზე­ბა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბამ ყვე­ლა დარ­გი და­ა­ზი­ა­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი წვრი­ლი და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი, უკვე გა­მო­იკ­ვე­თა ტენ­დენ­ცია, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ზა­რა­ლობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, რად­გან არ არის პრო­დუქ­ცი­ის არც მოყ­ვა­ნის და არც გა­სა­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამ პრო­დუქ­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით კი ხალ­ხი წლი­დან წლამ­დე ირ­ჩენს თავს.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე­ე­ბი გა­კოტ­რე­ბის ზღვარ­ზე არი­ან. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის გეგ­მა­ში სა­უ­ბა­რი არ არის მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რა­ზე. ეტყო­ბა მთავ­რო­ბას იმე­დი აქვს, რომ ბიზ­ნე­სი ამუ­შავ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა ამით მი­ი­ღებს გარ­კვე­ულ შე­მო­სა­ვალს. მაგ­რამ ეს იმე­დე­ბი ეფე­მე­რუ­ლია, რად­გან ნუ­ლი­დან ბიზ­ნე­სის ამო­ქოქ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ არ იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა.

თუ მო­სახ­ლე­ო­ბას არ ექნა ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი, რომ ისი­ნი და­ხარ­ჯოს, რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს მთავ­რო­ბამ, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს ვერ გა­და­ლა­ხავს

გა­ი­ხედ-გა­მო­ი­ხე­დოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რას აკე­თე­ბენ სხვა ქვეყ­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, თურ­ქეთ­მა შე­ამ­ცი­რა დღგ 1%-მდე და ეს პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბას შე­ამ­ცი­რებს. ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­რე­შე ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან ვერ გა­მო­ვა. მე თქვენ შე­გახ­სე­ნებთ 1945 წელს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ამ­ცი­რებ­და ფასს ყო­ველ­წლი­უ­რად, რათა გა­ღა­ტა­კე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქო­ნო­და სა­შუ­ა­ლე­ბა პრო­დუქ­ცია შე­ე­ძი­ნა.

ამის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. ჩვენ უკვე ვართ უღ­რმეს ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში, სა­ი­და­ნაც გა­მოს­ვლას დას­ჭირ­დე­ბა არა­ერ­თი წელი" - გვე­უბ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ლია ელი­ა­ვა.

"სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი აკ­რძალ­ვე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის უკან კო­რუფ­ცი­ულ მიზ­ნებ­საც ხე­დავს:

"რამ­დე­ნი­მე შე­ზღუდ­ვა უბ­რა­ლოდ გა­უ­გე­ბა­რია. მა­გა­ლი­თად, ამიხ­სნას ვინ­მემ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა 27 აპ­რი­ლამ­დე რა­ტომ არის აკ­რძა­ლუ­ლი? ხომ უნდა ჰქონ­დეს ლო­გი­კუ­რი გა­მარ­თლე­ბა ყვე­ლა­ფერს? ან ეს კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი რას ემ­სა­ხუ­რე­ბა? რა ხდე­ბა ღამე ისე­თი, რისი აღ­კვე­თაც უნ­დათ?

არა­ფერს ვამ­ბობ იმ პა­რა­დოქ­სულ შე­ზღუდ­ვებ­ზე ერთი ოჯა­ხის წევ­რებს რომ ერთ მან­ქა­ნა­ში ჯდო­მის გამო აჯა­რი­მე­ბენ. ან სამი ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რა რომ აკ­რძა­ლეს, მა­შინ რო­დე­საც ოჯა­ხებ­ში სამი და მეტი ადა­მი­ა­ნი არის ერთ ჭერ­ქვეშ შეკ­რე­ბი­ლი. კი ბა­ტო­ნო, ვე­მორ­ჩი­ლე­ბით, მაგ­რამ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

გლე­ხე­ბის­გან იბა­რე­ბენ ძა­ლი­ან ია­ფად პრო­დუქ­ტებს, თა­ნაც შე­უშ­ვეს ერთი მო­ნო­პო­ლის­ტი კომ­პა­ნია "ჯიბე", ეს კი­დევ ცალ­კე სა­კი­თხია, თუ ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ე­რა­დაა, ერთი კომ­პა­ნია რა­ტომ შე­უშ­ვეს? მთავ­რო­ბა გლე­ხებს ეუბ­ნე­ბა, ია­ფად უნდა გა­ყი­დოთ პრო­დუქ­ცია, კო­რო­ნა­აო. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში რომ შევ­დი­ვართ და ვკი­თხუ­ლობთ, რა­ტომ არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, გვე­უბ­ნე­ბი­ან კო­რო­ნა­აო. ფაქ­ტია, ვი­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ით სარ­გებ­ლობს და დიდ ფულს აკე­თებს" - ამ­ბობს ელი­საშ­ვი­ლი.

მისი თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბულ აღ­შფო­თე­ბას ორ­მა­გი სტან­დარ­ტი იწ­ვევს, რაც და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა.

"თუ აკ­რძალ­ვაა, ყვე­ლას­თვის აკ­რძალ­ვა უნდა იყოს. ეს შავი ჯი­პე­ბი რა­ტომ დაჰ­ქ­რი­ან აქეთ-იქეთ, რა­ი­მე ვაქ­ცი­ნა აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ზე? ახლა რა­საც ვუ­ყუ­რებ, ეს არის უბ­რა­ლო ხალ­ხის წვა­ლე­ბა. ხალ­ხის წვა­ლე­ბის გარ­და, რა არ­გუ­მენ­ტია ამის უკან, ვერ ვხდე­ბი. რა­ტომ არი­ან ეკ­ლე­სი­ე­ბი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თუ აკ­რძალ­ვაა სა­ყო­ველ­თაო არ უნდა იყოს? საშ­ვე­ბია გა­ცე­მუ­ლი მგა­ლობ­ლებ­ზე, სტი­ქა­როს­ნებ­ზე. წა­ვი­და საშ­ვე­ბით ვაჭ­რო­ბა და ჩა­წყო­ბა.

გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ფო­ტო­ე­ბი, რო­გორ ტაქ­სა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი მთავ­რო­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი საშ­ვე­ბით. და­ი­დო კად­რე­ბი, რო­გორ სხდე­ბი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში წინა სა­ვარ­ძლებ­ზე ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე, მა­შინ რო­დე­საც ამის გამო ადა­მი­ა­ნებს 3000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბი გა­მო­უ­წე­რეს. მა­ინ­ტე­რე­სებს, ისი­ნი და­ა­ჯა­რი­მეს?

ჩვენ სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვაქ­ცი­ეს და თვი­თონ რა­საც უნდა აკე­თე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, უმაღ­ლე­სი დო­ნის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­ვი­ზი­ით გვიდ­გე­ნენ რე­გუ­ლა­ცი­ებს, ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან სურ­სა­თის მო­სა­ტა­ნად ან ფე­ხით მი­დი­ან სამ­სა­ხურ­ში?" - ამ­ბობს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

"გირ­ჩის" წევ­რი, იუ­რის­ტი ლე­ვან ჯგე­რე­ნა­ია AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, რომ ზო­გი­ერთ შე­ზღუდ­ვას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას­თან და სი­ნამ­დვი­ლე­ში ის სპექ­ტაკ­ლია, რაც სა­არ­ჩევ­ნოდ მო­ა­წყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ:

"მი­უ­ხე­და­ვად სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის არ­სი­სა და ში­ნა­არ­სი­სა, შე­ზღუდ­ვე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი და მათ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა უნდა ჰქონ­დეს. შე­ზღუდ­ვე­ბის­თვის სა­ჭი­როა არ­სე­ბობ­დეს ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი არა­გო­ნივ­რუ­ლია და მოკ­ლე­ბუ­ლია საღ აზრს. მა­გა­ლი­თად, ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, ერთ ჭერ­ქვეშ, ერ­თად სა­დი­ლო­ბენ, ვუკ­რძა­ლავთ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ერ­თად შეკ­რე­ბას და გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც კი. ეს აბ­სურ­დია!" - ამ­ბობს იუ­რის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ერთ-ერთი მო­სარ­ჩე­ლე, ვისი სა­ხე­ლი­თაც "გირჩს" სარ­ჩე­ლი შე­აქვს, სწო­რედ იმის გამო და­ა­ჯა­რი­მეს, რომ მან­ქა­ნა­ში შვი­ლი გვერ­დით ეჯდა. მძღო­ლი 3000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვერ­დით მჯდო­მი შვი­ლი მას­თან ერ­თად ერთ სახ­ლში ცხოვ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
25

აღდგომის დღეებში რომ აიკრძალა ავტომობილები გასაგებია მაგრამ რაღა საჭირო იყო კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივება?

როკი
44

ამ მთავრობის და ამათი მომხრეების დედებს შ .....რე .....და ეხლა ვინც ჩემზე რამე დაწეროს იმის ოჯახს შ......რე პი......ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"73 წლის მამა მარტო ცხოვრობს, სჭირდება საკვები და შვილები ვერ მივდივართ" - რა პრობლემები შეუქმნა ხალხს საგანგებო მდგომარეობამ

"73 წლის მამა მარტო ცხოვრობს, სჭირდება საკვები და შვილები ვერ მივდივართ" - რა პრობლემები შეუქმნა ხალხს საგანგებო მდგომარეობამ

საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებამ საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მკაცრი შეზღუდვების გასაპროტესტებლად მარნეულში ხალხი ქუჩაშიც გამოვიდა, დღეს იპოდრომზე საპროტესტო აქცია გამართეს "გირჩის“ წევრებმაც და საგანგებო მდგომარეობის მოხსნა მოითხოვეს.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა პრობლემები შეუქმნა დაწესებულმა შეზღუდვებმა საზოგადოებას. უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარების პოვნა სოციალურ ქსელში არ გაგიჭირდებათ. განსაკუთრებული უკმაყოფილება ონლაინ-ვაჭრობის შეზღუდვას უკავშირდება, რის გამოც ადამიანები ელემენტარული საჭიროების საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სხვა პროდუქციის შეძენას ვერ ახერხებენ.

"სიღნაღში არ შემოდის პროდუქცია და რა ვიყიდოთ?! გუშინ მინდოდა მეყიდა ხილი და ბოსტნეული, არ არის. დისტრიბუცია არ დადისო. აფთიაქშიც ბევრი საჭირო წამალი არ არის, ხალხს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ეშლება ხელი. კონკრეტულად ჩემი ქალაქი დამოკიდებულია ტურიზმზე, მევენახეობაზე და თუ ასე გაგრძელდება, რა გავაკეთო? როგორ ვიარსებო?"

"ტექნიკის გამოწერაზე რომ განაცხადა ბატონმა პრემიერმა, პლეიერის გარეშე ორი კვირა გაძლოს ხალხმაო, რანაირად, როცა სახლში ერთი კომპიუტერია, ზრდასრულებმა იმუშაონ თუ სტუდენტებმა ისწავლონ? არ მაქვს იმხელა სახლი, რომ შვილი ცალკე ოთახში გავუშვა ონლაინ გაკვეთილის გამო, "ნაუშნიკი" გაგვიფუჭდა და ვერ ვყიდულობთ. ეს მნიშვნელოვანი არ არის?"

"მამას, რომელიც არის 73 წლის და მარტო ცხოვრობს, სჭირდება წამალი და საკვები. ასაკის გამო გარეთ გასვლა აქვს აკრძალული, ცხოვრობს სოფელში, მართალია ქალაქთან ახლოს, მაგრამ რუსთავი ჩაკეტილია. ვერ ვახერხებთ შვილები მისვლას, რომ ელემენტარული საჭირო ნივთები მივაწოდოთ"

"ჩემი და ექვსი თვის ორსულია. უწევს ექიმთან მისვლა და ანალიზები. ვერ მიდის! ვარკეთილიდან ნახალოვკაში ვერ ჩავა ფეხით! 144-ზე რეკავს და რამდენიმე დღეა არ პასუხობენ. მე ოთხჯერ ვარ ნაოპერაციები და უდიდესი გზის გავლა მიწევს ფეხით პარკებმოკიდებულს მაღაზიიდან, საკვები პროდუქტები რომ მოვიტანო!"

"ახლობელს ტელევიზორი გაუფუჭდა, ინტერნეტი არ აქვს. გავუტანე ტელევიზორი, მაგრამ სილქნეტი ვერ მიდის, რომ ჩაურთოს, ერთ კვირაზე მეტია ზის სახლში სრულიად მარტო სამყაროს მოწყვეტილი"

"მე ბორჯომში ვცხოვრობ და ბავშვის ყველა ნივთისთვის, პამპერსია ეს თუ საკვები, ფეხით მიწევს 7 კილომეტრის გავლა. ბავშვის ის საკვები პროდუქტები, რაც გვჭირდება, აქ აღარ აქვთ და ვერც იწერენ თბილისის აფთიაქიდან, იმიტომ რომ გამოწერაც აკრძალეს" - წერენ "ფეისბუქზე" სასოწარკვეთილი მომხმარებლები.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და დაწესებული აკრძალვების შენარჩუნების მთავარ მიზნად ხელისუფლება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ასახელებს, თუმცა ოპონენტები და ექსპერტები მთავრობის გადაწყვეტილებებს დაგვიანებულს და არამიზნობრივს უწოდებენ.

24 აპრილს მთავრობამ პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის სტრატეგია უნდა წარმოადგინოს. ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულია. მისი შეფასებით, მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ქვეყანა ღრმა კრიზისში შეიყვანა.

"ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე არასწორი ორიენტირი დაიჭირა. არ გააკეთა მთავარი რამ - არ შეიძინა ტესტები, რაც სრულიად შესაძლებელი იყო. არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, გამოეკვლიათ დაავადებულები და დანარჩენებისთვის მიეცათ მოქმედების საშუალება. უცხოელი დონორების დახმარება მთლიანად უნდა მიმართულიყო მოსახლეობის ტესტირებაზე.

არ იყო საჭირო მთელი ეკონომიკის გადაკეტვა და პარალიზება. საგანგებო მდგომარეობამ ყველა დარგი დააზიანა. განსაკუთრებით კი წვრილი და საშუალო ბიზნესი, უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ყველაზე მეტად ზარალობს სოფლის მეურნეობა, რადგან არ არის პროდუქციის არც მოყვანის და არც გასაღების შესაძლებლობა. ამ პროდუქციით მიღებული შემოსავლით კი ხალხი წლიდან წლამდე ირჩენს თავს.

ინდივიდუალური მეწარმეები გაკოტრების ზღვარზე არიან. ჩვენი ინფორმაციით, მთავრობის გეგმაში საუბარი არ არის მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერაზე. ეტყობა მთავრობას იმედი აქვს, რომ ბიზნესი ამუშავდება და მოსახლეობა ამით მიიღებს გარკვეულ შემოსავალს. მაგრამ ეს იმედები ეფემერულია, რადგან ნულიდან ბიზნესის ამოქოქვა შეუძლებელია, თუ არ იქნება შესაბამისი მხარდაჭერა.

თუ მოსახლეობას არ ექნა ფინანსური სახსრები, რომ ისინი დახარჯოს, რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, ეკონომიკურ კრიზისს ვერ გადალახავს

გაიხედ-გამოიხედოს ხელისუფლებამ, რას აკეთებენ სხვა ქვეყნები. მაგალითად, თურქეთმა შეამცირა დღგ 1%-მდე და ეს პროდუქციის ღირებულებას შეამცირებს. ფასების შემცირების გარეშე ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. მე თქვენ შეგახსენებთ 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ამცირებდა ფასს ყოველწლიურად, რათა გაღატაკებულ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება პროდუქცია შეეძინა.

ამის გაკეთება აუცილებელია, სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ უკვე ვართ უღრმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც გამოსვლას დასჭირდება არაერთი წელი" - გვეუბნება ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა.

"სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აკრძალვების გახანგრძლივების უკან კორუფციულ მიზნებსაც ხედავს:

"რამდენიმე შეზღუდვა უბრალოდ გაუგებარია. მაგალითად, ამიხსნას ვინმემ ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე რატომ არის აკრძალული? ხომ უნდა ჰქონდეს ლოგიკური გამართლება ყველაფერს? ან ეს კომენდანტის საათი რას ემსახურება? რა ხდება ღამე ისეთი, რისი აღკვეთაც უნდათ?

არაფერს ვამბობ იმ პარადოქსულ შეზღუდვებზე ერთი ოჯახის წევრებს რომ ერთ მანქანაში ჯდომის გამო აჯარიმებენ. ან სამი ადამიანის თავშეყრა რომ აკრძალეს, მაშინ როდესაც ოჯახებში სამი და მეტი ადამიანი არის ერთ ჭერქვეშ შეკრებილი. კი ბატონო, ვემორჩილებით, მაგრამ რას ემსახურება?

გლეხებისგან იბარებენ ძალიან იაფად პროდუქტებს, თანაც შეუშვეს ერთი მონოპოლისტი კომპანია "ჯიბე", ეს კიდევ ცალკე საკითხია, თუ ყველაფერი კანონიერადაა, ერთი კომპანია რატომ შეუშვეს? მთავრობა გლეხებს ეუბნება, იაფად უნდა გაყიდოთ პროდუქცია, კორონააო. სუპერმარკეტებში რომ შევდივართ და ვკითხულობთ, რატომ არის გაძვირებული პროდუქცია, გვეუბნებიან კორონააო. ფაქტია, ვიღაც სიტუაციით სარგებლობს და დიდ ფულს აკეთებს" - ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით, განსაკუთრებულ აღშფოთებას ორმაგი სტანდარტი იწვევს, რაც დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში გამოიკვეთა.

"თუ აკრძალვაა, ყველასთვის აკრძალვა უნდა იყოს. ეს შავი ჯიპები რატომ დაჰქრიან აქეთ-იქეთ, რაიმე ვაქცინა აქვთ გაკეთებული კორონაზე? ახლა რასაც ვუყურებ, ეს არის უბრალო ხალხის წვალება. ხალხის წვალების გარდა, რა არგუმენტია ამის უკან, ვერ ვხდები. რატომ არიან ეკლესიები პრივილეგირებულ მდგომარეობაში, თუ აკრძალვაა საყოველთაო არ უნდა იყოს? საშვებია გაცემული მგალობლებზე, სტიქაროსნებზე. წავიდა საშვებით ვაჭრობა და ჩაწყობა.

გამომიგზავნეს ფოტოები, როგორ ტაქსაობენ ადამიანები მთავრობის მიერ გაცემული საშვებით. დაიდო კადრები, როგორ სხდებიან ავტომობილებში წინა სავარძლებზე ქეთევან ციხელაშვილი და ეკატერინე ტიკარაძე, მაშინ როდესაც ამის გამო ადამიანებს 3000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. მაინტერესებს, ისინი დააჯარიმეს?

ჩვენ სრულ იზოლაციაში მოგვაქციეს და თვითონ რასაც უნდა აკეთებენ. საინტერესოა, უმაღლესი დონის ჩინოვნიკები, რომლებიც ტელევიზიით გვიდგენენ რეგულაციებს, ფეხით გადაადგილდებიან სურსათის მოსატანად ან ფეხით მიდიან სამსახურში?" - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

"გირჩის" წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ ზოგიერთ შეზღუდვას არაფერი აქვს საერთო ვირუსის პრევენციასთან და სინამდვილეში ის სპექტაკლია, რაც საარჩევნოდ მოაწყო ხელისუფლებამ:

"მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არსისა და შინაარსისა, შეზღუდვები არ შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი და მათ რაციონალური ახსნა უნდა ჰქონდეს. შეზღუდვებისთვის საჭიროა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრს. მაგალითად, ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი. ეს აბსურდია!" - ამბობს იურისტი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც "გირჩს" სარჩელი შეაქვს, სწორედ იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში შვილი გვერდით ეჯდა. მძღოლი 3000 ლარით დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მჯდომი შვილი მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს.

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

რას ყვება ექიმი, რომელიც Covid-19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს? - "ვირუსის სიმპტომი მოეხსნათ, ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა"