ავტორი:

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება. პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა.

როგორც საპარლამენტო უმრალესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, ცვლილებები საჭირო გახდა, რადგან არ იყო განჭვრეტადი თუ რა პასუხიმსგბელობა ეკისრებოდა პირს კარანტინის წესების დარღვევისთვის.

"359 პრიმა მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით საგანგებო და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთვევაში ამისთვის ის ისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთვევაში ეს არის 15 000 ლარი. ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ამის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ეს ზომები და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა და ერთი ახლი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო განჭვრეტადი ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული პირველად შემოვიდა ს

ისხლის სამართლის კოდექსში. ასევე არის იქ მითთება რომ პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რა მდგომარეობაშია პაციენტი, რომელიც ინფექციურში 5 მარტიდან მკურნალობს და კორონავირუსზე დღემდე დადებითი პასუხი აქვს

"ახლახანს ცუდად ვიყავი და მითხრა: დედა, არ დამღუპო, არ წახვიდეო..." - რას ყვება 90 წლის დედა პაატა იმნაძის შესახებ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა