ავტორი:

"სერიოზული ინოვაციაა, სიკვდილობის შემთხვევები ხანდაზმულ ადამიანებს შორისაა" - ცერცვაძე გორის ჰოსპიტალში დანერგილ სიახლეზე

"სერიოზული ინოვაციაა, სიკვდილობის შემთხვევები ხანდაზმულ ადამიანებს შორისაა" - ცერცვაძე გორის ჰოსპიტალში დანერგილ სიახლეზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის მიერ მონახულებულ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის არცერთი არ ყოფილა სამხედრო პირი.

"ის ავადმყოფები, რომლებიც მე მაჩვენეს და მათი ისტორიები, არცერთი მათგანი არ იყო სამხედრო, ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ არცერთი ოდნავ სერიოზული ავადმყოფი არ იყო სამხედრო. ძალიან მსუბუქი პაციენტები არ მინახავს და მათ შორის თუ არის, არ ვიცი.

მე ვინც მანახეს, მათ შორის არცერთი სამხედრო არ იყო. იყვნენ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომსახურე პერსონალი“,-აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მისასალმებელია ინოვაცია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებობს, რომ შეიქმნა COVID-19-ის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფი, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში, თანმხლები დაავადებები ხდება ინფიცირებულთა გარდაცვალების მიზეზი.

"ეს ძალიან სერიოზული ინოვაციაა. სიკვდილობის შემთხვევები ხანდაზმულ ადამიანებს შორისაა. ამ ადამიანებში, როგორც წესი, ძალიან ბევრია კომორიდული დაავადებები.

მხედველობაში მაქვს არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნერვოლოგიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, რაც შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში, როგორც წესი, სიკვდილის მიზეზი ხდება. არა თვითონ COVID-19 კლავს უშუალოდ, არამედ კომორიდული დაავადებები კლავს COVID-19-ით ავადმყოფებში“,-აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალში მყოფ მძიმე პაციენტს აქვს ჰემორაგიული ინსულტი და მისი სიმძიმე COVID-19-ით არაა განპირობებული. ცერცვაძის თქმით, აღნიშნული პაციენტი კორონავირუსისგან პრაქტიკულად განკურნებულია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 539-მდე გაიზარდა

"პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, ყოველთვის ინფექციონისტი არ ვიყავი... ეს სფერო ფილმებითა და წიგნებით შევარჩიე" - თენგიზ ცერცვაძე

"უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!" - თენგიზ ცერცვაძე