მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოტლანდიაში, დღენაკლულმა ჩვილმა COVID-19 დაამარცხა - "ჩემი პატარას ცრემლები პირველად ვნახე"
შოტლანდიაში, დღენაკლულმა ჩვილმა COVID-19 დაამარცხა - "ჩემი პატარას ცრემლები პირველად ვნახე"

შოტ­ლან­დი­ა­ში დღე­ნაკ­ლულ­მა ახალ­შო­ბილ­მა COVID-19 და­ა­მარ­ცხა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. ჩვი­ლის დედა, ტრე­ი­სი მა­გუ­ა­ი­ე­რი იმ მო­მენტს იხ­სე­ნებს, როცა პა­ტა­რა გო­გო­ნას, სამი კვი­რის ახალ­შო­ბილს ცხვი­რი­დან ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა აუ­ღეს კო­რო­ნა­ვირუ­სის ტეს­ტის­თვის. ქა­ლის თქმით, ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი მო­მენ­ტი იყო.

"ამ დღეს ჩემი პა­ტა­რას ცრემ­ლე­ბი პირ­ვე­ლად ვნა­ხე და მეც მას­თან ერ­თად ვტი­რო­დი“, - ამ­ბობს ახალ­ბე­და დედა.

ბავ­შვი დღე­ნაკ­ლუ­ლი და­ი­ბა­და და 1.5 კგ-ს იწო­ნი­და. და­ბა­დე­ბი­დან სამ კვი­რა­ში კი COVID-19 და­უ­დას­ტურ­და. რო­გორც BBC წერს, და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში­ვე ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­და, თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ვის უფიქ­რია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

ახალ­შო­ბი­ლი შოტ­ლან­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

"ექი­მებ­მა მი­თხრეს - ის კარ­გა­დაა, მაგ­რამ COVID-19 აქვს, ნუ იქ­ნე­ბით პა­ნი­კა­ში. მე ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი ჩემს დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­დნენ“,- იხ­სე­ნებს ტრე­ი­სი. მი­სი­ვე თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად მე­დი­კო­სებ­მა სთხო­ვეს, სახ­ლში წა­სუ­ლი­ყო და 14 დღე კა­რან­ტინ­ში გა­ე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ბო­ლოს კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ნის ნება დარ­თეს.

"ტე­ლე­ფონ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ექი­მებს და ვე­ვედ­რე­ბო­დი, რომ ნება და­ერ­თოთ კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ნის, არ შე­მეძ­ლო ჩემი შვი­ლის­გან შორს ყოფ­ნა. მას­ზე ყვე­ლა ზრუ­ნავ­და, მაგ­რამ მე დე­და­მი­სი ვარ და ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მას­თან ყოფ­ნა მსურს“, - ამ­ბობს ტრე­ი­სი.

მის­მა თხოვ­ნამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ექი­მებ­მა ახალ­ბე­და დე­დას კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის ნება მის­ცეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახალ­შო­ბილ­მა ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა და დედა-შვილ­მა კლი­ნი­კა ერ­თად და­ტო­ვა.

ამ დრო­ის­თვის შოტ­ლან­დი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 9 409 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 1 120 გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

შოტლანდიაში, დღენაკლულმა ჩვილმა COVID-19 დაამარცხა - "ჩემი პატარას ცრემლები პირველად ვნახე"

შოტლანდიაში, დღენაკლულმა ჩვილმა COVID-19 დაამარცხა - "ჩემი პატარას ცრემლები პირველად ვნახე"

შოტლანდიაში დღენაკლულმა ახალშობილმა COVID-19 დაამარცხა. ამის შესახებ BBC წერს. ჩვილის დედა, ტრეისი მაგუაიერი იმ მომენტს იხსენებს, როცა პატარა გოგონას, სამი კვირის ახალშობილს ცხვირიდან ბიოლოგიური მასალა აუღეს კორონავირუსის ტესტისთვის. ქალის თქმით, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მომენტი იყო.

"ამ დღეს ჩემი პატარას ცრემლები პირველად ვნახე და მეც მასთან ერთად ვტიროდი“, - ამბობს ახალბედა დედა.

ბავშვი დღენაკლული დაიბადა და 1.5 კგ-ს იწონიდა. დაბადებიდან სამ კვირაში კი COVID-19 დაუდასტურდა. როგორც BBC წერს, დაბადებიდან რამდენიმე დღეშივე ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, თუმცა თავდაპირველად არავის უფიქრია, რომ ინფიცირებული იქნებოდა.

ახალშობილი შოტლანდიაში ყველაზე პატარა ინფიცირებულია.

"ექიმებმა მითხრეს - ის კარგადაა, მაგრამ COVID-19 აქვს, ნუ იქნებით პანიკაში. მე ვფიქრობ, რომ ისინი ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ“,- იხსენებს ტრეისი. მისივე თქმით, თავდაპირველად მედიკოსებმა სთხოვეს, სახლში წასულიყო და 14 დღე კარანტინში გაეტარებინა, მაგრამ ბოლოს კლინიკაში დარჩენის ნება დართეს.

"ტელეფონზე ვესაუბრებოდი ექიმებს და ვევედრებოდი, რომ ნება დაერთოთ კლინიკაში დარჩენის, არ შემეძლო ჩემი შვილისგან შორს ყოფნა. მასზე ყველა ზრუნავდა, მაგრამ მე დედამისი ვარ და ნებისმიერ სიტუაციაში მასთან ყოფნა მსურს“, - ამბობს ტრეისი.

მისმა თხოვნამ შედეგი გამოიღო და ექიმებმა ახალბედა დედას კლინიკაში ყოფნის ნება მისცეს. საბედნიეროდ, ახალშობილმა ვირუსი დაამარცხა და დედა-შვილმა კლინიკა ერთად დატოვა.

ამ დროისთვის შოტლანდიაში კორონავირუსით 9 409 ადამიანი დაინფიცირდა. პაციენტთა შორის 1 120 გარდაიცვალა.

"მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ვიცე-პრემიერად 24 აპრილს დაინიშნოს" - რას წერს "უკრაინსკაია პრავდა"

რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა

ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს