სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ
შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, „გირ­ჩის” მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე და კი­დევ 14 აქ­ტი­ვის­ტი 3000-3000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს, 3 პირი კი და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ისი­ნი წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.

„მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი“ – „გირ­ჩის“ მიერ დღეს, 14:00 სა­ათ­ზე, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით, იპოდ­რო­მის ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 23 მარ­ტის №181 დად­გე­ნი­ლე­ბის მე-5 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით აკ­რძა­ლუ­ლია „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი შეკ­რე­ბა ან/და მა­ნი­ფეს­ტა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით „შეკ­რე­ბა“ არის მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუ­ფის შეკ­რე­ბა ჭერ­ქვეშ ან გა­რეთ, მი­ტინ­გი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სო­ლი­და­რო­ბის ან პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით.

შე­სა­ბა­მი­სად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დეკ­რე­ტის მე-8 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „გირ­ჩის“ ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე და ამა­ვე პარ­ტი­ის 14 აქ­ტი­ვის­ტი 3000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა, 3 პირი კი და­კა­ვე­ბუ­ლია წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
A
7

Marneulsho ro aris aqcia rato ar ajarimebt?

ნოდარი
8

მარნეულში რომ არ დააჯარიმეს ცუდია, გირჩი რომ დააჯარიმეს კარგია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ

შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გირჩის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 აქტივისტი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს, 3 პირი კი დააკავეს.

უწყების ცნობით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩის“ მიერ დღეს, 14:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე გაიმართა საპროტესტო აქცია.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.

საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს